ქეთევან აბიათარი - იტალიაში მცხოვრები მევიოლინე

12 წლის ვიყავი, როდესაც პირველად გერმანიაში ფესტივალზე გავემგზავრე. მას შემდეგ ფესტივალი, კონცერტი და ხშირი მგზავრობა ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია…“ნიჭიერთა ათწლედის” და თბილისის კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, აქტიურად ვმონაწილეობდი საერთაშორისო მუსიკალური პროექტებისთვის კონკურსებში. უმეტესი მათგანი წარმატებული აღმოჩნდა და მომეცა შესაძლებლობა, 30-ზე მეტი სახვა და სხვა ქვეყნის ფესტივალის მონაწილე ვყოფილიყავი.

ამ ყველაფერმა, გამოცდილებასთან ერთად, პროფესიული და პიროვნული ზრდაც მომიტანა. განსაკუთრებული იყო მსოფლიო ახალგაზრდული ორკესტრისთვის მოსმენა, სადაც ორკესტრის კონცერტმაისტერად მიმიწვიეს. სწორედ ამ პროექტით ჩამოვედი პირველად იტალიაში, რივა დელ გარდას ცნობილ ფესტივალზე.

იტალიამ განსაკუთრებით მომხიბლა, ამიტომ იტალიური ენის შესწავლა დავიწყე და სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსვლა გადავწყვიტე. ამჟამად ვარ როსინის სახელობის ფილარმონიული ორეკესტრის (იტალია), ტიროლის (ავსტრია) საფესტივალო ორკესტრის, სიმებიანი ტრიო -“კაპიკიონის ” და ბაროკოს ანსამბლ -“სპონტინის აკადემიის” წევრი. პარალელულად კონსერვატორიის მეორე საფეხურზე ახალ პროფესიას ბაროკოს სიმღერის მიმართულებით ვეუფლები.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუდენტებს ხშირად უჭირთ სწრაფად ინტეგრაცია. არ არიან მიჩვეული დამოუკიდებლობას და მითითებების გარეშე საკუთარ თავზე მუშაობას. რა თქმა უნდა, ამას თავისი ახსნა აქვს, მაგრამ მე მჯერა ქართველი ახალგაზრდების ნიჭიერების. ვისურვებდი, რომ მათ სწორად დაგეგმონ თავიანთ ნაბიჯები. იყვნენ მეტად ორგანიზებულები. კარგი ტექნიკური მომზადების გარდა მუსიკალურ გემოვნებაზეც იზრუნონ. მნიშვნელოვანია სწორად გადაანაწილონ დრო და იყვნენ პროაქტიურები.

იტალიაში სწავლის სურვილის შემთხვევაში სასწავლებელი იმის მიხედვით შეარჩიეთ, თუ რომელ პედაგოგთან გსურთ სწავლა. ასევე მასტერკლასებსა და “მუსიკალურ ლაბორატორიებში” მონაწილეობა დიდი გამოცდილების და მუსიკალურ წრეში ნაცნობობის მომცემია. საზაფხულო აკადემია ახალგაზრდა შემსრულებლისთვის შესაძლებელია კარგი საწყისი იყოს გარემოსთან ადაპტაციის მხრივ, თუმცა ასევე უამრავი კერძო აკადემიაა,რომელიც ერთგვარ ფულის მახეს წარმოადგენს და კარგი იქნება, თუ კარგად დავაზუსტებთ სასწავლებლის დონეს, სასწავლო კურსს და უაზროდ არ გავფლანგავთ დროს.

არაპროფესიონალი ჟიურისგან დაკომპლექტებულ კონკურსებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, ეს რესურსი უმჯობესია სწორად დაგეგმილ განათლებას მოხმარდეს. ევროპის თეატრსა და ორკესტრში შეუძლებელია პროფესიული კოლექტივისთვის მოსმენა-კონკურსის გარეშე მოხვედრა. რაც ადვილი ნამდვილად არ არის, რადგან დიდი კონკურენციაა და ცოტა ადგილი, მაგრამ ვინც კარგად არის მომზადებული, ფსიქოლოგიურად ძლიერია, მიზანდასახული და აქვს კარგი ნებისყოფა, ადრე თუ გვიან მიიღებს სასურველ შედეგს.

კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით 2020 წელს საცდელი პროექტი გავაკეთე, რომელიც პანდემიის მიუხედავად წარმატებული აღმოჩნდა. ვგეგმავ ამ პროექტის გაგრძელებას, იმედი მაქვს საქართველოშიც შევძლებ მუსიკალურ-საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობა.

წყარო: Speech • სფიჩი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 გაიცანით, იტალიაში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე

📌 ქართულ-იტალიური დუეტი “ლალიმბერტი”, მალე “სულიკოს” იტალიურ ვერსიას შემოგვთავაზებს (ვიდეო)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793523531

მსოფლიო

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

1793520579

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...

ნარკოტიკი ნარკოტიკი

1793518136

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ

ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...

შალვა პაპუაშვილი

1793515656

ახალი ამბები

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...

დაკავება და ბორკილები

1793513051

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...

ამინდი ამინდი