ირაკლი მეზურნიშვილი: საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან, შეინარჩუნა სტაბილურობა, მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები - 2024 წელი იყო ნათელი მაგალითი იმისა, რაოდენ წარმატებული იყო ჩვენი ეკონომიკური გუნდის სწორი პოლიტიკა

 ვფიქრობ, რომ საქართველომ იდეალურად იმოქმედა 2022 წლიდან, შეინარჩუნა სტაბილურობა ჩვენს ქვეყანაში, შეინარჩუნა მშვიდობა, გაიზარდა ტურიზმის მაჩვენებლები, რაც კოვიდის შემდეგ კატასტროფულად იყო დაცემული და ეს იყო ლოგიკურიც, რადგან ჩაკეტილი იყო საზღვრები და ა.შ. - განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა, „პოს ტვ"-ის ეთერში.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ბოლო ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა, ხოლო, 2024 წელი იმის ნათელი დადასტურება იყო, თუ რამდენად წარმატებულია ეკონომიკური გუნდის მიერ არჩეული პოლიტიკა.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ბოლო წლების განმავლობაში, 2022 წლის შემდეგ, გვქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. პირველ წელს, ექსპერტები ამბობდნენ, რომ ეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იმის ფონზე ხდება, რომ კოვიდი და სრული რეცესია იყო, გაჩერებული იყო ეკონომიკა. ახლა, რა თქმა უნდა, ამას უკვე ვეღარ დააბრალებ. 2024 წელი იყო ნათელი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ წარმატებული იყო ჩვენი ეკონომიკური გუნდის ის სწორი პოლიტიკა, რაც ავირჩიეთ და სიტუაციამ, რაც ჩვენს რეგიონში ხდება, დამატებითი შესაძლებლობები მოგვცა, რასაც ძალიან კარგად ვიყენებთ" - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746872616

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: სამწუხაროდ, ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან დიპლომატიური სტანდარტების აბსოლუტური დარღვევით ხდება არა მხოლოდ შიდა საქმეებში ჩარევა, არამედ საზოგადოების მოტყუების მცდელობები

 ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკიგუშინდელი განცხადება „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემშეაფასა. „9 მაისს მოვისმინეთ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელ...

არჩილ გორდულაძე

1746872542

ახალი ამბები

ზაალ მიქელაძე რადიკალებს: გადაავლეთ თვალი მსოფლიო პრესას და აღმოაჩენთ, რომ ,,ევროპის დღე" არცერთ ქვეყანაში არ აღნიშნულა. ნუ ააბდლებინებთ თავს ,,ჰერჩინსკებს"

 პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზაალ მიქელაძე რადიკალების მიერ გამართული "ევროპის მარშს" სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით, არც ერთ ქვეყანაში ევროპის დღე არ აღუნიშნავთ. ზაალ მიქელაძემ რადიკალებს მოუწ...

ზაალ მიქელაძე

1746870648

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა

 გვახსოვს ჰერჩინსკის არაერთი განცხადება, როდესაც არა თუ ერეოდა ქვეყნის შიდა საქმეებში, არამედ საზოგადოებას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას სთავაზობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა...

დავით მათიკაშვილი

1746865655

საზოგადოება

დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში” იღებს მონაწილეობას

 დაცული ტერიტორიების სააგენტო ბათუმში „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაში” იღებს მონაწილეობას გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე...

დაცული ტერ სააგენტო

1746865391

საზოგადოება

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

პოლიცია