5 გზა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ბავშვის მიერ ინტერნეტის მოხმარება მეტად უსაფრთხო და პოზიტიური გახადოთ

როგორ უნდა დაიცვათ ბავშვის უსაფრთხოება ინტერნეტში, თუკი პანდემიის გამო სახლში ყოფნა გიწევთ! - გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი საქართველო) გიზიარებთ 5 გზას, რომელიც დაგეხმარებათ, რომ ბავშვის მიერ ინტერნეტის მოხმარება მეტად უსაფრთხო და პოზიტიური გახადოთ.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, თუკი თქვენ და თქვენს ოჯახს გამუდმებით სახლში გიწევთ ყოფნა, მაშინ დიდი ალბათობით, თქვენი შვილები გაცილებით მეტ დროს ატარებენ თავიანთ ელექტრონულ მოწყობილობებთან ონლაინ რეჟიმში. დღესდღეობით ხომ თითქმის ყველაფერმა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა, მათ შორის, სკოლამ, მეგობრებმა, ოჯახის იმ წევრებმა, რომლებიც ჩვენთან არ ცხოვრობენ და მუსიკის გაკვეთილებმაც კი.

ინტერნეტთან კავშირის წყალობით, ბავშვებსა და თინეიჯერებს ახალი რეალობის ზეგავლენის შემცირებისა და ცხოვრების ჩვეულებრივ კალაპოტში გაგრძელების საშუალება მისცეს.

თუმცა, ინტერნეტმა თითოეული მშობელი არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტის შესაძლებლობები სრულად, თუკი მის პოტენციურ ზიანს მინიმუმამდე დავიყვანთ? როგორც წესი, ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც კი არ იყო ამ ბალანსის მიღწევა მარტივი, ხოლო ჯანდაცვის ისეთი კრიზისის დროს, როგორიც კოვიდ -19-ის პანდემიაა, განსაკუთრებით რთული გახდა.

5 გზა, თუ როგორ დავიცვათ ბავშვების უსაფრთხოება ინტერნეტში

1. დაიცავით ბავშვები ღია კომუნიკაციის მეშვეობით

ესაუბრეთ თქვენს შვილს გულახდილად და ჰკითხეთ, თუ ვის და როგორ ეკონტაქტება ინტერნეტით. დარწმუნდით, რომ ბავშვი აცნობიერებს ისეთი ურთიერთობის მნიშვნელობას, რომელიც სიკეთესა და თანადგომაზეა დამყარებული და იაზრებს, რომ დისკრიმინაციული ან სხვა სახის შეურაცხმყოფელი კომუნიკაცია ურთიერთობის მისაღები ფორმა არ არის. აუხსენით თქვენს შვილს, რომ როგორც კი მსგავს დამოკიდებულებას იგრძნობს ვინმესგან, დაუყოვნებლივ შეგატყობინოთ თქვენ ან სხვას, ვისაც ენდობა. თქვენ კი იყავით ყურადღებით და დააკვირდით ბავშვის ქცევას, ინტერნეტის მოხმარებისას ხომ არ ღიზიანდება მარტივად ან ხომ არ ჩანს უფრო ჩაკეტილი, ვიდრე მანამდე? დარწმუნდით, რომ თქვენი ბავშვი კიბერბულინგის მსხვერპლი არ არის.

თქვენს შვილთან ერთად შეიმუშავეთ გარკვეული წესები, თუ როგორ, სად და როდის არის მიზანშეწონილი ელექტრონული მოწყობილობის გამოყენება.

2. გამოიყენეთ ტექნოლოგია, რათა უკეთ დაიცვათ ბავშვები

შეამოწმეთ თქვენი შვილის ელექტრონული მოწყობილობები და დარწმუნდით, რომ პროგრამული უზრუნველყოფა და ანტივირუსი განახლებულია და რომ კონფიდენციალურობის პოლიტიკაც გააქტიურებულია. თუკი ბავშვი ვებკამერას არ მოიხმარს, რამით დაფარეთ იგი. შედარებით პატარა ასაკის ბავშვებისათვის გამოიყენეთ მშობლის კონტროლის მექანიზმი, როგორიცაა, მაგალითად, უსაფრთხო საძიებო სისტემა, რაც თქვენი ბავშვებისთვის ინტერნეტში გატარებულ დროს უფრო პოზიტიურს გახდის.

განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ უფასო საგანმანათლებლო წყაროების მიმართ. გააფრთხილეთ თქვენი შვილი, რომ აღნიშნული რესურსების მოსაპოვებლად არ ატვირთოს თავისი ფოტო და არც სახელი და გვარი მიუთითოს. პერიოდულად შეამოწმეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა და მაქსიმალურად შეამცირეთ მონაცემებზე წვდომის დაშვება. ასწავლეთ ბავშვს პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვა და აუხსენით, რომ მისი გაზიარება უცხო პირებისთვის არ შეიძლება.

