ვის შეუძლია მიიღოს “DISOCCUPAZIONE“ - უმუშევრობის შემწეობა

exclusivetv.ge-ს პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია, იტალიაში მყოფ ემიგრანტებს მიაწოდოს სამართლებრივ და შრომით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციები, რომელიც მიმღებ ქვეყანაში მოქმედებს, დღეს „DISOCCUPAZIONE NASPI“-ს შესახებ მოუთხრობს. 

უმუშევრობის შემწეობის შესახებ, Sindacato UCI/ Patronato ENAC - ის წარმომადგენელი, ქალაქ პიზაში მოღვაწე იურისტი, ჯგუფ „ემიგრანტთა უფლებები და ვალდებულებები“-ს დამფუძნებელი, ხათუნა ტატუნაშვილი ესაუბრება.

 

DISOCCUPAZIONE NASPI განმარტება - NASPI დასაქმების ახალი სოციალური დაზღვევა, უფრო სწორად “INPS”-ის მიერ (INPS სოციალური დაცვის ეროვნული ინსტიტუტი) შემუშავებული შეღავათი, რომელიც განპირობებულია რეგულარული კონტრაქტით დაქირავებული მუშაკებისთვის შემოსავლების მხარდასაჭერად, სამსახურის უნებურად დაკარგვის შემთხვევაში.

ვის ეკუთვნის უმუშევრობის შემწეობა? - პირს, რომელსაც ეკონომიკური დისბალანსის ზოგადი მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, ისარგებლოს მუშაობის უფლებით, მისი შესაძლებლობების შესაბამისად;

- პირს, რომელიც დარჩენილია ანაზღაურებადი დაქვემდებარებული სამუშაოს გარეშე და არის ახალი სამსახურის ძიებაში;

- პირს, რომელმაც უნებურად დაკარგა სამსახური, ან განთავისუფლებულია იძულებით;

- პირს, რომელსაც ბოლო 4 წლის განმავლობაში გადახდილი აქვს მინიმუმ 13 კვირის შენატანები - (CONTRIBUTI).

უმუშევრობის შემწეობით ვერ ისარგებლებს ის უცხოელი,რომელიც არის პირველი ბინადრობის ნებართვის მოლოდინში - (მაგალითად, „სანატორია 2020“ - ის პროგრამაში მონაწილე პირები ბინადრობის ნებართვის აღებამდე ვერ ისარგებლებენ უმუშევრობის შემწეობით).

განვიხილოთ უმუშევრობის შემწეობის პრინციპები საშინაო მუშაკებისთვის: როგორ, როდის და სად უნდა მოითხოვოს უმუშევრობის შემწეობა შინაურმა მუშაკმა?

 

- უმუშევრად დარჩემილი პირი მიმართავს “CAF”-სა და პატრონატოებს დახმარებისთვის, რომლებიც ელექტრონულად, უფასოდ გააგზავნიან განაცხადს უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნის შესახებ შესაბამის სტრუქტურებში;

- უმუშევრად დარჩენილი პირი რეკავს INPS - ის საკონტაქტო ცენტრის უფასო ნომერზე 803 164 საქალაქო ტელეფონიდან, ან ნომერზე 06 164 164 მობილური ტელეფონიდან;

- უმუშევრად დარჩენილი პირი ვალდებულია, მოითხოვოს უმუშევრობის შემწეობა სამსახურის დაკარგვიდან 68 დღის განმავლობაში.

ვინ იხდის შინა მოსამსახურისთვის უმუშევრობის შემწეობას? - საშინაო მუშაკისთვის უმუშევრობის შემწეობას იხდის “INPS” ორი წლის განმავლობაში. “INPS”-ის უმუშევრობის შემწეობის უფლების მისაღებად, სამუშაო ურთიერთობის შეწყვეტამდე 12 თვით ადრე, საშინაო მუშაკს უნდა ჰქონდეს ნამუშევარი მინიმუმ 5 კვირის განმავლობაში, მინიმუმ 120 საათი საერთო ჯამში და მინიმუმ 24 საათი ყოველ კვირაში.

რა ხდება დამსაქმებლის გარდაცვალების შემთხვევაში? - პრაქტიკაში, გარდაცვლილი დამსაქმებლის ოჯახის წევრს შეუძლია დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მოახლე ან მომვლელი, თუმცა განთავისუფლების შესახებ წინასწარი გაფრთხილების არარსებობის გამო, საშინაო მუშაკს უნაზღაურდება ხელფასი იმ დღეების შესაბამისად, როდესაც მას უნდა ემუშავა სტაჟისა და კვირეული საათების მიხედვით.

როგორ თავისუფლდება საშინაო მუშაკი უვადო სამუშაო ხელშეკრულებიდან? - წერილობითი განთავისუფლება არ არის სავალდებულო, მაგრამ, თუ თანამშრომელი ითხოვს, დამსაქმებელს მოეთხოვება გადასცეს განთავისუფლების წერილი. მომვლელის მხრიდან სერიოზული დარღვევების შემთხვევაში, სამსახურიდან განთავისუფლება შეიძლება მოხდეს დაუყოვნებლივ, გაფრთხილების გარეშე.

როგორ მუშაობს უმუშევრობის შემწეობის ანაზღაურება? - უმუშევრობის ხანგრძლივობა მერყეობს თითოეული ინდივიდის შენატანების - (CONTRIBUTI) ისტორიის მიხედვით: შემწეობა გაიცემა იმ კვირების რაოდენობიდან გამომდინარე, რომელიც უტოლდება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შენატანების კვირის ნახევარს, მაქსიმუმ 24 თვემდე, ხელფასის 75%-ის ოდენობით, რომელიც გაცემის 91-ე დღიდან მცირდება თვეში 3%-ით.

