იტალიამ, შესაძლოა უცხოელ არასრულწლოვნებს მოქალაქეობა მიანიჭოს

კანონპროექტი „ius scholae“ პარლამენტში ივნისის ბოლოს განიხილება. „ეს არის სწორი გზა ყველასთვის“, - განაცხადა საკონსტიტუციო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ჯუზეპე ბრეშამ. 

იტალია სკოლის კარებს ყველა ბავშვს უღებს, როგორც იტალიელ, ასევე უცხოელ მოსწავლეებს, მაგრამ შემდეგ არ სთავაზობს მათ იგივე უფლებებს და მოქალაქეობის პრობლემის გამო მათ არსებითად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს.

იტალიის მოქალაქეობის გარეშე, უცხოელ არასრულწლოვანთათვის რთულია მიიღონ მნიშვნელოვანი უფლებების მთელი სერია. გარდა ამისა, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შვილებს ხშირად უწევთ უარი თქვან სასკოლო მოგზაურობებზე, „ერასმუსზე“ და სტაჟირებაზე, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში დაიბადნენ და გაიზარდნენ, წლების განმავლობაში სწავლობენ იმავე კლასში, როგორც თანაკლასელები.

უცხოელ არასრულწლოვანთა მოქალაქეობის პრობლემა, Istat 2021 მონაცემებით, ეხება დაახლოებით ერთ მილიონ ბავშვს და ახალგაზრდას, რომელთაგან ორი მესამედი დაიბადა იტალიაში, ე.წ. „მეორე თაობაში“. პრაქტიკულად დღეს იტალიური სკოლების კლასებში 10-დან 1 მოსწავლეს არ აქვს იტალიის მოქალაქეობა. სწორედ ეს გახდა  კანონპროექტის ინიცირების მიზეზი, მოქალაქეობის რეფორმის შესახებ, რომელიც პალატის საკონსტიტუციო საკითხთა კომისიის პრეზიდენტმა და პოლიტიკური მოძრაობის „M5s“-ს დეპუტატმა ჯუზეპე ბრეშიამ წარადგინა, რომელიც პალატაში 24 ივნისს წარდგება.

იტალიის მთავრობის მემარცხენე ცენტრი მხარს უჭერს კანონპროექტს, ხოლო მემარჯვენე ცენტრი ორად გაიყო, წინააღმდეგნი არიან „fratelli d'Italia“ და „Lega“, ხოლო „Forza Italia“-მ განაცხადა, რომ მზად არის მხარი დაუჭიროს კანონპროექტს. საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი 2023 წლის მარტში უნდა დაამტკიცოს.

რა არის „ius scholae“ და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?

"ius scholae“ არის პრაგმატული პასუხი მოქალაქეობის შესახებ კანონის განახლების აშკარა აუცილებლობაზე, რომელიც ოცდაათი წლის წინ დამტკიცდა. კანონპროექტის ტექსტი არის ძალიან მარტივი და გასაგები, შედგება ორი მუხლისგან. 

„ტექსტი არის ძალიან მარტივი და გასაგები, შედგება ორი მუხლისგან – განმარტა ბრეშიამ – ამ წინადადებით უცხოელ არასრულწლოვანებს შეეძლებათ იტალიის მოქალაქეობის მიღება.

იტალიის მოქალაქეობის მიღება უნდა დაიშვას იმ უცხოელ არასრულწლოვანზე, რომელიც იტალიაში დაიბადა ან იტალიაში 12 წლის ასაკში შევიდა, რომელიც ლეგალურად ცხოვრობდა იტალიაში და შეუფერხებლად და 5 წლის მანძილზე რეგულარულად ესწრებოდა სასკოლო პროცესს. პრაქტიკაში, საჭირო იქნება ნების გამოცხადება, რომელიც უნდა წარადგინოს იტალიაში ლეგალურად მცხოვრებმა ორივე მშობელმა. 

ხათუნა შარაძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 სიახლე მილანში მცხოვრები ქართველებისთვის

📌 ფლორენციისა და ემპოლის ქართველ ემიგრანტთა საყურადღებოდ

📌 იტალია ვაქცინაციის ვალდებულებას ფაქტობრივად სრულად აუქმებს

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738660159

ახალი ამბები

„რაღაც ტიპის კანონები მკაცრდება, რათა სახელმწიფოს ჰქონდეს იმის საშუალება მშვიდად მართოს ქვეყანა“ - ლევან მაჭავარიანი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ საქართველოში გარკვეული ტიპის კანონები მკაცრდება, რათა ხელისუფლებას ქვეყნის მშვიდად მართვის საშუალება ჰქონდეს. დეპუტატის...

ლევან მაჭავარიანი:

1738659349

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა, შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა

ომში ჩართვის, დესტაბილიზაციისა და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა, ჩვენ შეიძლება, ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, -...

მიხეილ ყაველაშვილი

1738659337

ახალი ამბები

„ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ჩვენ ისედაც პატარა ერი ვართ და არაერთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ იზრუნოს ოჯახების გაძლიერებაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამ...

მიხეილ ყაველაშვილი

1738659301

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული როლი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით

ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიული როლი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველ...

მიხეილ ყაველაშვილი

1738659253

საქართველო

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა კვლავ წარმატებით გრძელდება, საქართველო ყოველწლიურად უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის, რომ არა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით

სახელმწიფოსა და ხალხის ერთად დგომამ, ხელისუფლების გონივრულმა პოლიტიკამ, ქვეყნის გადარჩენის პარალელურად, შესაძლებელი გახადა, ჩვენი ეკონომიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში საშუალოდ 10-%-ით გაზრდილიყო, გან...

მიხეილ ყაველაშვილი