იტალია: “მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მალე გაიმართება და საკვანძო საკითხებზე შეთანხმება მიღწეული იქნება“

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვსა და ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, პიეტრო პაროლინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. - ამის შესახებ სააგენტო “ANSA“ წერს.
„მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მალე გაიმართება და საკვანძო საკითხებზე შეთანხმება მიღწეული იქნება, სიტუაციის დარეგულირებისა და საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით“. - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მას შემდეგ, რაც პაროლინმა, უკრაინაში შექმნილი ვითარების შესახებ შეშფოთება გამოხატა, ლავროვმა მას გააცნო რუსული მოტივები უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის მიზეზებისა და ამოცანების შესახებ“. "განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კონფლიქტთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ საკითხებზე, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის ღონისძიებებზე, ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებასა და განხორციელებაზე, ლტოლვილთა დახმარებაზე". - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
სატელეფონო საუბრისას კარდინალმა, ლავროვს რომის პაპის, ფრანცისკეს ღრმა შეშფოთება გადასცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო და გაიმეორა მოწოდება, - შეწყდეს შეიარაღებული თავდასხმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჰუმანიტარული დერეფნები მშვიდობიანი მოსახლეობისა და მაშველებისთვის.
სხვა სიახლეები:
📌 უკრაინელ “ბადანტეს” ქუჩაში შეატყობინეს, რომ შვილი აფეთქებისას დაეღუპა
📌 რომის პაპმა, მშვიდობისთვის მართლმადიდებლური ხატის წინაშე ილოცა
1744738051
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ცილი სწამო სოზარ სუბარს სააკაშვილის რეჟიმის „გაპრავებაში“ და კონფორმიზმში - მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც საკუთარ სინდისს, აქვს თუ არ აქვს, კატეგორია „არ მახსოვს“ მიაკუთვნებს
„ენას ძვალი არა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეურაცხადობას თუ ფეიკ-დემენციას აწვები და როდესაც სინდისი დიდი ხანია უცხო სუბსტანციად მიგაჩნია შენში,“ - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის...
1744735393
ახალი ამბებიედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე „სინდისის“ პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო
მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალე...
1744732609
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი...
1744730265
ახალი ამბებიალექსანდრე ტაბატაძე: გასული წლის 29 ნოემბერს, აქციაზე თვალბუდის არეში ბლაგვი საგანი მოხვდა პოლიციელს, რომელმაც შედეგად დაკარგა მხედველობა - ეს არის მაგალითი, რომელიც უნდა იცოდეს, როგორც ჩვენმა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებამ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსანდრე ტაბატაძე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, ის ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ნარატივს ეხმიანება, თითქოს გასული წ...
1744729905
ახალი ამბებითურქეთში ძლიერი მიწისძვრა იყო
თურქეთში, იზმირის ყურეში ძლიერ მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 4.0 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტო ავრცელებს. უწყება ცნობით, მიწის...