იტალია - რა ფულადი დახმარების მიღება შეგიძლიათ 2022 წელს

პანდემიით გამოწვეული და ახლა უკვე უკრაინის ომის გამო გართულებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, რომელშიც იტალიაში მცხოვრები ოჯახები აღმოჩნდნენ, მთავრობამ შეიმუშავა რიგი სოციალური დახმარებების გეგმა, რომელიც შეეხება როგორც ოჯახებს და ახალგაზრდებს, ასევე იმ ადამიანებს, ვისაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ. ფინანსური დახმარება წლიური შემოსავლის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება.

  • სოციალური დახმარება - იგულისხმება შეღავათები კომუნალური გადასახადების შემთხვევაში. ამ ტიპის დახმარებას იტალია ადრეც გასცემდა, მაგრამ ამჯერად მინიმალური ზღვარი, რომელიც პირმა ე.წ. ISEE-ში (ეკონომიკური მდგომარეობის ეკვივალენტური ინდიკატორი) უნდა დააფიქსიროს, წლიური 8000 ევროდან 12 000 ევრომდე აიწია. შესაბამისად, ამ დახმარებას 4 მილიონი ოჯახის ნაცვლად, 5.2 მილიონი ოჯახი მიიღებს. ცვლილება მოქმედებს 2022 წლის 1-ლი აპრილიდან 31 დეკემბრამდე.
  • სოციალური დახმარება 2 - ამ დახმარების მისაღებად საჭირო არ არის განაცხადის წარდგენა, რადგან Arera INPS-ის (სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი) საშუალებით, ხედავს მონაცემებს და ავტომატურად განსაზღვრავს თანხას. სწორედ ამიტომ აუცილებელია ISEE-ს გაკეთება, რათა თანხა სწორად განისაზღვროს.
  • შემდეგი დახმარება არის შვილის  შემწეობა, რომლის რაოდენობაც მშობლის შემოსავლების მიხედვით განისაზღვრება. დახმარების მისაღებად, შვილის ასაკად ადრე 18 წელი იყო დადგენილი, ახლა ეს ზღვარი 21 წლამდე გაიზარდა, თუ შვილი სწავლას აგრძელებს. თუ ISEE-ს არ წარადგენთ, თანხა ავტომატურად 50 ევროთი განისაზღვრება.
  • შემწეობა ფსიქოლოგის ასაყვანად - ამ ტიპის დახმარებაც ISEE-ს მიხედვით განისაზღვრება და წელიწადში მაქსიმუმ 600 ევროს ანაზღაურებას გულისხმობს. 
  • შესყიდვის ბარათი - ამ ტიპის ბარათი განკუთვნილი იქნება 3 წლის ქვემოთ, ან 65 წელს გადაცილებული პირებისთვის, რომელთა წლიური ISEE არ აღემატება 7 120 ევროს. ორ თვეში ერთხელ ბარათზე დაირიცხება 80 ევრო, რომლის დახარჯვაც შესაძლებელი იქნება იმ სუპერმარკეტებში, სადაც დაშვებული იქნება ამ ტიპის ბარათი.

აღნიშნული დახმარებების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით INPS-ის ოფიციალურ გვერდს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745232035

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: პაპი ფრანცისკე სამუდამოდ დარჩება მსოფლიო ისტორიაში როგორც ღირსების, სიმდაბლისა და თანაგრძნობის სიმბოლო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ წმინდა საყდარს, კათოლიკურ ეკლესიასა და მილიონობით მორწმუნ...

მიხეილ ყაველაშვილი

1745231615

ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო

„თანაგრძნობას ვუცხადებთ კათოლიკეებს საქართველოსა და მთელს მსოფლიოში რომის პაპის, ფრანცისკეს გარდაცვალების გამო“, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. „თ...

ბიძინა ივანიშვილი

1745230213

ახალი ამბები

„ქართული ოცნება“: საზოგადოება ხედავს, რომ ვერავითარი მუქარა, შანტაჟი, სანქციები და განცხადებები ვერ აიძულებს ხელისუფლებას, საქართველო ომის ქარცეცხლში გახვიოს, რაც ჩვენს ქვეყანას განადგურებას მოუტანდა

დღეს „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან 13 წელი შესრულდა. 2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოლიტიკური გაერთიანება და უმძიმეს პერიოდში, საკუთარი და ოჯახის სიცოცხლის რისკის ფასად, გადამწყვეტი...

ქართული ოცნება

1745229933

ახალი ამბები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო: 2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა

2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუსვლის 9-წლიანი პერიოდი უწყვეტმა დემოკრატიულმა წინსვლამ ჩაანაცვლა, - აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში. „2012 წელს უმძიმესი დემოკრატიული უკუ...

ქართული ოცნება

1745229600

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ქართველი ხალხის სახელით მთელი მსოფლიოს კათოლიკურ საზოგადოებას უსა...

პრემიერი - ირაკლი კობახიძე