ბერლუსკონიმ იკითხა „ვასწრებთ?“ - ქართველი მუსიკოსის პროექტი იტალიას! გაიცანით დავით გოგუაძე
რამდენიმე დღის წინ, საქართველოდან მუსიკოსი, დავით გოგუაძე დამიკავშირდა. დავითმა ExclusiveTv-ს, როგორც იტალიაში მოქმედი მედიამუწყებლის შესახებ, სოციალური ქსელიდან შეიტყო. ჩვენმა საუბარმა დაახლოებით 10 წუთი გასტანა.
დროის სიმცირის მიუხედავად, რესპონდენტის საუბრიდან გამომდინარე ეჭვგარეშე იყო, რომ მუსიკოსი, ადამიანი რომელიც ნოტებით და ჟღერადობით ცხოვრობს, რომლის გონებაში მხოლოდ მელოდიაა, ერთ-ერთი ნოტი წასვლის სტარტისთვის აეღო და მუსიკას ბარგში ალაგებდა. რიგი გარემოებების გამო, მან ემიგრაციაში კერძოდ იტალიაში წასვლა გადაწყვიტა.
შევპირდი, რომ ჩვენს ემიგრანტ მკითხველს აუცილებლად მოვუყვებოდი მის შესახებ. დავითი იტალიაში ცხოვრებას გეგმავს და სურვილი აქვს მუსიკალური კარიერა აქ გააგრძელოს. დანარჩენს თავად მოგვიყვება, მე კი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ემიგრანტი მკითხველი აუცილებლად იპოვის გზას და ადამიანებს, რომ ქართველ ნიჭიერ მუსიკოსს საჭირო დახმარება გაუწიოს.

- მე გახლავართ ბათუმელი მუსიკსი დავით გოგუაძე. ჩემი მოწოდება საავტორო მუსიკის კეთებაა და მაქვს პატივი მოგიყვეთ ჩემი საავტორო პროექტის შესახებ, რომელიც იტალიას მიუძღვენი.
2006 წ. ქ. მოსკოვში მსოფლიო ტურისტულ გამოფენაზე წარმოვადგინე აჭარისა და საქართველოს ტურიზმი. სასპონსორო შემოთავაზების მიუხედავად, პოლიტიკური სიტუაციის გართულების გამო გადავედით ქ. კიევში, სადაც 2010 წ. დაიბადა საკონცერტო და კინო მიუზიკლის პროექტის იდეა „ჩემი საქართველო / My Georgia“
პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა CNN–ს და საერთაშორისო ფესტივალ „Eurovision” ოფიც. PR პარტნიორმა უკრაინაში - CFC Consulting. ამიტომაც დავბრუნდი საქართველოში, მაგრამ მიუხედავად უამრავი მცდელობისა და პროექტის უმაღლეს დონეზე სამჯერ განხილვისა, იგი სამივეჯერ შეჩერდა. მორიგი პერსპექტივა კი იტალიას დაუკავშირდა.
2017 წ. Luciano Pavarotti–ს ხსოვნას მიუძღვენი სიმღერა და გავუგზავნე ფონდ „Luciano“- ს დამფუძნებელს ნიკოლეტა მანტოვანის. ფონდში ბოლო წუთამდე განიხილებოდა ორივე შეთავაზება:
1. სიმღერის პრემიერა „Arena di Verona“-ზე ( მსოფლიო ვარსკვლავების შესრულებით);
2. ვიდეო –კლიპის გადაღება;
დროის სიმცირის მიუხედავად ვიყავი ოფიციალური მიწვევის მოლოდინში. საექსპერიმენტო ვერსია შეასრულა ირაკლი კახიძემ და სულხან ჯაიანმა. ფონდში მაქსიმალურად ცდილობდნენ რომ ჩანაფიქრი შემდგარიყო. მაგრამ დროის ფაქტორი მართლაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ამაზე ვეღარ შევჩერდებოდი და იმავე დღეებში შევქმენი ჰიმნი “Forza Italia” - 2 ვერსია:
1. ვერსია - საფეხბურთო ჰიმნი, ეძღვნება იტალიის ფეხბუხრთის ნაკრებს / 2018 წ. 28 სექტ. თბილისში მსოფლიო ვარსკვლავთა დახურულ წვეულებაზე სიმღერა 3 ჯერ ბისზე ჩართეს. მაგრამ 2 კვირაში იტალიამ რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის საგზური დაკარგა და პერსპექტივა შეჩერდა.
