"პროცესები, რომლებიც ახლა დაიწყება, მხოლოდ 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება - რას მოიტანს 25 ოქტომბრის მზის დაბნელება?! " - ასტროლოგი რამაზ გიგაურის პროგნოზი

"რას მოიტანს 25 ოქტომბრის მზის დაბნელება?!", - ქართველი ასტროლოგი რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში თავისი პროგნოზის შესახებ წერს:

"25 ოქტომბერს მზის ნაწილობრივი დაბნელება დაფიქსირდება, რომელიც გამოჩნდება მთელ ევროპაში (მათ შორის, საქართველოში), ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში (ინდოეთის ჩათვლით), ახლო აღმოსავლეთში, არაბეთის ნახევარკუნძულზე და აღმოსავლეთ ციმბირში.

ასტროლოგიაში მზის დაბნელება განიხილება როგორც ახალი ექვსთვიანი ციკლის დასაწყისი, რომელიც გარკვეული მიმართულებით „ცნობიერების დაბნელებაზე“ და შექმნილი სიტუაციის ახლებურად დანახვის აუცილებლობაზე მიანიშნებს.

ამ ასტრონომიულ მოვლენას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ მუნდანურ (გეოგრაფიულ) ასტროლოგიაში, ანუ იმ მიმართულებაში, რომელიც ქვეყნების, ქალაქების, ტერიტორიების ასტროლოგიურ კუთხით შესწავლას უკავშირდება.

ნატალურ (დაბადების) ასტროლოგიაში მზის დაბნელებას გავლენა აქვს მხოლოდ იმ კონკრეტულ ადამიანებზე, რომელთა პირად ჰოროსკოპთანაც აქვს რეზონანსი).

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მზის დაბნელების ასტროლოგიური ციკლი საშუალოდ ექვსი თვეა, ამიტომ პროცესები, რომლებიც ახლა დაიწყება, მხოლოდ 2023 წლის გაზაფხულზე დასრულდება (კონკრეტულად ეს დღე 2023 წლის 20 აპრილს იქნება, თუმცა საგრძნობი უკვე 2023 წლის მარტში გახდება).

რა კონკრეტულ ტენდენციებზეა საუბარი?!

მზე-მთვარის კვადრატული ასპექტები პლუტონთან მიანიშნებს, რომ ის დაძაბული პროცესები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომს ეხება, ჯერ კიდევ გაგრძელდება.

პლუტონი - ასტროლოგიაში მასშტაბურ მოვლენებზე მიანიშნებს, ამიტომ ის მსოფლიო რეზონანსი, რომელიც ამ ომს ახლავს ჯერჯერობით აქტიური დარჩება.

25 ოქტომბერს მზის დაბნელება მორიელის მე-2 გრადუსზე იქნება (უფრო სწორად, 2˚0'4'' გრადუსზე).

ეს უკავშირდება „სიზიფეს ლოდს“. ბერძნული მითის თანახმად, სიზიფეს დიდ მთაზე წვალებით ააქვს ლოდი და ისევ ძირს უგორდება.

ანუ ეს გრადუსი ასტროლოგიურ უკავშირდება ამაო შრომას.

როდესაც ნატივს (ჰოროსკოპის პატრონს) არ ჰყოფნის ენერგია ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებისთვის.

ადამიანს თუ ქვეყანას უხდება იმავე წერტილში დაბრუნება, საიდანაც დაიწყო მოქმედება (ბრძოლა).

ასე რომ, ეს ყოველივე გლობალურ დონეზე შესაძლოა მიანიშნებდეს რუსეთის ამაო მცდელობებს, უკრაინასთან ომში რაიმე გარდატეხა შეიტანოს და პროცესები მისთვის სასარგებლოდ განავითაროს. თუმცა ეს ამაო იქნება.

უფრო მეტიც, პროცესები 2023 წლის გაზაფხულისთვის რუსეთისთვის მეტად არასასიკეთო მდგომარეობა შეიქმნება და ძალიან მაღალი ალბათობით რუსეთში დადგება ხელისუფლების სისტემური ცვლილებების აუცილებლობა.

უნდა აღინიშნოს, რომ მზის ეს დაბნელება კიევის გრძედის, განედისა და დროის მიხედვით მე-9 სახლში, ხოლო მოსკოვის ამავე პარამეტრების მიხედვით მე-8 სახლში ხდება.

