პიზის ქართული საკვირაო სკოლა, პატარა ქართველებისთვის, სწავლას განაახლებს
პიზის ქართული საკვირაო სკოლა, რომელიც 2021 წელს დაარსდა, სულ მალე, სასწავლო პროცესს განაახლებს. ამის შესახებ განცხადებას, პიზის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი მათე ქუთელია აკეთებს.
ქართული საკვირაო სკოლების ფუნქციონირებას საზღვარგარეთ, რომ ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ახალი თაობის ფორმირებასა და მათში ქართული საწყისის გაღვივებასა და შენარჩუნებაში, უდავოა. სწორედ ამიტომ, თითოეული საკვირაო სკოლის არსებობა, კიდევ ერთი ნაბიჯია, ამ უმნიშვნელოვანესი ქართული საქმისთვის.
"დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის (გარმელია) კურთხევით, ქ. პიზის წმინდა გიორგის სახელობის სამრევლოსთან არსებული საკვირაო სკოლა, 2022-2023 სასწავლო წელს განაახლებს 2 ოქტომბრიდან.
სკოლის მიზანია, სამრევლოში მყოფი ბავშვებისთვის ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიის, ქართული გალობა-სიმღერის შესწავლა და ემიგრაციის პირობებში სამშობლოს მახსოვრობისა და სიყვარულის შენარჩუნება. სწავლის პროცესი და წიგნებით უზრუნველყოფა სრულიად უფასოა," - აცხადებს სამრევლოს წინამძღვარი მათე ქუთელია.
ნინა მამუკაძე
იტალია|ფლორენცია
🔵 ასევე დაგაინტერესებთ:
სასიხარულო ინფორმაცია ემიგრანტებისთვის!!!! ქალაქ ბარიში სასწავლო ცენტრი გაიხსნა
1793466011
საზოგადოებალევან მაჭავარიანი Fitch Ratings-ის რეიტინგზე: ჩვენი ეკონომიკა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას, ზრდას და ეს პროგრესი, რომელიც ორგანიზაციამ აღნიშნა, კიდევ ერთი ინდიკატორი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-ის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება. „გა...
1793463904
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: ორმაგი სტანდარტი, რომელიც მიკიტა პოტურაევისგან მოდის, საქართველოს სასამართლო სისტემაზე თავდასხმას მოასწავებს, არავის აქვს უფლება, ჩვენი ქვეყნის სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩაერიოს
მიკიტა პოტურაევი არის მიხეილ სააკაშვილის გამორჩეული მეგობარი, სააკაშვილის მეგობარი რომ საქართველოს მეგობარი ვერ იქნება, ეს აშკარაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა გ...
1793459017
საზოგადოებარევაზ სოხაძე: აბასთუმნის შემოვლითი გზა მომავალი წლის შემოდგომაზე გაიხსნება
აბასთუმნის 15.9-კილომეტრიანი შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი გახსნა 2027 წლის შემოდგომაზე იგეგმება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხა...
1793456801
საზოგადოებარევაზ სოხაძე: სამცხე-ჯავახეთის საგზაო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად 200 მილიონი ლარის ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით გამოცხადებულ 200 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინ...
1793456429
საზოგადოებალევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს პარტიები წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ უცხოელი პატრონების დავალებას - იმედი გვაქვს, ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება
ეს პარტიები არიან არაკონსტიტუციურები, წარმოადგენენ ერთიან ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, რომლებიც იმართებიან ქვეყნის გარედან და ასრულებენ თავიანთი უცხოელი პატრონების დავალებას - განაცხადა ფრაქცია „ქ...


























