ქართველმა ბანმა იტალიაში კლასიკური მუსიკის კონკურსში გაიმარჯვა

ქართველმა ბანმა გიორგი მანოშვილმა, იტალიის ქალაქ მოდენაში 9 იანვარს, ნიკოლაი გიაუროვის სახელობის კონკურსში გაიმარჯვა. თუ რამდენად მნიშვნელოვანი და საამაყოა საოპერო სამყაროში ასეთ კონკურსში გამარჯვება, კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ბევრი ახსნა საჭირო არ არის, მაგრამ სანამ საკუთარ შემოქმედებას ოპერას დაუკავშირებდა, ახალგაზრდა მომღერალმა დიდი გზა განვლო. ExclusiveTV.ge მომღერალს რომში დაუკავშირდა.

- გიორგი, როგორც ვიცით ანსამბლ "რუსთავში" მღეროდი, როგორ აღმოჩნდი საოპერო სამყაროში?

- დავამთავრე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ "რუსთავში" ბოლო 10 წლის განმავლობაში ვმღეროდი. შემადგენლობაში მოვიარე ფაქტობრივად მთელი მსოფლიო და ჩავატარე არაერთი კონცერტი. ასევე ვგალობდი მგალობელთა გუნდ "ტაო"-ში.

ორი წლის წინ, საბოლოოდ გადავწყვიტე, გავმხდარიყავი ოპერის მომღერალი და ჩავაბარე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, მაგისტრატურის ფაკულტეტზე, მაესტრო ელდარ გეწაძის კლასში. შარშან მონაწილეობა მივიღე ქალაქ პეზაროში "Rossini opera festival"-ში, სადაც გავიარე აკადემია "Accademia Rossinians Alberto Zedda"-ს ფარგლებში.

- რაც შეეხება კონკურსს?

- მოდენაში ჩატარდა ნიკოლაი გიაუროვის სახელობის კონკურსი. ნიკოლაი გიაუროვი საოპერო სამყაროში ერთ-ერთი საუკეთესო ბანი მომღერალი იყო და ჩემთვისაც ასევე ბანისთვის ძალიან სასიამოვნო და სიმბოლური იყო ამ კონკურსში მონაწილეობა და მით უმეტეს გამარჯვება.

პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების გამო, პირველი 2 ტური ონლაინ ჩატარდა, სადაც შეირჩა 15 ფინალისტი. ფინალი ქალაქ მოდენას "Teatro san Carlo"-ში გაიმართა, სადაც ვიმღერე ატილას არია და სტრეტა "Mentre gonfiarsi l'anima" ოპერიდან "Attila". ჟიურის თავმჯდომარე იყო ცნობილი იტალიელი მომღერალი, აგრეთვე ბანი Roberto Scandiuzzi.

-სამომავლო გეგმები ისევ იტალიას უკავშირდება?

- მეტ წილად ასეა, მაგრამ არა მხოლოდ... თებერვალში ვიმღერებ რომის ოპერის თეატრში ჯაკომო პუჩინის "le Boheme"-ში, ხოლო მარტში ბულგარეთში ქალაქ Russe-ში, ჯუზეპე ვერდის "Ernani"-ში. ზაფხულში ისევ იტალიაში დავბრუნდები და უკვე მეორედ მონაწილეობას მივიღებ "Rossini opera festival"-ში და შემოდგომაზე ირლანდიაში გავემგზავრები,  "Wexford Festival"ში მონაწილეობის მისაღებად.

ნინა მამუკაძე სპეციალურად ExclusiveTV.ge-სთვის ფლორენციიდან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793541081

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.   მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...

სანდრო ბაზაძე

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე

1793526713

ახალი ამბები

სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...

სუსისუსი