თუ საქართველოში ყოფნის დროს, თქვენს იტალიურ ბინადრობის ნებართვას - "Permesso di soggiorno"-ს ვადა გაუვიდა

მოგეხსენებათ, ყველა საბუთს აქვს თავისი ვადა და განახლების წესი, რომელთა დარღვევამაც, შესაძლოა კონკრეტული საბუთის დაკარგვის საფრთხის წინაშე დაგაყენოთ. ამჯერად, საუბარი გვექნება იტალიური ბინადრობის დროებით ნებართვაზე - "Permesso di soggiorno"-ზე.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საბუთის მფლობელ საქართველოს მოქალაქეს, სამშობლოში წასვლა და ასევე ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობა თავისუფლად შეუძლია, მაგრამ რა ხდება და როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში ყოფნისას თქვენს იტალიურ ბინადრობის ნებართვას ვადა გაუვიდა?

განვიხილოთ დეტალურად:

ასეთ შემთხვევაში,

შეგიძლიათ მოითხოვოთ იტალიაში დასაბრუნებელი ვიზა, მაგრამ არა ყოველთვის! რა შემთხვევაში გაქვთ, დასაბრუნებელი ვიზის მოთხოვნის უფლება?

  • თუ "პერმესოს" ვადის გასვლიდან არ გასულა 60 დღე;
  • თუ საბუთის ვადის გასვლიდან, გასულია 60 დღე, მაგრამ გაქვთ საპატიო მიზეზი. მაგალითად: სამხედრო სამსახურის მოხდა; ავადმყოფობა; ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც პირის უშუალო ჩართულობას ითხოვდა, ავადმყოფის მკურნალობისა და მოვლის პერიოდში.

რა საბუთები უნდა წარადგინოთ დასაბრუნებელი ვიზის მოთხოვნისას?

  • ვადაგასული იტალიური ბინადრობის ნებართვის ორიგინალი და ასლი;
  • პასპორტი;
  • თუ საბუთის ვადის გასვლიდან 60 დღეა გასული, უნდა წარადგინოთ ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც თქვენი საქართველოს იმ პერიოდში ტერიტორიაზე დარჩენის აუცილებლობას ადასტურებს;
  • პირმა დოკუმენტურად უნდა დაამტკიცოს იტალიასთან სოციალურ-ეკონომიკური კავშირი.

ვის უნდა მიმართოთ?

  • ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა წარადგინოთ იტალიის რესპუბლიკის საკონსულოში. საკონსულო ინფორმაციას გადასცემს იტალიის მხარეს, შესაბამის ქვესტურას და ვიზას გასცემს მხოლოდ იტალიიდან მიღებული ნებართვის, ე.წ. "Nula osta"-ს მიღების შემთხვევაში.

როგორ უნდა მოიქცეთ იტალიაში დაბრუნების შემდეგ?

  • მას შემდეგ, როდესაც იტალიაში დაბრუნდებით, ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლიდან 8 დღის განმავლობაში უნდა შეიტანოთ საბუთები, "Permesso di soggiorno"-ს განახლების მოთხოვნით.

ნინა მამუკაძე

იტალია, ფლორენცია

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1745301730

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი რომის პაპ ფრანცისკეზე: მან გააფრთხილა ევროკავშირის მესვეურები, რომ მათი პოლიტიკა, მიმართულია წევრ-სახელმწიფოებში იდენტობის დაკნინებისკენ

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რომის პაპის გარდაცვალებას სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს, რომ პაპი ფრანცისკე არაერთგზის გამოთქვამდა წუხილს ევროპის კულტურული და სულიერი იდენტობის შე...

საზოგადოეა

1745300770

ახალი ამბები

ტრაგედია კახეთში – გავრცელებული ინფორმაციით, მამა და შვილები ტბაში დაიხრჩვნენ

ტრაგედია კახეთში – თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ხოდაშენში მცხოვრები მამაკაცი და მისი ორი შვილი ტბაში დაიხრჩვნენ. გარდაცვლილია შუახნის მამაკაცი და მისი 9 და 10 წლის შვილები. არსებული ინფორმაციი...

პოლიცია

1745299177

მსოფლიო

რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა

იტალიის ხელისუფლებამ რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების ფარგლებში რომის ცა დახურა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. რომის პრეფექტის, ლამბერტო ჯანინის თქმით, ქალაქში უკვე...

რომის პაპი ფრანცისკე

1745298314

ახალი ამბები

ვლადიმერ ბოჟაძე: 2005 წელს ყველა უნივერსიტეტში გაუქმდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა - „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა ქართულ იდენტობას

14 აპრილს განვიხილეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც მხარი დავუჭირეთ იმას, რომ 2025 წლის პირველი სექტებიდან სავალდებულო გახდეს უმაღლეს სასწავლებლებში, პირველ საფეხურზე ქართული ენის სწავლება, - ამის...

ვლადიმერ ბოჟაძე

1745267654

მსოფლიო

დონალდ ტრამპი პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება

 აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დაესწრება. „მელანია და მე რომში, პაპი ფრანცისკეს დაკრძალვას დავესწრებით. ჩვენ მოუთმენლად ველით იქ ყოფნას!“ - დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმ...

დონალდ ტრამპი