რა არის „Decreto Flussi“ - პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე ინტეგრაციის მომხმარებლის სახელმძღვანელოდან

იტალიაში, 2023 წლის 27 იანვარს, ახალი „Decreto Flussi“ დამტკიცდა. წელს, ბოლო ცამეტი წლის მანძილზე, “Flussi“-ს სიაში საქართველოც მოხვდა, რამაც იტალიაში მყოფი ქართული დიასპორის დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “Flussi“ არ ეხება ოჯახში დასაქმებულ პირებს (კოლფ-ბადანტე). 

რა არის „Decreto Flussi“ - ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა (ე.წ. კვოტა), რომლებსაც შეუძლიათ იტალიაში ყოველწლიურად სამუშაოდ შესვლა. 

„Decreto Flussi“  სეზონური, თვითდასაქმებული და არასეზონურ სამუშაოებზე დაქვემდებარებული მუშაკებისთვის იტალიაში შესვლის კვოტებს ითვალისწინებს. ასევე დადგენილია კვოტები სასწავლო მიზნით გაცემული ბინადრობის ნებართვების სამუშაოდ ან სეზონური მუშაობისთვის გაცემული ბინადრობის ნებართვების არასეზონურ დაქვემდებარებულ სამუშაოდ კონვერტირებისთვის.


- რა პროცედურა უნდა განხორციელდეს “Decreto Flussi“-ის გამოცემის შემდეგ?

- იტალიაში ლეგალურად მცხოვრები უცხოელი ან იტალიელი დამსაქმებელი, არა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქის დაქირავებაზე ითხოვს ავტორიზაციას, რომელიც წარმოადგენს რიგი პროცედურების საწყისს.

განაცხადები განიხილება მათი წარდგენის შესაბამისი ქრონოლოგიური თანმიმდევრობის საფუძველზე, გამოძიების მეშვეობით, რომელშიც მონაწილეობს შრომის ტერიტორიული ინსპექცია, რომელიც ახდენს განაცხადში მოცემული სახელშეკრულებო პირობების ნამდვილობის გადამოწმებას  და პოლიციის საიმიგრაციო ოფისი, რომელიც პასუხისმგებელია შენგენის ტერიტორიაზე დასაქმებულის უფლებამოსილების პირობების შემოწმებაზე.

- რა ხდება განაცხადის წარდგენის შემდეგ? რამდენი ხანი უნდა ველოდოთ?

- “ქვესტურა“ ამოწმებს, არსებობს თუ არა უცხოელი მუშაკის, ან დამსაქმებლის წინააღმდეგ შემაფერხებელი დოკუმენტი. „Sportello Unico“-მ, შრომის ტერიტორიული ინსპექტორატისგან უნდა მოიპოვოს დასკვნა, მოქმედი სახელშეკრულებო პირობებისა და კომპანიის ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ, ასევე კვოტების არსებობის შესახებ. პოლიციის შტაბის დასკვნის შემდეგ - იწვევს დამსაქმებელს (განცხადების წარდგენიდან 60 დღის ფარგლებში) განაცხადში მითითებული საბუთების წარდგენის, ავტორიზაციის გაცემისა და ბინადრობის ხელშეკრულების გაფორმებისთვის.

დოკუმენტი ძალაში რჩება გაცემის დღიდან არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ დროს უცხოელმა მუშაკმა უნდა მიმართოს ვიზის მისაღებად მისი წარმოშობის ქვეყნის საკონსულო ოფისებს. საკონსულო, განაცხადის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში, აცნობებს უცხოელს სამუშაო ხელშეკრულების მოტივით ბინადრობის ნებართვის მისაღებად ვიზის გაცემის თაობაზე, რის შემდეგაც მუშაკს შეუძლია იტალიაში შესვლა.

- რა უნდა გააკეთოთ იტალიაში შესვლისას?

იტალიაში შესვლიდან 8 სამუშაო დღის ვადაში უცხოელი მუშაკი მიდის „Sportello Unico“-ში, სადაც დოკუმენტაციის გადამოწმების შემდეგ, მუშაკს ფისკალური კოდის მიკუთვნების სერტიფიკატს გადასცემენ. უცხოელი მუშაკი ხელს აწერს სამუშაო მოტივით ბინადრობის ხელშეკრულებას, მასში ცვლილებების შეტანის გარეშე, რომელიც ინახება  „Sportello Unico“-ში. ასევე Sportello Unico“ აწერინებს აპლიკანტს ხელს "ქვესტურისთვის" გადასგზავნ ფორმაზე, რომელიც "ქვესტურაში" ფოსტით უნდა გადაიგზავნოს და რომლის საშუალებითაც საბოლოოდ ბინადრობის ნებართვის მიღება ხდება. 

ხათუნა შარაძე. იტალია/პულია

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 იტალიაში ახალი Flussi დამტკიცდა - ქვეყნების სიაში საქართველოც არის

📌 იტალიაში, კალაბრიის რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

📌 იტალია - რომელი სოციალური დახმარებები გეკუთვნით 2023 წელს, დაბალი ISEE-ს შემთხვევაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751046524

ახალი ამბები

ალექსანდრე დარახველიძე უკანონო მიგრაციაზე: მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ჯარიმების ზრდა იმ უცხოელებისთვის, ვინც ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს არღვევს

„მიმდინარე წელს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული და უფრო მეტი პირის გაძევება მოხდა ქვეყნიდან“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარა...

ალექსანდრე დარახველიძე:

1751044378

სპორტი

ილია თოფურიამ ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ მსუბუქი წონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლის წინ წონა წარმატებით ჩააბარა. 29 ივნისს ლას ვეგასში 28 წლის ქართველი მებრძოლი 35 წლის ბრაზილიელს, ჩარლზ ოლივეირას შეხვდ...

ილია თოფურია

1751043607

ახალი ამბები

სოზარ სუბარი პრემიერს: ქვეყანაში ენერგეტიკული პროექტების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, პრემიერს კითხვებით მიმართა. სოზარ სუბარმა ისაუბრ...

სოზარ სუბარი

1751042136

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: როცა ელჩები ერევიან საარჩევნო პროცესებში, მოუწოდებენ ამომრჩევლებს, მიიღონ იმდაგვარი გადაწყვეტილება, რაც გარე დაკვეთისთვის იქნება მისაღები, ვფიქრობ, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო

„თუ საჭიროა, ასეთმა ელჩებმა უნდა დატოვონ საქართველო. გთხოვთ, უფრო პრინციპულები იყოთ და პრინციპულობა არ გამოიხატებოდეს მხოლოდ სათქმელში“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხ...

 დიმიტრი ხუნდაძე

1751038814

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: პარლამენტის ტრიბუნიდან პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა მოვისმინეთ

„ქვეყნის ლიდერი დღეს ჩვენ საქმეზე გველაპარაკებოდა და საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინოთ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის და ლიდერის ხედვა. ჩვენ დღეს საქმეზე ორიენტირებული მოხსენება მოვისმინეთ...

მამუკა მდინარაძე