სასიხარულო ინფორმაცია ემიგრანტებისთვის!!!! ქალაქ ბარიში სასწავლო ცენტრი გაიხსნა

კულტურული ასოციაცია "ვიქტორიას ფუძემდებელი", იტალიური ენის მასწავლებელი და თარჯიმანი ვიქტორია ცუხიშვილი, იტალიის ქალაქ ბარში, კულტურული ასოციაცია, "ვიქტორია"-ს დაარსების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ასოციაცია „ვიქტორიას“ არსებობა, ემიგრანტების ცხოვრებაში პირველი პრეცედენტია, რომელიც სხვადასხვა პროფილის მქონე სასწავლო ცენტრი იქნება. 

„თქვენთან ძალიან სასიხარულო და ძალიან საინტერესო სიახლეებით მოვედი:

ჩემი სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებას, პირველი ოქტომბრიდან შეუდგება!!! აქ თქვენ გელოდებათ უმაღლესი ხარისხის სწავლება, სასიამოვნო გარემო და კომფორტი.

ოფისის მდებარეობა კი არის საუკეთესო, via Davanzati 25 (მწვანე ბაღის გვერდითა ქუჩა, სადაც არის იტალიური ფოსტა და ასევე ამანათების ქართული ოფისი).

ემიგრანტებო!!! რეგისტრაციას გახსნილად ვაცხადებ! მსურველებმა უნდა ჩაეწეროთ 29 სექტემბრის ჩათვლით. 29 სექტემბრამდე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ან მოგვწეროთ მესინჯერში, როგორც მე ასევე ხატია მარჯანიშვილს (ადმინისტრატორი), ან აქ დატოვოთ შეტყობინება ჯგუფ „იტალია, ემიგრაცია, იტალიური ენის უფასო სასწავლო და საინფორმაციო გვერდი“ -ში. ხოლო 29 სექტემბერს ანუ ხუთშაბათს უნდა მოხვიდეთ ადგილზე, ზემოთ მითითებულ მისამართზე და გააკეთოთ ადგილზე საბოლოო დადასტურებული რეგისტრაცია.

ადგილები შეზღუდულია!

ასე გვაქვს მნიშვნელოვანი სიახლე, სასწავლო ცენტრს ექნება ბუფეტი, რომლითაც მხოლოდ გაწევრიანებული მოსწავლეები ისარგებლებენ. 

და რაც მთავარია, სწავლის პირობები, რომელსაც უნდა გაეცნოთ ყურადღებით!!! (ამ პირობებს ასევე დავწერ ცალკე პოსტად იტალიურ ენაზე).

📌 იმათთვის ვინც მუშაობს 24 საათიან სამსახურში, სასწავლო დღეები გვექნება ხუთშაბათი და კვირა (8 გაკვეთილი თვეში), ან მარტო ხუთშაბათი ან მარტო კვირა.

📌 იმათთვის ვისაც მხოლოდ 1 დღე აქვს კვირაში თავისუფალი (თვეში 4 გაკვეთილი).

📌  ხოლო მათთვის, ვინც საათობრივად მუშაობს და თავისუფალი გრაფიკი აქვს, მათთვის სწავლება კვირის ნებისმიერ დღეს იქნება შესაძლებელი.

და ბოლოს ყველაზე საინტერესო და საუკეთესო შემოთავაზება: ყოველი 8 გაკვეთილის შემდეგ მეცხრე გაკვეთილს ანუ თვის დახურვას გააკეთებს ლორდ ბაირონის დოცენტი Mariarosaria Mosco.

 

იტალიელი დოცენტი Mariarosaria Mosco მოგიწყობთ ჩათვლას თვის განვლილ მასალებზე, ასევე გამუშავებთ წარმოთქმაზე, აქცენტზე, გავარჯიშებთ საჭირო თემებზე დამოუკიდებლად საუბარზე და ა.შ.

ყურადღებით ადევნეთ თვალი პოსტებს, რომლებიც დღეიდან დაიდება სხვადასხვა საინტერესო დეტალებთან დაკავშირებით.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მიიღებთ შესაბამისი დონის ატესტატებს (შიდა გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში).
იჩქარეთ, რათა გახდეთ წარმატებულები“. 

პატივისცემით: კულტურული ასოციაცია „ვიქტორიას“ ფუძემდებელი, ვიქტორია ცუხიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 ქალაქ ბარიში ქართველებისთვის სასწავლო ცენტრი გაიხსნება - გაიცანით, 4 შვილის დედა და იტალიური ენის მასწავლებელი იტალიაში, ვიქტორია ცუხიშვილი

📌 იტალია: „ნუ გიკვირთ ხალხნო, რომ რაიმე ფასიანია, უფასო არცერთი საქმიანობა არაა, მაგრამ...“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746272406

საზოგადოება

დავით ჩიხელიძე: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ევროპისთვის დამახასიათებელი შეშფოთება გამოთქვა, მაგრამ აშშ-ის შეშფოთება საქმეში ვერ კონვერტირდა, რაც საფუძვლიან ეჭვებს აჩენს, რომ „დიფ სთეითი“ აშშ-ში ძალებს იკრებს და არსად წასულა!

გერმანიაში პარტიის ფაქტობრივი აკრძალვის ფონზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ევროპისთვის დამახასიათებელი შეშფოთება გამოთქვა, გერმანიაში არსებულ ვითარებას შეფარვითი ტირანიაც კი უწოდა, - წერს...

დავით ჩიხელიძე

1746271798

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩვენი პოლიცია მოქმედებს გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ისეთი წამყვანი ქვეყნის პოლიცია, როგორიც არის - საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და აშშ

„ჩვენი პოლიცია მოქმედებს გაცილებით მაღალი სტანდარტით, ვიდრე ისეთი წამყვანი ქვეყნის პოლიცია, როგორიც არის - საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი და აშშ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...

ლევან მაჭავარიანი

1746268536

საზოგადოება

ვოლსკი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ აკრძალვაზე: საქართველოსთან ვავლებთ ხოლმე პარალელებს. ჩვენ „ნაცმოძრაობას“ ვუპირისპირდებით ფაქტებით, მათგან ერთიც იქნებოდა საკმარისი, ყოფილი წევრებისთვის აეკრძალათ სახელმწიფო სტრუქტურებში საქმიანობა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ პოლიტიკურ გაერთიანებად აღიარების ფაქტს მედიას...

გია ვოლსკი

1746265491

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: „ალტერნატივა გერმანიისთვის" არის ნამდვილად პატრიოტული ძალა და სწორედ ეს არ მოსწონს „დიფ სთეითს“, ვინაიდან ასეთი პატრიოტული ძალები მოქმედებენ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, ისევე, როგორც „ქართული ოცნება“

 ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. ახლა ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების შეფასებაც ამასთან დაკავშირებით, ტირანია უწოდა ბატონმა რუბიომ ამ საქციელს, როდესაც ექსტრემისტულ პარტიად გამოაცხადეს „ალტერნატივა გ...

ლევან მაჭავარიანი

1746263644

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში

„დამაჯერებლად გავიმარჯვებთ 64-ვე მუნიციპალიტეტში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა. დეპუტ...

ლევან მაჭავარიანი