2. ვერსია - 2019 წ. 17 იანვარს უკრაინელმა მეგობრებმა ს. ბერლუსკონის წარუდგინეს “Forza Italia”, როგორც საპარლამენტო არჩევნების საიმიჯო ვიდეოკლიპის იდეა. მან იკითხა, ვასწრებთ? უპასუხეს რომ სამწუხაროდ ვერა. რადგან ყველასათვის მოულოდნელად არჩევნები 5 მარტისთვის დაინიშნა.
დაინტერესებულმა მხარემ მთხოვა მეტი ინფორმაციის გაგზავნა. ვერ გეტყვით როგორ, მაგრამ განსაკუთრებული მოტივაციის წყალობით, მალე გავაგზავნე - 11 ახალი სიმღერის 40 წუთიანი აუდიო ვიდეო პრეზენტაცია, რაც დამოუკიდებლად პირველად გავაკეთე. აქვე გეტყვით რომ არ ვიცი იტალიური ენა და არც ნამყოფი ვარ ამ საოცარ ქვეყანაში, მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ეს საინტერესო ისტორიაა...
პროექტით დაინტერესდნენ ვენეციელი ბიზნესმენი, რენატო მურერა (საკონტინენტთაშორისო იურიდიულ-აუდიტორული კომპანიის დამფუძნებელი, ვენეციის სამეფო ბიზნეს აკადემიის რექტორი) და ვენეციის ოპერის თეატრის „La Fenice“ - ს Art/ დირექტორი სერჯიო საგალინი (მსოფლიო ბომონდის დირიჟორად წოდებული) ოქტომბერში დაინიშნა შეხვედრა, მაგრამ საგალინი აგვისტოში პარიზში გარდაიცვალა.

შემდეგ დადგა პაუზა, რომელსაც მოყვა კოვიდი და ა.შ. ამასობაში გავყიდე ბინა და ნაწილობრივ შევიძინე ტერასა ქ. ბათუმში. დავგეგმე ონლაინ სტუდიოს მოწყობა, საიდანაც შესაძლებელია ამ და სხვა ჩემი პროექტების სასტარტო რეალიზაცია, რაც საკონცერტო-საგასტროლო ფორმატში უნდა გადაიზარდოს და კინო ფილმად უნდა შედგეს, რაც ქართულ-იტალიურ ურთიერთობას მხოლოდ დაამშვენებს.
სტატიის ავტორი: ხათუნა შარაძე
ExclusiveTv წარმატებას უსურვებს დავით გოგუაძეს, მუსიკოსის შესრულებას კი შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ვიდეოებში მოუსმინოთ:
1769949175
მსოფლიო„ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ თეთრი სახლი და თავად ტრამპი საიმიგრაციო საკითხის გამო რეიტინგს კარგავს“ - ქეთევან გორჯესტანი
„დონალდ ტრამპმა რამდენჯერაც არ უნდა უარყოს, ის რეიტინგს კარგავს საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით გამოჩენილი სისასტიკის გამო“, - ეს განცხადება ქეთევან გორჯესტანმა "France 24-ის" ეთერში გააკეთა. სალომ...
1769947763
საზოგადოებანალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შტორმული ღელვა - 3-4 თებერვლის მოსალოდნელი ამინდი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, ქვეყნი...
1769945621
მსოფლიოანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა - დაღუპულია 8 ადამიანი
თურქეთში, ანტალიის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, კიდევ 26 ადამიანი დაშავდა, ზოგის მდგომარეობა კრიტიკულია. ავტ...
1769943540
სპორტიხელბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე ისრაელთან გამარჯვების შემთხვევაში ესპანეთს დაუპირისპირდება
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს, 19 და 21 მარტს მნიშვნელოვანი მატჩები ელის. ეროვნულ გუნდს 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევში ურთიერთობის გარკვევა ისრაელთან მოუწევს. გუშინ გაიმართა საპლეიოფო წილი...
1769941528
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი გალერის განცხადებაზე: ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ავრცელებს დეზინფორმაციას
ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც, ამ შემთხვევაში, ს...


























