DIMISSIONI - კანონი დასაქმებულის მხრიდან, სამსახურის ნებაყოფლობითი დატოვების შესახებ
DIMISSIONI, იტალიური კანონმდებლობის მიხედვით სამსახურის ნებით დატოვება/გადადგომას ნიშნავს.
სტატია, „DIMISSIONI“-ს შესახებ, სპეციალურად exclusivetv.ge-სთვის მოამზადა Sindacato UCI/ Patronato ENAC - ის წარმომადგენელმა, ქალაქ პიზაში მოღვაწე იურისტმა, ჯგუფ „ემიგრანტთა უფლებები და ვალდებულებები“-ს დამფუძნებელმა, ხათუნა ტატუნაშვილმა.
მუშაკის მხრიდან, სამსახურის დატოვება შეიძლება განხორციელდეს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულების გათვალისწინებით.
დაკავებული პოზიციიდან გადადგომა არის თანამშრომლის ნებაყოფლობითი ქმედება. თანამშრომელს, რომელიც ახორციელებს დასუფთავებისა და სახლის მოვლის მომსახურებას - (ოჯახის დამხმარე) ან დახმარებასა და ზრუნვას უუნარო ადამიანებზე - (მომვლელი), შეუძლია ნებისმიერ დროს დატოვოს თანამდებობა მიზეზის დაზუსტების გარეშე.
დამსაქმებელთან კომუნიკაციისას სიტყვიერი ფორმაც კი დაშვებულია. წერილობითი მიმართვა,ანუ ტელემატური გადადგომის წესი არ ვრცელდება საშინაო მუშაკებზე. ერთადერთი, რაც ამ შემთხვევაში საშინაო მუშაკს მოეთხოვება, ეს არის თადარიგი გაფრთხილების პერიოდისთვის, დამსაქმებლის მიმართ ერთგვარი პატივისცემის ნიშნად.
გაფრთხილების პერიოდი იცვლება ყოველკვირეული ვალდებულებისა და სტაჟის მიხედვით. კერძოდ, კვირაში 24 საათზე მეტი შრომითი ურთიერთობისთვის, შეტყობინების წინასწარი პერიოდი არის: - 8 დღე, იმავე დამსაქმებელთან 5 წლამდე სტაჟისთვის; - 15 დღე 5 წელზე მეტი სტაჟისთვის. მეორეს მხრივ, კვირაში 24 საათის ტოლი ან ნაკლები სამუშაო ურთიერთობის შემთხვევაში, შეტყობინების წინა პერიოდი არის: - 4 დღე, იმავე დამსაქმებელთან 2 წლამდე სტაჟისთვის; - 8 დღე 2 წელზე მეტი სტაჟისთვის.
იმ მუშაკებისთვის, რომლებიც ოჯახებთან ერთად სარგებლობენ საცხოვრებლით, სამსახურიდან წასვლის შესახებ შეტყობინების წინა პერიოდი უნდა იყოს 15 დღე. რა თქმა უნდა, გაფრთხილების ვადა დამსაქმებელმაც უნდა დაიცვას სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში. ეს საკითხი უკვე განვიხილეთ „Licenziamento” - ს თემაში.
რა შედეგები მოჰყვება საშინაო მუშაკის მხრიდან გაუფრთხილებლად სამსახურის დატოვებას? იმ შემთხვევაში, თუ საშინაო მუშაკი არ აცნობებს დამსაქმებელს სამსახურის დატოვების შესახებ გაფრთხილების ვადის დაცვით, დამსაქმებელი მას ჩამოართმევს ლიკვიდაციის კომპენსაციას (TFR), რომელიც სამსახურის დასრულების პერიოდშია გადასახდელი. თანამდებობიდან გათავისუფლების კომპენსაციის ოდენობა ყოველთვიური დამოკიდებულია ხელფასის ოდენობაზე.
და ბოლოს, შინაურ მუშაკს შეუძლია გაფრთხილების გარეშე დატოვოს სამსახური, თუ არსებობს სამართლიანი მიზეზი - (ხელფასის გადაუხდელობა ან დაგვიანება, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა და ა.შ.). ამ შემთხვევაში დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს დასაქმებულს მეცამეტე ხელფასი, განთავისუფლების კომპენსაცია და ასანაზღაურებელი შვებულება.
საშინაო მუშაკებისა და მომვლელების ნებით სამსახურის დატოვების შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს დამსაქმებელმა? დამსაქმებელმა უნდა აცნობოს INPS-ს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეწყვეტის დღიდან 5 დღის ვადაში. ეს ფორმალობა უნდა დასრულდეს სოციალური დაცვის დაწესებულების პორტალის მეშვეობით. ამისათვის აუცილებელია პირადი PIN-ის ან SPID-ის ქონა, სხვაგვარად დამსაქმებელს შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს პროფკავშირებს, ბუღალტრებს და ა.შ. თუ დამსაქმებელს არ სურს ტელემატიკური მეთოდის გამოყენება, მას შეუძლია ისარგებლოს სატელეფონო შეტყობინებით INPS - ის ცენტრის მეშვეობით ფიქსირებული ქსელიდან უფასო ნომერზე - 803.164 და მობილურიდან - 06.164.164.
შინაურ მუშაკს, საკუთარი ნებით სამსახურის დატოვების შემდეგ, აქვს უფლება მოითხოვოს უმუშევრობის შემწეობა? ოჯახის დამხმარეებსა და მომვლელებს უმუშევრობის შემწეობის მოთხოვნის უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ურთიერთობა წყდება დასაქმებულის მხრიდან. თუმცა, უმუშევრობის შემწეობის ანაზღაურება არ დაკმაყოფილდება, თუ თანამშრომელი თანამდებობას დატოვებს პირადი მიზეზების გამო, როგორიცაა: - ახალი სამუშაოს ძიება; - სხვაგან გადასვლის სურვილი და ა.შ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.
უმუშევრობის დასაკმაყოფილებლად საჭიროა: - ბოლო 4 წლის განმავლობაში გადახდილი უნდა იყოს მინიმუმ 13 კვირის INPS შენატანები - (Contributi); - სამუშაო სტაჟი უნდა იყოს მინიმუმ 5 კვირა ბოლო 12 თვის განმავლობაში - (იმის გათვალისწინებით, რომ 24 საათია საჭირო 1 კვირის შენატანების - (Contributi) შესასრულებლად).
დამატებითი კონსულტაციისა და იურიდიული მომსახურების მისაღებად გადადით ქვემოთ მითითებულ ბმულზე 👇
„ემიგრანტთა უფლებები და ვალდებულებები“
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ Licenziamento - დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტა
⭕ იტალიაში მართვის მოწმობის აღებას აპირებ? - თუ ამ კატეგორიაში მოხვდი, სახელმწიფო ხარჯებს დაგიფარავს
⭕ იტალიაში ხარ და სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ იღებ?! - გამოსავალი STP-ა
1790272371
ახალი ამბებიირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე
„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასების...
1790269754
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია!
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ზარქუა აღნიშნავს, ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ, მისი სახელით აბსურდული...
1790268589
ახალი ამბებითამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა
„როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთ...
1790265167
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვისაუბრეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველ...
1790264283
ახალი ამბებისაქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება
სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კ...































