ლევან დავითაშვილი: ამერიკის კომერციის დეპარტამენტში ვისაუბრეთ, რომ თანამშრომლობის ახალი ჩარჩო მემორანდუმი გაფორმდეს

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

შეხვედრა პირველი ვიცე-პრემიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასში ასევე მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და აშშ - ის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ პოზიტიურ დღის წესრიგსა და ინიციატივებზე. განხილულ იქნა სავაჭრო - ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში.

„შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ინიციატივებზე, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესოა როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ - ისთვის - ეს ეხება ვაჭრობის კიდევ უფრო წახალისებას. საქართველო არ არის მხოლოდ მცირე სამომხმარებლო ბაზარი და სავაჭრო პარტნიორი ამერიკისთვის, სადაც ამერიკული პროდუქცია იყიდება, არამედ საქართველო და ამერიკა შეიძლება თანამშრომლობდნენ უფრო ფართო მასშტაბით - საქართველო არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბი და ამერიკული პროდუქცია, რეექსპორტის სახით, ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ახალი ჩარჩო-მემორანდუმის გაფორმებაზე. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მასში აისახება ის ინიციატივები, რომლებიც ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა და კერძო სექტორთან ერთად დაკონკრეტდება და განხორციელდება. “მიმდინარე წელს ამერიკაში ქართული ბიზნესის ვიზიტი იგეგმება, რომელიც შეაფასებს ამერიკაში საინვესტიციო შესაძლებლობებს. ამერიკის კომერციის დეპარტამენტი ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და ქართულ კომპანიებს უმასპინძლებს. ასევე წლის მეორე ნახევარში, სექტემბერში უკვე ამერიკელების სავაჭრო მისია დაიგეგმება საქართველოში, სადაც ჩვენი სამინისტრო ასევე აქტიურად იქნება ჩართული“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ენერგეტიკა. ასევე ყურადღება გამახვილდა ახალ ინიციატივებზე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში და სტარტაპებზე.

„ვფიქრობ, ეს არის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმები“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამერიკაში პირველი ვიცე-პრემიერის ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრები აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სახაზინო დეპარტამენტის, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745480975

ახალი ამბები

ნათია თურნავა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდა

აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტ...

ნათია თურნავა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდა

1745480210

საზოგადოება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიანისტი საქართველოშია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხორვატი პიანისტი საქართველოშია. მაქსიმ მრვიცა, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ქართველი მსმენელის წინაშე ახალი ალბომით წარდგება. მისი მოსმენა 25 აპრილს, ფილარმონიის დიდ სა...

მაქსიმ მრვიცა

1745480126

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: ეუთოს გენმდივნის საქართველოში და ვიცე-პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტებმა ოპოზიციის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას უფრო მკვეთრი ხაზი გაუსვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეუთოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტსა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ვა...

ცოტნე ანანიძე

1745479431

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ 3 თვეში ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო

წელს იანვარ-მარტში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. წარმატებით დასრულდა ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში - პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 1.300 000-ზე მ...

მარიამ ქვრივიშვილი

1745478224

მსოფლიო

აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნას ბორტზე მყოფი ყველა პირი ემსხვერპლა

აშშ-ში, მცირე ზომის თვითმფრინავი მდინარე ნებრასკაში ჩავარდა, რის შედეგადაც ბორტზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ავიაკატასტროფა გასულ პარასკევს, ღამით მ...

აშშ-ში თვითმფრინავის ჩამოვარდნა