გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე

იტალიის მიწას ფეხი პირველად 1996 წელს დავადგი. ევროპაში ჩემი სამეცნიერო კარიერა ICGEB-ის (International Center of Genetic Engeneering and Bioteqnology) სტიპენდიით დაიწყო მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ლაბორატორიაში, პროფესორ ელენა ჯულოტტოსთან.

საბჭოთა კავშირში გაზრდილებმა, საერთაშორისო სტიპენდიების და ფონდების შესახებ თითქმის არაფერი ვიცოდით. პროფესორმა დამაკვალიანა და მისი რჩევით კონკურსში მივიღე მონაწილეობა. მოპოვებული სტიპენდიით მომდევნო წლები პავიას უნივერსიტეტში გავატარე. აქვე დავამთავრე დოქტურანტურა - გენეტიკის და ბიომოლეკულების მეცნიერებებში. საზღვარგარეთ დიდი ხნით სამუშაოდ დარჩენა ჩემს გეგმებში არ შედიოდა და 2000-იან წლებში საქართველოში დავბრუნდი. ქვეყანას მეცნიერებისთვის არ ეცალაო, როგორ ვთქვა, ქვეყანას საერთოდ ხალხისთვის არ ეცალა. ის ჩაბნელებული და ცივი 90-იანები უღიმღამოდ ჩათავდა. ჩემს ქვეყანაში ზედმეტი აღმოვჩნდი (არ ვამბობ დამადლების ელფერით) და კანადაში წავედი, ჰამილტონის მაკ-მასტერის უნივერსიტეტში. შემდეგ ისევ იტალიაში მიმიწვიეს და 2002 წლიდან დღემდე პავიის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და ბიოტექნოლოგიების დეპარტამენტში ვმუშაობ, მოლეკულური ბიოლოგიის ასისტენტ-პროფესორად.

ვცდილობთ, გავერკვეთ როგორ გრძელდება სიცოცხლე, როგორ გადაეცემა დედისეული უჯრედის გენეტიკური ინფორმაცია დაუზიანებლად შვილეულ უჯრედებს. ვსწავლობთ ქრომოსომათა მეტად მნიშვნელოვან და სიცოცხლისთვის შეუცვლელ სტრუქტურას - ცენტრომერებს. რამდენიმე ქვეყნის მეცნიერებთან ერთად, გავშიფრეთ ცხენის გენომი და მეტად მნიშვნელოვანი შედეგები მივიღეთ. სამეცნიერო კვლევების მეორე მთავარი მიმართულებაა ტელომერების ბიოლოგია. ტელომერები ქრომოსომათა შეუცვლელი, უაღრესად მნიშვნელოვანი სტუქტურებია - ისინი „მტრებისგან“ იცავენ ქრომოსომებს. ადრე ეგონათ, რომ ტელომერები არ ტრანსკრიბირდებიან - ანუ, მისი დნმ არ ითარგმნება რნმ-ის ენაზე (ტრანსკრიპცია). ახლა კი დადგინდა, რომ ისინი მუშაობენ როგორც ჩვეულებრივი გენები - განიცდიან ტრანსკრიპციას, რასაც არეგულირებს ჩვენს მიერ 2007 წელს აღმოჩენილი პრომოტორები. ქრომოსომათა ცენტრების და ბოლოების გარდა, ინტენსიუტად ვმუშაობთ შიდა უბნებზეც - ანუ, გენებით მდიდარ მონაკვეთებზე. ჩვენი კვლევები უჯრედში მიმდინარე ფუნდამენტურ პროცესებს ეხება. მათ დანერგვაზე ან დაპატენტებაზე ჯერჯერობით ადრეა ლაპარაკი. თუმცა, აღნიშვნის ღირსია ერთი მეტად მნიშვნელოვანი ასპექტი - არ ვართ შორს გენეტიკური ინჟინერიის მეთოდებით ისეთი „ბიოლოგიური თოფის“ შექმნისგან, რომელიც ნორმალურ უჯრედს განასხვავებს კიბოს უჯრედისგან და „ესვრის“ მხოლოდ სიმსივნურ უჯრედს. ანუ, კაცობრიობას ხელთ ექნება კიდევ ერთი მძლავრი იარაღი ავთვისებიანი სიმსივნეების წინააღმდეგ ომში. მომავალ რამდენიმე წელიწადში გამოიკვეთება ამ პრობლემის (შევაჩეროთ სიმსივნური უჯრედების უკონტროლო ზრდა) გადაჭრის გზები. ამის იმედს იძლევა ცენტრომერების და ტელომერების ბიოლოგიის თანამედროვე მიღწევები. სამეცნიერო პუბლიკაციების გარდა, გამოცემული მაქვს სამი წიგნი. ამჟამად გამოსაცემად მზადდება მოლეკულური ბიოლოგიის მოწინავე მეთოდები (ქართულად).

ყველგან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, საქართველოსთან კავშირი არასოდეს გამიწყვეტია - ვაგრძელებ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს უნივერსიტეტთან. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს სამეცნიერო სფეროში. უკვალოდ არ გამქრალა ფიზიკის ქართული სკოლა, მათემატიკის სკოლა, საინჟინრო-ტექნიკური სკოლა, ბიოლოგიური მიმართულება: ბაქტერიოფაგი ჩვენი სიამაყე იყო. და, ქართველი მეცნიერები?! ისინი საქართველოში და საზღვარგარეთაც მეტად წარმატებულები არიან. ფიზიკოსთა მექის, ცერნის დასახელებაც საკმარისია. ამჟამად საუკუნის პროექტი ხორციელდება - საქართველოს ტექნოლოგიური ინსტიტუტი. ეს იქნება დიდი სამეცნიერო და პრაქტიკული ცენტრი - მაღალი დონის სამეცნიერო მიმართულებებთან ერთად სიმსივნეების ადრონული თერაპიის ცენტრით.

