3-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნება და გზად ავარია

"3-წლიანი ემიგრაციიდან დაბრუნება და გზად ავარია. დავიმტვრიე, მაგრამ მადლობა უფალს გადავრჩით ყველა. ყოველდღე უფალს შესთხოვეთ ჯანმრთელობა, დანარჩენს ყველაფერს ეშველება", - იტალიიდან საქართველოში დაბრუნებული სოფო გუნაშვილი, აეროპორტიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, მძიმე ავარიაში მოყვა. როგორ, სოფო ჩვენთან საუბრისას ამბობს, იმ მანქანიდან ცოცხალი გადმოსვლა უბრალოდ წარმოუდგენელია. ემიგრანტი ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტსაც აქვეყნებს:
"დავიწყებ მოყოლას იმ მომენტიდან, როცა ჩემი გოგო ვნახე და გულში ჩავიკარი. სასწაული ემოცია იყო, ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთი დიდი გოგო მყავდა. ტელეფონით დანახული სულ სხვანაირი იყო. ბედნიერი წამებით, წუთებით და საათებით ვტკბებოდით, როდესაც განსაცდელი დაგვატყდა თავს. უფლის წყალობით უვნებლები ამოვედით. ადამიანები ვერა, მაგრამ უფალი ყველაფერს ხედავს და სწორედ ამიტომ გადავრჩით. უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოკითხვისთვის, ყურადღებისთვის, თანადგომისთვის.
ბედნიერი ვარ რომ მყავს ისეთი ხალხი, ვისაც ჭირშიც ვახსოვარ და ლხინშიც. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ნესტანის, რომელიც 75 წლისაა, ისიც ჩემსავით ემიგრანტია. ატირებული მწერს და მეუბნება, რომ ხვალვე გამომიგზავნის თანხას რათა თავს მივხედო.
გესმით რას ნიშნავს, ამ ასაკში ქალი წვალობს და ემეტება ჩემთვის, არც ისე ცოტა თანხაზეა საუბარი. მადლობა ნესტანი შენ ასეთი გვერდში დგომისთვის. მე არაფერი გამიჭირდება, უფალი ყოველთვის მეხმარება გამოსავლის მოძებნაში.
მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც ერთი მესიჯიც კი მომწერეთ და ბოდიში, რომ ვერ გაგეცით ყველას პასუხი. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამდენი კარგი ადამიანი მყავს გვერდით. უფალმა სულ სიკეთით გატაროთ და ბევრი შეგაძლებინოთ. ჩვენ ყველა უკეთ ვართ და ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ მადლობა," - წერს საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტი.
ExclusiveTV-ის რედაქცია ულოცავს სოფოს მშვიდობით გადარჩენას და ჯანმრთელობას უსურვებს.
1752683066
ახალი ამბებიდაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი - ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე მოხდა
ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველადი ინფორმაციით, მძიმე...
1752682020
საზოგადოება„აღნიშნული არის სრული სიცრუე“ - შემოსავლების სამსახური საქართველოში სომხური ტვირთების ბლოკირების შესახებ მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გარკვეული მედიასაშუალებებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიერ საქართველოში სომხური ტვირთების (მათ შორის გაზპროდუქტების) „ბლოკირების“ შესახებ გა...
1752681976
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში 150,000 -ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, სიღარიბე კი განახევრდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები შეაფასა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომი...
1752681886
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრ ომერ ბოლათს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა, რომელიც თბილისში საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში იმყოფება. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ო...
1752680667
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რუსთავის აზოტის ინვესტორი კორპორაცია „ინდორამას“ მფლობელ ამიტ ლოჰიას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებულ მსხვილ ი...