საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე ქ.ბარის ეწვია

2023 წლის 23 ნოემბერს საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში კონსტანტინე სურგულაძე ქ.ბარის ეწვია, სადაც წმიდა ნიკოლოზის სახელობის სამრევლოში, წინამძღვართან, არქიმანდრიტ მოსესთან (ჭანკვეტაძე) და სამრევლოს წევრებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ელჩმა მადლობა გადაუხადა წინამძღვარს და იტალიის სამხრეთ რეგიონებში მცხოვრებ თანამემამულეებს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული თბილი ურთიერთობებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ბარიში ვიზიტისას კონსტანტინე სურგულაძე სამრევლოსთან არსებულ საკვირაო სკოლას ესტუმრა და დიასპორული პროგრამის პროექტის - „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის" ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის მიერ დადგმულ სპექტაკლს - "რწყილი და ჭიანჭველა" (რეჟისორები: დიმიტრი ხვთისიაშვილი, გია მარღანია) დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე წარდგნენ "მწერალთა სახლის" დირექტორი ქეთევან დუმბაძე და მსახიობი ია შუღლიაშვილი; შესრულდა ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის, ინოლა გურგულიას მუსიკალური ნაწარმოებები.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი ბარის წმინდა ნიკოლოზის ბაზილიკას ეწვია.
1746822908
ახალი ამბებითბილისის ნაწილს 10 მაისს წყალმომარაგება შეუწყდება
ჯივიპი, 10 მაისს, კრწანისი რაიონში, გორგასლის ქ. N61-თან და სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3, III მ/რ, N319-თან, წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით...
1746821240
მსოფლიოაშშ-ის საელჩო კიევში უახლოეს დღეებში სერიოზული საჰაერო შეტევის შესახებ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს
აშშ-ის საელჩო კიევში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინაში მოსალოდნელია სერიოზული საჰაერო იერიში. „აშშ-ის საელჩომ კიევში მიიღო ინფორმაცია სერიოზული პოტენციური საჰაერო შეტევის შ...
1746818379
საზოგადოებამარკ რუტე: ჩვენ არასდროს შევთანხმებულვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატოს წევრობა გარანტირებული იქნებოდა
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი არასდროს შეთანხმებულა, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინისთვის ნატოს წევრობა გარანტირებული იქნებოდა. „ერთადერთი, რაზედაც ნატო იყ...
1746817218
სპორტიზურიკო დავითაშვილი: ამჟამად ჩემი მომავალი ტრანსფერი მეორეხარისხოვანია, ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა შეგვიძლია
ზურიკო დავითაშვილმა საფრანგეთის ლიგა 1-ში „რეიმსთან“ გადამწყვეტ შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „სენტ-ეტიენისა“ და საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა. „სენტ-ეტიენს“ ლიგა 2-ში გავარდნა ემუქრება...
1746816431
საზოგადოებაზურაბ ქადაგიძე: მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს
მთელი ოპოზიცია შეიკრიბა და ევროპის მოედანიც კი ვერ შეავსეს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. ზურაბ ქადაგიძე რადიკალური ოპოზიციის მორიგ წარუმატებელ აქციას ეხმაურება. „ნაცები...