მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ 3 თვეში ტურიზმიდან 826 მლნ დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო

წელს იანვარ-მარტში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. წარმატებით დასრულდა ზამთრის ტურისტული სეზონი საქართველოში - პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოს 1.300 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა. აქედან მილიონამდე ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2.2 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად პროპორციულად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, რომელიც ასევე ისტორიულ მაქსიმუმს გაუტოლდა - საქართველომ პირველ კვარტალში ტურიზმის სექტორიდან 826 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორიდან მიღებული შემოსავლების ზრდის დინამიკას - მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შემოსავლებმა 2019 წლის პირველი კვარტლის დონეს 42.8%-ით, ხოლო 2024 წლის მონაცემებს კი - 2.3%-ით გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ტურისტების რიცხვი გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ნიდერლანდებიდან, სლოვაკეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, აგრეთვე ისრაელიდან, ინდოეთიდან, ჩინეთიდან, ყურის ქვეყნებიდან.

„საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს სტრატეგიულ სამიზნე ქვეყნებში იმისთვის, რომ მუდმივად იზრდებოდეს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა, ხდებოდეს საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ გასული პერიოდში აქტიური სამუშაოები აწარმოა ქვეყანაში ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიების შემოსაყვანად. შედეგად, დღეს საქართველოში 60 ავიაკომპანია 100-მდე პირდაპირი მიმართულებით ახდენს ოპერირებას ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში.

„ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა, მათ შორის როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი“, „იზიჯეტი“, „ედელვაისი“ - ხელს უწყობს ახალი სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების შემოდინებას, ასევე ჩვენი პოლიტიკის გაძლიერებას, რაც გულისხმობს დივერსიფიკაციას და კიდევ უფრო მეტი მსყიდველუნარიანი ტურისტების მოზიდვას. სიახლეები ავიაციისა და ტურიზმის სექტორში განაპირობებს იმას, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური მოლოდინები მიმდინარე წლის ბოლომდე და დარწმუნებულები ვართ, რომ ტურიზმის ინდუსტრია და ავიაციის სექტორი 2025 წლის ბოლოს ახალ წარმატებებს მიაღწევს“, - აღნიშნავს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745482760

საზოგადოება

ბოლო 9 თვეში საქართველოდან 100.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების თხილის ექსპორტი განხორციელდა

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილამდე პერიოდში, საქართველოდან თხილის ექსპორტმა 16.0 ათას ტონას მიაღწია, რაც 20%-ით (2.7 ათასი ტონით) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. აღნიშნ...

თხილი

1745481615

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი: საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო

საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო, - განაც...

ლევან დავითაშვილი

1745480975

ახალი ამბები

ნათია თურნავა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდა

აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტ...

ნათია თურნავა სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორს და ალტერნატიულ დირექტორს შეხვდა

1745480210

საზოგადოება

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიანისტი საქართველოშია

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხორვატი პიანისტი საქართველოშია. მაქსიმ მრვიცა, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ქართველი მსმენელის წინაშე ახალი ალბომით წარდგება. მისი მოსმენა 25 აპრილს, ფილარმონიის დიდ სა...

მაქსიმ მრვიცა

1745480126

საზოგადოება

ცოტნე ანანიძე: ეუთოს გენმდივნის საქართველოში და ვიცე-პრემიერის ვაშინგტონში ვიზიტებმა ოპოზიციის თამაშგარე მდგომარეობაში ყოფნას უფრო მკვეთრი ხაზი გაუსვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეუთოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტსა და საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ვა...

ცოტნე ანანიძე