დავით მათიკაშვილი: გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა

გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის უკვე გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია რეალურ ევროპულ ღირებულებებთან.
„ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც ის არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ პირდაპირ, რადიკალურ ოპოზიციას და საზოგადოებას ურთიერთთანამშრომლობას, საზოგადოებას რადიკალების მხარდაჭერას სთავაზობდა. ისეთ პოზიციაზე დგომას სთავაზობდა, რომელიც ხაზგასმით მიუთითებს ჰერჩინსკის და სხვა ევროპელი ბიუროკრატების სურვილს, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში. ეს შეცვლილი პოზიცია ქართველი ხალხის მიმართ ორმაგ სტანდარტზე მეტყველებს. მეტყველებს ევროპელი ბიუროკრატების დღის წესრიგსა და მათ სურვილზე, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
ორკვირიანი მზადების, პროპაგანდისტული მანქანის სრულად ამოქმედების მიუხედავად, ვერ შეძლეს 2 000 კაცზე მეტის შეკრება. საზოგადოებისთვის უკვე სრულად გასაგებია, თუ რამდენად დაცილებულია ევრობიუროკრატების პოზიცია რეალურ ევროპულ ღირებულებებთან, ამიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მათ 2 000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბეს და ჰერჩინსკიმ ვერ შეძლო კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
როგორც მათიკაშვილი აღნიშნავს, სხვადასხვა ქვეყნის ელჩების სასამართლო პროცესებზე დასწრება სხვა არაფერი იყო, თუ არა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა.
„გვახსოვს, მაგალითად, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჰერჩინსკის განცხადებები, როდესაც ის კონკრეტულ ბრალდებულ პირებს, იქნება ეს მზია ამაღლობელი თუ სხვა, ის აცხადებდა მის სურვილებს და არა იმ რეალობას, რაც საქართველოში არის და საზოგადოებამ იცის.
ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს დამნაშავე მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ჰერჩინსკის და სხვა ევრობიუროკრატების პოზიცია, როდესაც ქმნიდნენ მოცემულობას, თითქოს სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში ვინმე აწამებს, არაადამიანურ პირობებს უქმნის. სინამდვილეში აბსოლუტურად საპირისპიროა და ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენ გვახსოვს სასამართლო სხდომებზე კონკრეტული ჩინოსნების, ელჩების დასწრება, რომელიც რა არის სხვა, თუ არა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა. ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
1746882964
საზოგადოებალევან მახაშვილი: ევროპა იმიტომაც არის ჩვენი სახლი, რომ მის შექმნას ჩვენი წინაპრების გმირულმა თავგანწირვამ დაუდო საფუძველი - ამ ღვაწლის სათანადოდ დაფასებით და არა მისი შეგნებული დავიწყებით არის ევროპა ევროპული
ევროპა იმიტომაც არის ჩვენი სახლი, რომ მის შექმნას ჩვენი დიდი პაპა-ბებიების, ჩვენი წინაპრების გმირულმა თავგანწირვამ დაუდო საფუძველი, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის...
1746878531
საზოგადოებაგიორგი ვოლსკი: შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის ის მახასიათებელი, რომელიც სამწუხაროდ ბრიუსელმა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში დიდი ოდენობით შეიძინა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკი გუშინდელი განცხადება „ქრონიკასთან“ შეაფასა. „როცა შენს საქმეში ერევიან, მათ შორის ჰერჩნსკი, როცა გამოწვე...
1746878457
საზოგადოებამათიკაშვილი გუშინდელ აქციაზე: 2 ათას კაცზე მეტი ვერ შეაგროვეს, რადგან ლოზუნგად არის ქცეული ტერმინი „ევროპა“ - საზოგადოებამ კარგად იცის, რასაც რადიკალები ევროპის სახით სთავაზობენ, ეს არ არის ევროპული ღირებულებები
დავით მათიკაშვილმა გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით კომენტარი „ქრონიკასთან “გააკეთა. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდისტული...
1746877824
საზოგადოებაირაკლი ქადაგიშვილი: მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა ევროპასთან ინტეგრირება, მაგრამ არ უნდა იმ დამანგრეველი გზით, რა გზითაც აქეთკენ მიჰყავს ოპოზიციას
მოსახლეობის დიდ ნაწილს უნდა ევროპასთან ინტეგრირება, მაგრამ არ უნდა იმ დამანგრეველი გზით, რა გზითაც აქეთკენ მიჰყავს ოპოზიციას, - ამგვარად გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის...
1746876806
ახალი ამბებითბილისში ავარია მოხდა - დაიღუპა ერთი ადამიანი
თბილისში, გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი და ერთი მოტოციკლი შეეჯახა, რის შედეგადაც მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძ...