აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1980 წელს დაბადებული ჯ.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბათუმში, ჯ.ფ.-ს პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“. ხოლო 17 ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.
ჯ.ფ.-ს დროებითი საცხოვრებელი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცებად, ასევე, ამოიღო ელექტრო სასწორი, პოლიეთილენის პაკეტები და წებოვანი ლენტები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილითა და 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
1743447483
მსოფლიოფიცო აცხადებს, რომ ხუმრობით თქვა, თითქოს ურსულა ფონ დერ ლაიენმა იდიოტი უწოდა
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შესახებ ნათქვამი, რომელმაც თითქოს ფიცოს იდიოტი უწოდა, ხუმრობა იყო. მისი თქმით, ის ნა...
1743446839
ახალი ამბებიკირცხალია: ანწუხელიძის სახელის ამოფარებას როგორ ბედავენ? სირცხვილია და შეურაცხყოფის მიყენებაა როგორც ჯარის, ასევე, ქვეყნის მიმართ
„ოპოზიციაში ვინ ვისზეა ნაწყენი და ვის უნდა, ლიდერად წარმოჩნდეს, ეს ნაკლებად საინტერესოა, რადგან საზოგადოება მათი უნიჭო სპექტაკლებისა და სერიალების ყურებით დაიღალა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნ...
1743444128
ახალი ამბებიტრაგედია კახეთში - 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ბანაკ „მზიანეთის“ ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ცნობით, მცირეწლოვანი ბანაკის ტერიტორიაზე არსებულ აუზში ჩავარდა. აუზში ჩავარდნილი...
1743443170
ახალი ამბებიმდინარაძე: „ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ
„ნაცმოძრაობა“ ნერვიულობს წარსულის მძიმე ცოდვებზე, იციან, რა აქვთ ჩადენილი და მისი სატელიტი პარტიები ნერვიულობენ, რომ მოუწევთ მტკიცება, ისინი „ნაცები“ არ არიან, რაც გაუჭირდებათ“, - ამის შესახებ საპარლა...
1743442328
ახალი ამბებიმდინარაძე: პრემიერის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, შეიქმნას მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრუ...