დავით ჩიხელიძე: დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ - დავუშვათ, გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? „ნაცების“ დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით?

„რადიო თავისუფლება“ ასეთი სათაურით აქვეყნებს "EU-სთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებშია ENG-ები". უკვე გასაგებია გავლენის ამ ოპერაციის სქემა - ჯერ აპოკალიფსის განცდის შექმნა ქართულ საზოგადოებაში და როდესაც ემოციები საკმარისად დაიმუხტება, შემდეგ ენჯეოები გადაარჩენენ საკითხს, სთხოვენ ევროკავშირს, მაგას ნუ იზამთ ქართველი ხალხის სიყვარულის და ჩვენი ავტორიტეტის ხათრითო და კურატორების ჩანაფიქრით ასე დაიწერს პატრიოტიზმის ქულებს მათი აგენტურა, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, უვიზო მიმოსვლა ქვეყანამ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მიიღო, შესაბამისად, სათაური რეალობას ეწინააღმდეგება, აქედან კი ის ჩანს, რომ დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ.

„რადიო თავისუფლება“ ასეთი სათაურით აქვეყნებს "EU-სთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება რუსეთისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესებშია ENG-ები" უკვე გასაგებია გავლენის ამ ოპერაციის სქემა - ჯერ აპოკალიფსის განცდის შექმნა ქართულ საზოგადოებაში და როდესაც ემოციები საკმარისად დაიმუხტება, შემდეგ ენჯეოები გადაარჩენენ საკითხს, სთხოვენ ევროკავშირს, მაგას ნუ იზამთ ქართველი ხალხის სიყვარულის და ჩვენი ავტორიტეტის ხათრითო და კურატორების ჩანაფიქრით ასე დაიწერს პატრიოტიზმის ქულებს მათი აგენტურა. მათ ენაზე ამას "აგენტურული შესვლა" ეწოდება. ახლა ფაქტები:

1) უვიზო მიმოსვლა საქართველომ ოცნების ხელისუფლების პირობებში მიიღო, ნაცების დროს არ ჰქონია. შესაბამისად სათაური რეალობას ეწინააღმდეგება, აქედან კი ის ჩანს, რომ დიფ სთეითის აგენტურა მაინც ებღაუჭება იმედს, რომ ქართველები სულელები ვართ

2) ცნობილი ფაქტებია, რომ სწორედ ენჯეოების და ოპოზიციის წარმომადგენლები წლებია დარბიან ევროკავშირის ბიუროკრატებთან, იქნებ ჩვენი ქვეყანა დაასანქციროთ, იქნებ უვიზო რეჟიმი გაუუქმოთო. პარალელურად კი ამბობენ, ხელისუფლებას უნდა უვიზო მიმოსვლის გაუქმებაო. დავუშვათ ასეა, მაშინ ან ხელისუფლებაზე მუშაობენ, ან გიჟები არიან, ან ისევ ჩვენ გვთვლიან გიჟებად,

3) დავუშვათ გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, რატომ დაიქცევა ქვეყანა? ნაცების დროს რომ არ გვქონდა და მაინც აყვავებულები ვიყავით? (ასე არ გვიმტკიცებენ ნაცები და მათი უცხოელი კურატორები?) სადაა აქ ლოგიკა?

4) 99% ვინც უვიზო მიმოსვლით სარგებლობს, მიდის ტურისტული მიზნით (სამუშაო და სასწავლო ვიზა სხვაა). ვისაც ამის გარეშე ისტერიკა დაემართება, ის ისედაც უკვე ისტერიკაშია და რუსთაველზე სხვების აყოლიებასაც ცდილობს, ასე რომ ახალი არაფერი იქნება. რამდენი ჩავიდა ევროპაში ტურისტულად და იქ დრო იმაში დახარჯა, რომ სასწავლო კურსებს გასცნობოდა, ლეგალური სამსახური ეშოვა და შემდეგ სასწავლო/სამუშაო ვიზა მიეღო? მოიკითხეთ ნაცნობებში, რამდენს აღმოაჩენთ?

5) თუ ვინმეს სამედიცინო მიზნებით სჭირდება წასვლა, ჩვენი ევროპელი მეგობრები იმდენად მაღალი ღირებულებების და ჰუმანისტი ხალხია, ვიზაზე უარს ასეთ ადამიანს როგორ ეტყვიან? რომელიმე ენჯეო თვლის რომ მაგალითად გერმანიის ან საფრანგეთის კონსული სამკურნალოდ მიმავალ ადამიანს ხელს შეუშლის? ამხელა მკრეხელობა როგორ გაივლეს თავში ლომჯარია-გიგაურებმა? ასე რომ აცალეთ ამ შპანას ჭიქაში ქარიშხლის ატეხისთვის ჩალიჩი და პოპ კორნი მოიმარაგეთ," - წერს დავით ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1745307507

ახალი ამბები

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო...

ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

1745306127

ახალი ამბები

უბედური შემთხვევა ლაგოდეხში - კაცი სარწყავ არხში ჩავარდა და დაიღუპა

ლაგოდეხში უბედური შემთხვევა მოხდა. შუახნის კაცი არხში ჩავარდა და დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ კაცს ფეხი დაუცდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო. ადგილზე პოლ...

პოლიცია, ლენტი

1745305432

ახალი ამბები

„პოვნის შემთხვევაში დაუკავშირდით...“ - უდეში 15 წლის ბიჭს ეძებენ

სოფელ უდეში, 15 წლის თორნიკეს ოჯახი რამდენიმე საათია ეძებს. „ზუსტად არ მახსოვს რომელ საათზე გავიდა სახლიდან. საფლავებიდან ჩამოვედით, ალბათ 5 წუთიც არ იქნებოდა მარტო და მაშინ გაიპარა სახლიდან. აცვია ცი...

უდეში 15 წლის ბიჭს ეძებენ

1745304717

ახალი ამბები

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 22 აპრილს, გაიმართება შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, რის...

საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია

1745302552

ახალი ამბები

მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა

მხატვარი და მოქანდაკე ზურაბ წერეთელი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ხელოვნებათმცოდნე ქსენია კორობაინიკოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ზურაბ წერეთელი გარდაიცვალა. დიდი...

ზურაბ წერეთელი