ეს მიანიშნებს, რომ უკრაინის სივრცეში კიდევ უფრო გააქტიურდება და მოიმატებს უცხოეთის მხარდაჭერა, ხოლო რუსეთში პირიქით, გაიზრდება კრიზისული სიტუაციების და მოვლენების ალბათობა (უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარამეტრებითაც მზის ეს დაბნელება მე-8 სახლში ხდება, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ არა მხოლოდ 2023 წლის გაზაფხულამდე, არამედ უკვე 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში განვითარდეს პოლიტიკური ან ეკონომიკური კრიზისი, გარკვეული მიმართულებით შეიქმნას ექსტრემალური სიტუაციები, რაც მნიშვნელოვნად დაძაბავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან კრიმინოგენულ სიტუაციას.

არ არის გამორიცხული ტექნიკური ავარიების ალბათობაც).რაც შეეხება ინდივიდუალურ დონეზე, ადამიანებს დასჭირდებათ იმის გაცნობიერება, თუ რომელი ძველი პრობლემების წინაშე დადგნენ და რატომ გახდა საჭირო ერთი და იგივე გზის კიდევ ერთხელ გავლა.

მზის ეს დაბნელება განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება მნიშვნელოვანი, რომლებსაც პირად ჰოროსკოპში მორიელის და ასევე კუროს პირველ, მე-2 ან მე-3 გრადუსებში მზე, ასცენდენტი ან რომელიმე პლანეტა აქვს განთავსებული.

მათ ცხოვრებაში მოსალოდნელია გაჩნდეს გარკვეული შემოტრიალების წერტილი, როდესაც საჭირო გახდება „სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა“ და სწორი დასკვნების გამოტანა (თუ რომელ სფეროში გამოვლინდება ეს ყოველივე, დამოკიდებული იქნება კონკრეტული ადამიანის პირად ჰოროსკოპში, თუ რომელ ასტროლოგიურ სახლში მდებარეობს ნატალური მზე, ასცენდენტი ან სხვა რომელიმე პლანეტა).

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მზის დაბნელების ამ ციკლს თითქმის ემთხვევა მარსის „მარყუჟი“, რომლის ინტენსიური გავლენა 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყება და 2023 წლის 16 მარტამდე გასტანს.

მოსალოდნელია ეს მიანიშნებდეს, რომ 2023 წლის მარტიდან უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა შესუსტდება და არ არის გამორიცხული აქტიური სამხედრო მოქმედებები შეჩერდეს კიდეც", - წერს გიგაური.

ასევე დაგაინტერესებთ:

* პოლიციამ ქუთაისის მერიის შენობიდან მოპარული ნივთები იპოვა და ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

* "შქმერული, კივი, ქართული ცისფერი ღვინო" - იაპონიაში ქართული კულინარია დიდი პოპულარობით სარგებლობს

* ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე 9 პირი დააკავეს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786197779

მსოფლიო

ფაშინიანმა და ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს დაურეკა. ამის შესახებ Report.az იუწყება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერმა განიხ...

ფაშინიანმა და ალიევმა

1786195376

ახალი ამბები

🌦️ როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში — უახლესი პროგნოზი ქალაქების მიხედვით

8 აგვისტოს საქართველოში ამინდი უმეტესად თბილი იქნება, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველო...

გაზაფხულის ამინდი

1786195002

ახალი ამბები

გია აბაშიძე: მარადმწვანე, მენტალურად გოიმი ნანული ჟორჟოლიანი პრემიერ-მინისტრ კობახიძის გასამართლებას ითხოვს, შხამიან არსებას ჰგონია, რომ ოდესმე მისი ექსმეუღლის, ნაცჯალათ ერეკლე კოდუას ხანა დადგება საქართველოში

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „სამშობლოს ღალატის“ მუხლით გასამართლდება. აბაშიძის შეფასებით, ნაცქ...

გია აბაშიძე

1786194442

ახალი ამბები

ზაალ ანჯაფარიძე: როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავალების საპნის ბუშტი და მითი გასკდა, ზუსტად ასე გასკდა მიშა მშვილდაძის ვითომ რუსეთთან მებრძოლის მითი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში „ფორმულას“ დირექტორის მიშა მშვილდაძის მიერ რუსეთის მოქალაქეებზე ბინის გადაფორმებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „როგორც გია ბარამიძის აფხაზეთის თავგადასავლებ...

ზაალ ანჯაფარიძე

1786194138

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი – შიდა ღალატის მიუხედავად, საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა, რომ ერთადერთი, ვინც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, იყო რუსეთი

„საქართველომ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში დაამტკიცა თავისი სიმართლე, მიუხედავად იმისა, რომ, მათ შორის, ზოგიერთი ოპოზიციური აქტივისტი იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ“, – ამის შესახებ პარ...

 შალვა პაპუაშვილი