იტალია - რომელი სოციალური დახმარებები გეკუთვნით 2023 წელს, დაბალი ISEE-ს შემთხვევაში

თუ იტალიაში ლეგალურად ცხოვრობთ, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის. უკვე ცნობილი გახდა, რომელი სოციალური დახმარებების მიღება შეგიძლიათ, დაბალი ISEE-ს ქონის შემთხვევაში.
შეგახსენებთ, რომ ISEE ეს არის ერთიანი შემცვლელი დეკლარაცია, რომელიც აუცილებელია თითქმის ყველა სოციალური მომსახურებისა და შეღავათის მისაღებად. ის დაბალშემოსავლიან გადამხდელებს, საშუალებას აძლევს სოციალური და კომუნალური მომსახურება მიიღონ შეღავათიანი პირობებით, ან დაენიშნოთ დახმარებები. ამ დოკუმენტით იზომება პირის, თუ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა.
2023 წელს ეს დახმარებებია:
ელექტროენერგიის, წყლისა და გაზის გადასახადებზე შეღავათი;
საზოგადოებრივი ტელევიზიის გადასახადისგან გათავისუფლება;
საბანკო ანგარიშის სააბონენტო გადასახადისგან გათავისუფლება;
სატრანსპორტო ბონუსი;
მსყიდველობითი ბარათი;
ბარათი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად;
საუნივერსიტეტო ბონუსი.
ISEE-ს ხანგრძლივობა ერთი წელია და მისი ვადა იწურება ყოველი წლის 15 იანვარს.
ISEE არის რამდენიმე ტიპის:
ზოგადი;
არასრულწლოვანთა (მარტოხელა მშობლისთვის);
საუნივერსიტეტო (განათლების უფლებაზე შეღავათებისთვის);
სოციალური-ჯანდაცვის;
მიმდინარე - დაფუძნებული ბოლო 12 თვის შემოსავალზე;
ინტეგრირებული - როდესაც ხდება უკვე შედგენილ დოკუმენტზე დამატებების განხორციელება;
აღნიშნული დოკუმენტის დამზადება ხდება ფისკალური მომსახურების ცენტრებში (CAF).
ნინა მამუკაძე
იტალია, ფლორენცია
1751097831
საზოგადოებათამარ ტალიაშვილი რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალზე: ამ ტრიბუნალის ინიციატივასთან დაკავშირებით საქართველოს არაერთხელ დაუფიქსირებია თავისი მხარდამჭერი პოზიცია
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ეხმიანება იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას უკავშირდება. თამარ ტალიაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად არაადეკვატური...
1751093774
საზოგადოებაკახეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ო.ა. და 1998 წელს დაბადებულები...
1751091299
ახალი ამბებისაზოგადოება „ქართული“: „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს
„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით „ქართული ოცნება“ ხურავს პანდორას იმ ყუთს, რომელიც „ნაციონალებმა“ ქვეყანას ჯერ კიდევ 2004 წელს გაუხსნეს და მოახვიეს თავს. ამ ს...
1751057305
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე: არცერთი ბენეფიციარი, ვისაც აქვს მკურნალობის საჭიროება არ დარჩება მის გარეშე, ეს იქნება მკაცრად განსაზღვრული
„არცერთი ბენეფიციარი, ვისაც აქვს მკურნალობის საჭიროება, არ დარჩება მის გარეშე. ეს იქნება მკაცრად განსაზღვრული და აქ მოიაზრებიან ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეს სჭირდებათ და არ მოიაზრებიან ადამიანები,...
1751056283
ახალი ამბებილევან მახაშვილი: ნახევრად ირონიულად შემიძლია ვთხოვო ამერიკის ყოფილ ელჩს, რომ როდესაც დაბრუნდება ვაშინგტონში, თან წაიყვანოს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტიც
„ნახევრად ირონიულად შემიძლია ვთხოვო ამერიკის ყოფილ ელჩს, რომ როდესაც დაბრუნდება ვაშინგტონში, თან წაიყვანოს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტიც“, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას ევროპასთან ინტეგრაციის...