სამართლიანი მიზეზით გათავისუფლებულებს აქვთ თუ არა უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნის უფლება? - დასაქმებულს უფლება აქვს მიიღოს უმუშევრობის შემწეობა სამუშაოს უნებურად, ან იძულებით დაკარგვის შემთხვევაში, თუ არსებობს იძულების დამადასტურებელი სამართლიანი მიზეზი.

რამდენჯერ შეიძლება უმუშვრობის შემწეობის მოთხოვნა? - იმის გამო, რომ ”NASP”-ის განაცხადების მაქსიმალური რაოდენობა არ არის წარმოდგენილი, მუშაკს, რომელიც რჩება უმუშევარი, შეუძლია მიმართოს NAPS-ს ყოველი მსგავსი შემთხვევისას.

ყურადღება! INPS-ში უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნის განაცხადის წარდგენიდან 15 დღის ვადაში, უმუშევარი პირი ვალდებულია დაუკავშირდეს დასაქმების ცენტრს - (CENTRO DELL'IMPIEGO) პერსონალური შეთანხმების გასაფორმებლად, რომ მიიღოს მონაწილეობა სემინარებში, ან სხვა ინიციატივებში აქტიური სამუშაოს ძიების უნარების გასაძლიერებლად; მონაწილეობა სასწავლო ინიციატივებში ან პროფესიული უნარების კვალიფიკაციის ამაღლებაში; მიიღოს შესაბამისი სამუშაო შეთავაზებები. დასაქმების ცენტრს აქვს 2 თვე, რომ გამოიძახოს თანამშრომელი გასაუბრებაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე. გამოძახებიდან უმუშევარს აქვს 15 დღის ვადა, რომ გამოცხადდეს დასაქმების ცენტრში. უმუშევარი პირის მხრიდან ვიზიტის დარღვევის შემთხვევაში წესდება ჯარიმა უმუშევრობის შემწეობის 1/4-ის ოდენობით, რომელიც სხვაგვარად იქნებოდა გადასახდელი.

“NASP” მოქმედებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მერვე დღიდან, განაცხადის მოგვიანებით წარდგენის შემთხვევაში კი, მომსახურება იწყება მოთხოვნის წარდგენის პირველივე დღიდან. წყვეტილი მუშაობის შემთხვევაში უმუშევრობის შემწეობა ჩერდება, მაგრამ მხოლოდ ფაქტობრივი სამუშაო შესრულების დღეებისთვის; თვითდასაქმების შემთხვევაში, თუ მიღებული შემოსავალი დაბალია უმუშევრობის მდგომარეობის შენარჩუნების ლიმიტზე - (4,800 ევრო კალენდარული წლის განმავლობაში), სავარაუდო შემოსავლის შესახებ “INPS”-ისთვის შეტყობინების შემდეგ, მუშაკი ინარჩუნებს უმუშევრობის შემწეობით სარგებლის უფლებას, რომელიც შეიძლება შემცირდეს.

მომდევნო საკითხი დაეთმობა, დამსაქმებლის მხრიდან არასათანადო ანაზღაურების, იგივე ტრეფიკინგის შემთხვევების კანონიერ მიდგომებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📌 Licenziamento - დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა

📌 DIMISSIONI - კანონი დასაქმებულის მხრიდან, სამსახურის ნებაყოფლობითი დატოვების შესახებ

📌 იტალიაში ხარ და სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებ?! - გამოსავალი STP-ა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769857763

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“: დეზინფორმაციის წყარო ხართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქარდებს აზიარებს და აღნიშნულ ორგანიზაციას დეზინფორმაციის წყაროდ მოიხსენიებს. მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონ...

ირაკლი ჭეიშვილი

1769856094

ახალი ამბები

ბექა ჩხაიძე: ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე „გაუმჭვირვალე“ აღმოჩნდა - ახლა გვიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ემიგრანტი ოჯახს ვეღარ დაეხმარება, ეს არის ტყუილი!

ორგანიზაცია, რომელსაც სახელად „გამჭვირვალობა“ აქვს, ყველაზე „გაუმჭვირვალე“ აღმოჩნდა“, - წერს მომღერალი ბექა ჩხაიძე სოციალურ ქსელში. ჩხაიძის განცხადებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა” ავრცელებს ტყუილს,...

ბექა ჩხაიძე

1769854163

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მაშინ, როდესაც სახელმწიფომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი აცხადებს, რომ აგენტურამ საკუთარი სახე უკვე გამოავლინა. „აგენტურამ თავისი სახე გამოაჩინა მა...

გიორგი სოსიაშვილი

1769851963

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოზე“: იცის, რომ მოუწევს იყოს ნამდვილად გამჭვირვალე და ახლა ცდილობს ხალხს მორიგი ტყუილი მოახვიოს თავს, თითქოს ემიგრანტი საკუთარი ოჯახის წევრს თანხას ვერ ჩაურიცხავს

„კლასიკური მაგალითია იმისა თუ რატომ არის არათუ საჭირო, არამედ აუცილებელი, კანონმდებლობის გაუმჯობესება და უცხოური შავი ფულის ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის მინიმუმამდე დაყვანა. „საერთაშორისო გაუმჭვირვალობის...

არჩილ გორდულაძე

1769850437

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე - 2002 წელს დაბადებული ა.მ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქრთამის აღების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა