ემიგრანტის გაცრეცილი ფოტოს ისტორია, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს
ქართულ საემიგრაციო საზოგადოებაში, იტალიაში მყოფ ქალბატონს, ლეილა გაგნიძეს წარდგენა არ სჭირდება, თუმცა ორიოდ სიტყვით მკითხველს ამ უამრავი ნიჭით დაჯილდოებულ ქალბატონზე მოვახსენებ.
ლეილა გაგნიძე 13 წელია რაც ემიგრაციაში იმყოფება. არის შესანიშნავი კულინარი და ასევე შესანიშნავი მთხრობელი. აქვს იუმორის გრძნობა და ცდილობს მკითხველი მუდამ პოზიტიურ განწყობაზე დააყენოს, რის გამოც მისი წერილები ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. ამჯერად ჩვენს მკითხველს ქალბატონი ლეილას მორიგ წერილს ვთავაზობთ. დარწმუნებული ვარ მკითხველი აუცილებლად ისიამოვნებს ამ ლამაზი ისტორიით.
„ერთი გაცრეცილი, მაგრამ უდიდესი სიყვარულით გაჟღენთილი ფოტოს ისტორიაზე უნდა მოგიყვეთ.
იცით როდის იყო ეს? ეს იყო მაშინ 1980-ში.41 წლის წინ. გული მტკივა მარტოდ დარჩენილს.
მეცინება ახლა რომ ვუყურებ ამ სურათს.
ერთ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ნიუანსს გავიხსენებ ჩემი ქორწილიდან. ვინც ჩვენ გვიცნობს ყველამ იცის რომ ჩემი მეუღლე ძალიან მაღალი იყო, ყოფილი კალათბურთელი, ოჰ მე კი, რაც დღესაც მაკომპლექსებს, ჩემი სიმაღლეა. (რა ვიცი რაც მე სტაფილო მაქვს ნაჭამი)
ნუ არაუშავს, როგორც ჩემი მეუღლე იტყოდა ხოლმე, ოქრო პატარაა მაგრამ ყველაზე ძვირფასიო. ქორწილის დღეს ვიხსენებ და მაინც სიმაღლე სიდაბლეზე გავამხვილე ყურადღება. რა ვქნა დავკომპლექსდი და...

ლეილა გაგნიძე მეუღლესთან ერთად
ერთი სიტყვით მცხეთაში დავიწერეთ ჯვარი, მაშინ ვიდეო გადაღებები არ იყო, არც მაინცდამაინც სურათის გადასაღები აპარატები ჰქონდა ვინმეს ფოტოგრაფების გარდა, და შემომრჩა ეს სურათი, რომელიც მცხეთაში, სვეტიცხოველშია გადაღებული. სურათები რომ დავიხსენით ფოტოგრაფიდან, ვერავინ ვერ მიხვდა ვერაფერს თუ როგორ ვიყავი ოდნავ დაბალი ჩემს მეუღლეზე, ჩემი დედამთილის გარდა. მაინც რა ვართ ეს დედამთილები!!!!
- ეს როგორო, პირდაპირ მე მკითხა, რაზე დგეხარო?
- კედელი იყო ოდნავ გამოწეული და იქ შევდექი მეთქი, ვუპასუხე თავდახრილმა. რა ვქნა რევაზოვნა, ხომ გაჩუქეთ სამი ორმეტრიანი შვილიშვილი ამ მეტრანახევრიანმა ქალმა და მე მგონი რომ არც ცუდი რძალი ვარ.
მიყვარხართ მე თქვენ. მართლაც თქვენობით მივმართავ აქამდე მე ჩემს დედამთილის და მინდა რომ ყველა ტკივილი გაუქარწყლონ თავისმა გამრავლებულმა, ულამაზესმა და უბედნიერესმა მონაგარმა.
აქვე ერთსაც დავსძენ, ცოცხალი საჩუქარი ვარ დედამთილის, მის დაბადების დღეზე გავიპარეთ მე და რეზო (9 მარტს) აგერ ფოტოზეც მოვნიშნე ჩემი დედამთილი, მარტო რძალ-დედამთილი კი არა ფეისბუკის მეგობრებიც ვართ. ხომ მეთანხმებით რევაზოვნა?
ესეც უნდა ჩავამატო, რევაზოვნა და არ გეწყინოთ, თქვენ. როდესაც დავბრუნდით სახლში ვითომ მოტაცების შემდეგ, ღმერთმა გაახაროს „პროპკების“ მომგონი, წითელი ქოშები მქონდა „პროპკებზე“ და მე საცოდავი მთელი დღე სულ იმეებით დავდიოდი, ცოცხალი თავით მთელი დღე არ ვიხდიდი, ისეთი მივდიოდი დასაძინებლად, ვიღას ახსოვდა ახალი პატარძლობა. ჰო და უმაგრესი, უძვირფასესი მამამთილი მყავდა. ჩემი „სიმონიჩი“, გამინათლოს უფალმა მისი სული. ეტყობა მიყურა, მიყურა და ბოლოს მეუბნება, გაიხადე შვილო ეგენი ცოდო ხარ მთელი დღეო, ჩვენი ხარ უკვე ჩვენიო. “ - წერს ლეილა გაგნიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე
1792435984
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ევროკავშირის განცხადებებმა საქართველოსთან მიმართებით, ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ევროკავშირის განცხადებებმა, საქართველოსთან მიმართებით ორმაგი სტანდარტის გამო, სანდოობა დაკარგა. როგორც ნიკოლოზ ს...
1792434070
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავუჭიროთ მხარი ძალადობას, მაგრამ იმ რეალობასთან როცა გაავლებ პარალელს, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მცდელობების მზაკვრობის სიღრმეს ნახავთ
„რასაკვირველია, არცერთ შემთხვევაში ძალადობას ან ძალადობის პროვოცირებას მხარი არ უნდა დავუჭიროთ, მაგრამ როდესაც იმ რეალობასთან პარალელს გაავლებ, რაც უნდოდათ, საქართველოში შეექმნათ და ვერ შექმნეს, ამ მც...
1792431293
მსოფლიოგერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრ დობრინდტი საფრანგეთის არეულობებში პასუხისმგებლობას „მემარცხენე ექსტრემისტებსა“ და მიგრანტებს აკისრებს. „ის, ვინც ვერ აცნობიერებს, რომ მემარცხენე ექსტრემისტ...
1792428748
მსოფლიოქვეყანაში არსებული მძიმე კრიზისის ფონზე, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და სპარსეთის ყურის ტურნე დაიწყო
„საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობის, ძალადობრივი საპროტესტო აქციებისა და რამდენიმე ქალაქში დაწესებული კომენდანტის საათის მიუხედავად, ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საფრანგეთი დატოვა და ს...
1792426619
ახალი ამბებიპენიტენციური სამსახური დავით ფეიქრიშვილის ცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის ნაცემია. Newshub.ge-ის მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას უწყებაში გან...