3. გაატარეთ ბავშვთან ერთად დრო ინტერნეტში

ბავშვს შეუქმენით ისეთი გარემო და შესაძლებლობები, რომ უსაფრთხოდ შეძლოს მეგობრებთან, ოჯახის სხვა წევრებთან ან თქვენთან ურთიერთობა. დღეს ხომ სხვებთან კონტაქტს გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე - ოდესმე. თქვენ კი შესანიშნავი მაგალითის ჩვენება შეგიძლიათ, თუ როგორ შეიძლება ვირტუალური ურთიერთობის გაჯერება ემპათიითა და მხარდაჭერის გამოხატვით.

ასწავლეთ ბავშვს, როგორ ამოიცნოს ყალბი ამბავი და ასაკისთვის შეუსაბამო ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა, გაამწვავოს კორონავირუსთან დაკავშირებული შფოთვები. არ დაგავიწყდეთ, რომ ინტერნეტში არსებობს არაერთი სარწმუნო წყარო, მათ შორის გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა სანდო ორგანიზაციის ვებგვერდები, რომელთა საშუალებით თქვენს შვილთან ერთად შეძლებთ ვირუსის შესახებ მართებული ინფორმაციის მოძიებას.

გაატარეთ მეტი დრო თქვენს შვილთან ერთად და გაიგეთ, რომელი აპლიკაციები, თამაშები და სხვა ონლაინ გასართობები შეესაბამება მის ინტერესებსა და ასაკს.

4. დაეხმარეთ ბავშვს, გამოიმუშაოს ჯანსაღი ჩვევები ინტერნეტის მოხმარებისას

შეეცადეთ, რომ წაახალისოთ და აკონტროლოთ ბავშვის კარგი ქცევა ინტერნეტის გამოყენებისას ან ვიდეო ზარების დროს. აუხსენით ბავშვს, რომ კლასელებს პატივისცემით უნდა მოეპყროს, ფრთხილად აარჩიოს ტანსაცმელი და შეეცადოს, ვიდეო ზარებს საძინებლიდან არ ჩაერთოს.

გაითვალისწინეთ, რომ ბავშვის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, იცნობდეთ სკოლის პოლიტიკას და იმ ზომებს, რომლებსაც უნდა მიმართოთ კიბერბულინგის ან არასასურველი ონლაინ კონტენტის შესახებ შეტყობინების გადაცემისას.

რადგან ბავშვები ძალიან ბევრ დროს ატარებენ ინტერნეტში, იზრდება იმის ალბათობაც, რომ გადააწყდებიან ისეთ არასასურველ რეკლამებს, რომლებიც არაჯანსაღი საკვების პოპულარიზაციას, გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებას ან ასაკისთვის შეუსაბამო მასალის მიწოდებას ისახავს მიზნად. ასწავლეთ, როგორ ამოიცნოს ონლაინ რეკლამა, აქციეთ ეს მომენტი შესაძლებლობად და ბავშვთან ერთად გამოარკვიეთ, თუ რატომ არის ამ ნეგატიური შეტყობინებების გავრცელება არასწორი.

5. შეეცადეთ, ბავშვს მისცეთ გართობისა და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალება

სახლში მეტი დროის გატარება ბავშვებისთვის ერთგვარი შესაძლებლობაა, რომ ონლაინ პლატფორმებზე საკუთარი თავის გამოხატვა დაიწყონ, გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები და დაეხმარონ მათ, ვინც პანდემიის პირობებში შექმნილ კრიზისში საჭიროებს დახმარებას.

წაახალისეთ თქვენი შვილი, რომ ისარგებლოს ციფრული ინსტრუმენტების დადებითი მხარეებით, ადგეს, იმოძრაოს, ჩაურთეთ მათთვის განკუთვნილი ფიზიკური აქტივობის ვიდეოები ან ისეთი ვიდეო თამაშები, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს.

გახსოვდეთ, რომ ონლაინ განტვირთვის დაბალანსება აუცილებელია ისეთი აქტივობებით, რომლითაც ინტერნეტს მიღმა დაკავდებით, მაგალითად, სეირნობა.

წყარო:unicefgeorgia

ასევე საინტერესოა:

🔵

🔵

🔵

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773895723

საზოგადოება

ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა

ილია მეორის დაკრძალვაზე მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ჩამოვა. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქრონიკას“ უდასტურებს, რომ მსოფლიო პატრიარქი დაესწრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვას. ცნო...

ილია მეორი

1773866667

ახალი ამბები

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანი: მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ ილია მეორის განსაკუთრებულ ღვაწლს მართლმადიდებლურ სამყაროში, ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანმა ანტე იოზიჩმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ს...

საქართველოში წმიდა საყდრის დესპანი

1773864876

ახალი ამბები

ანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის ასურული მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, უწმინდესმა იგნატიუს აფრემ II-მ ოფიციალური წერილით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიო მუჯ...

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II Exclusivetv.ge

1773863606

ახალი ამბები

პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში

საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიცი...

პაატა სალია

1773862054

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს ოჯახთან, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა...

მიხეილ ყაველაშვილი