იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 2022 წლის 31 მარტამდე გახანგრძლივდა - რა შეიცვლება ქვეყანაში ახალი დეკრეტის მიხედვით?!
იტალიამ პანდემიასთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, კიდევ სამი თვით, 2022 წლის 31 მარტამდე გაახანგრძლივა. იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ, ახალი დეკრეტი დასამტკიცებლად მინისტრთა საბჭოს დღეს წარუდგინა.
რას უნდა ველოდოთ ახალი ბრძანებულების ძალაში შესვლის მერე?
- ფრანჩესკო პაოლო ფილიუოლო საგანგებო მდგომარეობის კომისრად დარჩება.
- კოვიდ19-ის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, მკაცრად გაკონტროლდება საერთაშორისო მიმოსვლა, რაც აუცრელებისთვის 5-დღიან კარანტინს გულისხმობს, ხოლო აცრილებისთვის - კოვიდტესტს. აღნიშნული რეგულაცია ევროკავშირის ქვეყნებსაც ეხება, რასაც ოფიციალური ბრიუსელის მწვავე განცხადება მოჰყვა, რადგან ევროკავშირის არცერთ ქვეყანას მსგავსი შეზღუდვა არ აქვს დაწესებული და ბრიუსელმა დრაგის აღნიშნული პუნქტის გადახედვა მოსთხოვა.
- ახალი ბრძანებულება სამედიცინო დაწესებულებების რეორგანიზაციასაც გულისხმობს, რათა სტრუქტურები პანდემიამდელ მუშაობის ფორმასა და რიტმს დაუბრუნდნენ და აღარ გახდეს საჭირო საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთხელ გახანგრძლივება.
- ჯერჯერობით, ღია სივრცეში ნიღბის ტარების არავითარი ვალდებულება წესდება (თუ არ გავითვალისწინებთ წინასაშობაოდ დიდი ქალაქების ისტორიულ ცენტრებში დაწესებულ რეგულაციას). მიუხედავად არაერთი ქალაქის მერის კატეგორიული მოთხოვნისა, რომ თეთრი ფერის რეგიონებშიც დაეწესებინათ აღნიშნული რეგულაცია, პრემიერმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე მოსახლეობას ეს შეზღუდვა არ დაუწესოს.
- მთავრობა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში, დააწესოს წერტილოვანი კომენდანტის საათი.
- ახალი დეკრეტი უზრუნველჰყოფს კოვიდტესტების ფასების სტაბილურობას.
- დეკრეტი ასევე შეიცავს სოციალური დისტანციის, დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების ვალდებულებებსა და საბაზისო და Super green pass-ით განსაზღვრულ ვალდებულებებს.
- ასევე გათვალისწინებულია იმ მშობლების ინტერესები, რომელთა შვილები კარანტინში იმყოფებიან. თითოეული მშობლისთვის გარანტირებული იქნება 50 პროცენტიანი ბიულეტენი. გათვალისწინებულ იქნა ასევე რისკ კატეგორიაში მყოფი პირების ინტერესებიც, ისინი დისტანციურად მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.
შეგახსენებთ, რომ ძველი, მიმდინარე დეკრეტის მიხედვით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, 31 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო.
ნინა მამუკაძე
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი და წითელი ზონა - რა შეზღუდვები ვრცელდება ჩამოთვლილ ზონებში და რა არა
🔵 აცრა ნემსის გარეშე - იტალიაში უნემსო აცრა პირველად გაკეთდა
🔵 „73 ის გავხდები, რას ვიფიქრებდი, ამდენ ხანს თუ შემოვრჩებოდი იტალიაში“ - ემიგრანტის წერილი
1792350256
საზოგადოებარომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა
რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...
1792348393
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...
1792346955
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს
ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...
1792346436
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს
ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...
1792345297
საზოგადოებავარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას
ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...


























