თუ იტალიაში ცხოვრობთ და ხართ ძალადობის მსხვერპლი, დარეკეთ ნომერზე - 1522

1522 - ეს არის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ცხელი ხაზი.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დღეიდან თვის ბოლომდე, იტალიაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი სუპერმარკეტების ქსელი „Coop  alleanza 3.0“, მთელი ქვეყნის მასშტაბით, თავის 360 სავაჭრო პუნქტის ჩეკზე დაიტანს წარწერას - „თუ ხარ ძალადობის მსხვერპლი, დარეკე სადღეღამისო ნომერზე 1522“.

„გზა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიღწევამდე, ჯერ კიდევ ძალიან გრძელია და ქალების მიმართ ძალადობის ფაქტები, სამწუხაროდ, უფრო და უფრო მატულობს, რასაც სტატისტიკა ამტკიცებს. ამიტომ პოლიტიკაში ისეთი ფიგურების მოსვლაა საჭირო, ვისთვისაც ეს თემა უცხო არ იქნება, მასზე წლები აქვს ნამუშევარი და რეალური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია, პრობლემის მოგვარების გზაზე. ასევე, სუპერმარკეტების ქსელის ეს ინიციატივაც, სწორედ ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება“, განაცხადა პრესასთან მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა.

ხშირად, ძალადობის ფაქტები, სავალალოდ მთავრდება. შეგახსენებთ, რომ იტალიაში, 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე, ფემინიციდის 103 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველ მესამე დღეს, ქვეყანაში ერთ ქალს კლავდნენ. ძირითად შემთხვევაში, ქალები იცნობდნენ თავიანთ მკვლელებს. შემთხვევების 72.3% აქტუალური, ან ყოფილი პარტნიორის მიერ არის ჩადენილი. თუ ამ რიცხვს დავუმატებთ იმ შემთხვევებსაც, როდესაც ქალი საკუთარი ოჯახის წევრმა მოკლა, მაშინ პროცენტი 82.3-მდე გაიზრდება.

მასალის გამოყენების პირობები



მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793346859

საზოგადოება

პრემიერი: გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და დიალოგის მტკიცე მხარდამჭერი

„დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონშ...

ირაკლი კობახიძე

1793346227

საზოგადოება

კობახიძე: საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები მრავალი წელია ემსახურება ენერგორესურსების საიმედო ტრანზიტს

„საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობების მნიშვნელოვანი განზომილებაა ენერგეტიკა, ერთობლივად განხორციელებული პროექტები - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენ...

ირაკლი კობახიძე

1793343769

ახალი ამბები

აჭარის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინა...

 არასრულწლოვანი

1793343402

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს - დაკავებულია 6 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოშეძენა-შენახვის...

აა

1793341727

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი ბოკუჩავას განცხადებაზე: ერთმანეთს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ესა თუ ის ლიდერი არ არის მოწოდების სიმაღლეზე და საკმარისად ვერ შეარყია ქვეყნის სტაბილურობა

„რასაკვირველია, ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები ექნებათ. დაასახელებენ ერთმანეთის გვარებს ადრე თუ გვიან. ეს კოლექტიური ნაცმოძრაობის საერთო ავადმყოფობაა“, - განაცხადა განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-ს...

გიორგი ვოლსკი