„წარვდგები ქართველი და იტალიელი ხალხის წინაშე, რათა მონატრებულ ქართველებს ვასიამოვნო, ხოლო იტალიელ ხალხს ჩვენი ქვეყანა და შემოქმედება გავაცნო“ - გიორგი სუხიტაშვილი

გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში იტალიის ტურნესთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს. მომღერალი კონცერტის გამართვას იტალიის სამ (ფლორენცია, ნეაპოლი, ბარი)  ქალაქში გეგმავს და აღნიშნავს, რომ დაემატება სხვა ქალაქებიც.  რას მოიცავს პროგრამა და გეგმავს თუ არა ქართული ტურნეს სხვა ქვეყნებშიც ჩატარებას. 

- გიორგი, პირველ რიგში, რომ გვითხრათ რას მოიცავს პროგრამა?

- ძირითადად ქართული რეპერტუარი იქნება, რადგან  ქართული ტური იქ მცხოვრებ ქართველებს აინტერესებთ, თუმცა,შესაძლოა,  30-40%  იყოს უცხოელი დამსწრე, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ  ტურნეს  ქართული კულტურის გაცნობის ხასიათი ჰქონდეს.

- გეგმავთ თუ არა,იტალიის გარდა სხვა ქვეყნებში კონცერტების გამართვას?

- ამ ეტაპზე იტალიის სამი ქალაქია დადასტურებული, ამ კვირაში  დადასტურდება კიდევ სამი. მოგეხსენებათ, ბევრი ტექნიკური დეტალია მოსაწესრიგებელი. იტალიაში ჩემი ჯგუფი მყავს და მუშაობენ ამ საკითხზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, გერმანიის რამდენიმე ქალაქთან მიდის აქტიური მოლაპარაკებები და ვნახოთ  როგორ წარიმართება. იმედიანად ვარ განწყობილი, მინიმუმ 5-6 ქალაქია კონცერტის ჩატარების  მსურველი. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ემიგრანტი  გამომწერი მყავს, მე ვუყურებ ამ ადამიანის სურვილებს, ამას არ აქვს დიდი კომერციული დატვირთვა. პირდაპირ მინდა ვთქვა, ამით გამდიდრებას არ ვაპირებთ, უბრალოდ სუფთა ემოციური საკითხია ჩემი და ჩემი გუნდის მხრიდან. ღონისძიებები ასე თუ ისე ქართველების მხრიდან ტარდება ხოლმე, ამ შემთხვევაში, უბრალოდ პირდაპირ მსმენელზეა საუბარი. ძალიან ბევრი ადამიანია მსურველი, რომ ჩემი სახელი და გვარი ჩავიდეს იტალიაში. ბევრი შრომა სჭირდება ამ ყველაფრის ორგანიზებას, მარტივი ნამდვილად არ არის.

- მეტწილად ემიგრანტებისთვის არის ეს კონცერტი გათვლილი, თუ ზოგადად იტალიელებისთვისაც?

- პროგრამა  მოიცავს პოპ მუსიკას, ეთნო ჯაზს  და ქალაქურ ფოლკლორს, შესაბამისად გათვლილია, როგორც ქართველ, ისე იტალიელ მსმენელზე. გვინდა, რომ მათ წარმოდგენა შეექმნათ იმაზე თუ რა ხდება ახლა საქართველოში - პოპ მუსიკაში.

ეს უკვე იტალიურ პრესაშიც დაიწერა და კიდევ დაიწერება სტატიები. ამიტომ ჩემი სურვილია, რომ იყოს ყველა მსმენელი,  როგორც ქართველი ისე  ადგილობრივი იტალიელებიც. გულწრფელად, რომ გითხრათ მირჩევნია იყვნენ ის მონატრებული ადამიანები და ის ქართველები, რომლებიც  ცხოვრობენ სხვადასხვა ქალაქებში, რადგან ჩემი თვალით მაქვს ნანახი მათი ემოციები, სადაც  ჩანს  თუ როგორ ენატრებათ თავიანთი სამშობლო. კონცერტი გრძელდება 1 – 1,5 საათი და ამდენივე დრო, თუ მეტი არა კონცერტის შემდგომი ემოცია და კომუნიკაციაა, საუბრები და გამოხმაურება იმ ადამიანებთან, რომლებსაც ენატრებათ სამშობლო.

- როგორ ჩანს ბევრი მსურველია, ალბათ პირველ რიგში ქართველები არიან და შემდეგ იტალიელები...

- რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ქართველები, თუმცა,იქიდან გამომდინარე, რომ ისინი კონტაქტობენ იტალიელებთან, ძირითადად მათი მეშვეობით ხდება ცნობადობის ამაღლება, რადგან იტალიაში  ცნობილი მომღერალი არ ვარ.ასევე, გამომდინარე, იქიდან, რომ ინტერესი არის ქართველების მიმართ და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რა დასამალია და ხვიჩას (ხვიჩა კვარაცხელია) გამო,  შესაძლოა, ამანაც იქონიოს გავლენა, თუმცა, გათვლა  ან მარკეტინგული ხრიკი არ  მაქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ ყველაფერს არ დაუკავშირონ. საქართველოში გადაწყდა, რომ კომპანიები ამით ფულს შოულობენ, მაქსიმალურადვცდილობ ამ ბიჭს პატივი ვცე -  მისი სახელი და პლაკატი არ გამოვიკრა,რათა მეტი მაყურებელი ან მსმენელი მყავდეს. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ მარკეტინგული გათვლის გამო ვინმე გამოვიყენო,

- როგორც ვიცით პირველი ტურნეა და მაინც და მაინც იტალია რატომ აარჩიეთ?

- ძალიან დიდი ხანია  ვგეგმავთ ამ ტურს. სტატისტიკაც გამოვაქვეყნე ჩემს პირად გვერდზე, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ყველაზე მეტი გამომწერი იტალიიდან მყავს და ლოგიკურია ეს ყველაფერი.

- გიორგი, თქვენს გარდა კონცერტში სხვა მომღერლები თუ მიიღებენ მონაწილეობას?

- არა, მხოლოდ ჩემი შემოქმედებით წარვდგები ქართველი და იტალიელი ხალხის წინაშე, რათა მონატრებულ ქართველებს ვასიამოვნო, ხოლო იტალიელ ხალხს ჩვენი ქვეყანა და შემოქმედება გავაცნო.

- რამდენად რთული იყო ამ ყველაფრის ორგანიზება და ვინმე თუ გეხმარებათ სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში?

- ყველა ქალაქში არიან წარმომადგენლები, რომლებიც ამ საკითხზე მუშაობენ.  მარტო ამ ყველაფერზე მუშაობა ნამდვილად რთულია, ბევრს შრომას მოითხოვს.

წყარო: „ვერსია“

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784024628

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ როგორც ჩანს, ისიც დაეცა

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძ...

არჩილ გორდულაძე

1784021760

ახალი ამბები

კახა კალაძე: ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც რევოლუციას გეგმავდნენ, პოლიციელებს სცემდნენ, ქვებს ესროდნენ

„ყველაფერს თავის სახელი უნდა დავარქვათ. ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, სადაც მან უპასუხა კითხვას ამერიკული გამოცემის Washi...

კახა კალაძე

1784020536

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში, ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება „გაეპრავებინათ“

„ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუ...

ირაკლი რუხაძე

1784020469

ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ

ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო...

ირაკლი რუხაძე

1784019132

ახალი ამბები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

ბილისის საქალაქო სასამართლომ გოგა ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და ტელეკომპანია „ფორმულა“ „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულა“ დეზინფორმაც...

გოგა ხაინდრავა