მეცნიერება ყოველდღიურ, უწყვეტ განათლებას გულისხმობს. უნივერსიტეტი კი ცოდნის მიღების (მეცნიერება) და ცოდნის გაცემის (დიდაქტიკა) ერთობლიობაა. მნიშვნელოვანია კარგი საუნივერსიტეტო ცოდნა და მისი ყოველდღიური გაღრმავება. ახალგაზრდები უნივერსიტეტში სწავლისას წყვეტენ რა მიმართულებას გაჰყვნენ: წმინდა სამეცნიეროს თუ სამეცნიერო-საწარმოოს. ევროპა-ამერიკის უნივერსიტეტები, დოქტურანტურები ძალიან კარგი საშუალებაა ცოდნის გასაღრმავებლად და გამოცდილების მისაღებად. მშვენიერი გამოცდილებაა კარგ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობა. ამ პროცესში იბადება იდეები, გამოიკვეთება პრობლემები, ისახება მათი გადაჭრის გზები. მოკლედ რომ ვთქვათ, გონებაში მწიფდება სამეცნიერო გზის „თქვენი“ მიმართულება. მომწიფებული ნააზრევი გადაგაქვთ ქაღალდზე (კომპიუტერში) და მზად გაქვთ თქვენი კვლევების სამეცნიერო გეგმა. მის ავკარგიანობას გიმოწმებენ ფინანსირების წყაროების კომისიები - მაღალი დონის პროექტი აუცილებლად მონახავს ფინანსირების წყაროს.

სამეცნიერო საქმიანობაში წარმატება მკვლევარის მიერ განხორციელებული კვლევებით, მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების რაოდენობით და წონით იზომება. სამეცნიერო სარბიელზე არაა ისეთი მაღალი ხელფასები, როგორიც კერძო კომპანიებში. კერძო კომპანიები ღრუბელივით ისრუტავენ საუნივერსიტეტო ლაბორატორიებიდან ახალგაზრდა მეცნიერებს და იდეებს. სწორედ მათზე მოდის გამოგონებათა უმრავლესობა - სამკურნალო საშუალებები, ვაქცინები, ახალი, უმაღლესი დონის აპარატურა. კერძო კომპანიების მუშაობის პრინციპია ძლიერი იდეა, წარმოებაში დანერგვა, პროდუქცია, მეტი მოგება, მეტი ხელფასი.

მინდა ვურჩიო ახალგაზრდებს: ეცადეთ მოიძიოთ საშუალებები თქვენს მიერ დაგეგმილი კვლევების შესასრულებლად. არ მიატოვოთ საქმე! რისი გაკეთებაც შეგიძლიათ დღეს, არასოდეს გადადოთ ხვალისთვის. ისწავლეთ დროის ფასი! - ოცნება! მიზანდასახულობა, წინსვლის სურვილი და კიდევ ერთხელ, ოცნება ძლიერი მამოძრავებელია. არ გაწყვიტოთ კავშირი საკუთარ ქვეყანასთან - თქვენზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მეცნიერების წინსვლა და საერთოდ, ქვეყნის წინსვლა. ძველი ცოდნის კერებიც ნელ-ნელა იღვიძებენ, ახლებიც ჩნდებიან. ცოდნით და გამოცდილებით უნდა დაბრუნდეთ და მართოთ ის ლოკომოტივი, რომელიც აამოძრავებს და წინ წაიყვანს იმ მატარებელს, რომელსაც ჩვენი სამშობლო, საქართველო ჰქვია.

წყარო: Speech • სფიჩი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789662162

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს შეხვდა

2026 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნუვაისს, რომელიც პირველი ოფიც...

მაკა ბოჭორიშვილი

1789660695

ახალი ამბები

ინგა ფხალაძე: მიზნად ვისახავთ ელექტროენერგიის ექსპორტის 5-ჯერ გაზრდას და იმპორტზე დამოკიდებულების პრაქტიკულად განულებას, ამისთვის საქართველოს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი აქვს

„ეს გახლავთ ისეთი პოლიტიკა, რომლის მთავარი მიზანია ისეთი ენერგოსისტემის ჩამოყალიბება, რომელიც იქნება ერთდროულად უსაფრთხო, სტაბილური, მოქნილი და მაქსიმალურად ნაკლებად დამოკიდებული იმპორტზე. ამ ხედვას ე...

ინგა ფხალაძე

1789658385

მსოფლიო

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი: უკრაინის მხარდაჭერა ჩვენი უსაფრთხოების დაცვის ყველაზე ხარჯთეფექტური გზაა

გერმანიის მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნორბერტ როტგენი უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი მათი უსაფრთხოების დაცვის ყ...

ნორბერტ როტგენი

1789656882

ახალი ამბები

ზვიად შალამბერიძე: დღეს ჩვენ ვსაუბრობთ, რომ უმნიშვნელოვანესია მსგავსი პროექტები საქართველოსთვის, ორი წლის წინ გვექნებოდა „ნამოხვანჰესი“ დასრულებული და 433 დადგმული მეგავატი ექნებოდა უკვე ჩვენს ქვეყანას გამომუშავებული

„ძალიან საინტერესო ქეისია „ნამოხვანჰესის“ ირგვლივ რაც განვითარდა 2019-2020-2021 წლებში“, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...

შალამბერიძე

1789655894

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ ზამთრის პერიოდში, საქართველოში არც ერთი მიმართულებით მოძრაობა არ ჩაგვეკეტოს

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ერთად გავეცანით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ძირითადად, ეს იყო საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვიმყოფებოდით ხულო-ზარზმის მონა...

რევაზ სოხაძე