იტალიამ 50 წელს ზემოთ მოსახლეობის “მწვანე პასპორტების” შემოწმება დაიწყო, მათ შორის “ბადანტების” და “კოლფების”

დღეიდან, 15 თებერვლიდან იტალიაში მცხოვრები ყველა პირისთვის, რომელსაც 50 წელი შეუსრულდა Super Green Pass-ი სავალდებულო გახდა. 

განსაკუთრებული ყურადღება დასაქმებულ კატეგორიას ექცევა. შესაბამისმა სამსახურებმა რეგულაციის ძალაში შესვლისთანავე დაიწყეს არამხოლოდ ოფიციალური უწყებებისა და ფაბრიკა-ქარხნების გაკონტროლება, არამედ ადგილი ჰქონდა ოჯახებში დასაქმებული პერსონალის შემოწმებასაც. იგულისხმება მომვლელების და შინამოსამსახურეების გაკონტროლება.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ჯარიმა 600-დან 1500 ევრომდეა. ჯარიმდება როგორც დამსაქმებელი, ასევე დასაქმებული პირი. თუ პირს აღნიშნული მწვანე პასპორტი არ აქვს, ის ვერ გააგრძელებს მუშაობას, სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება, მაგრამ ხელფასს ვეღარ აიღებს. 

იტალიაში დღესდღეობით, აუცრელი დაახლოებით 1 მილიონი ადამიანია 50 წელს ზემოთ. აქედან ნახევარი მილიონი დასაქმებულია. სწორედ ისინი არიან განსაკუთრებული კონტროლის ობიექტები. 

აღნიშნული რეგულაცია, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივნისამდე გავრცელდება. 

წყარო: https://bit.ly/34B1Bb7

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745478224

მსოფლიო

აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა

აშშ-ში, მცირე ზომის თვითმფრინავი მდინარე ნებრასკაში ჩავარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ავიაკატასტროფა გასულ პარასკევს, ღამით მ...

აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნა

1745476097

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავა...

ლევან დავითაშვილ

1745475968

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

23 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 და ღამით +16 გრადუსი იქნება. წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +19 გრად...

ამინდი

1745475094

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში გვქონდა პირველი ოფიციალური შეხვედრა, სადაც სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე ვისაუბრეთ

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თან...

პოლიტიკოსები

1745473579

მსოფლიო

სტამბოლში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა - დაიხურება სკოლებიც

სტამბოლში, უსაფრთხოების მიზნით, 2 დღით სკოლები დაიხურება. მიზეზი ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები გახდა. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნებიან შშმ პირები, ორსულები, ვეტე...

სტამბოლი