5 ოქტომბრიდან აშშ-ს მწვანე ბარათის, იგივე გრინქარდის გათამაშება იწყება - გაიგე, როგორ გაივლი რეგისტრაციას წარმატებით

მწვანე ბარათის პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია! ამ პოსტში გიზიარებთ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას:

რეგისტრაცია იწყება 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაცია იყო და არის უფასო.

რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov

თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.

რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.

სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov

აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.

შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.

მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას: https://ge.usembassy.gov/ka/visas-ka/immigrant-visas-ka/diversity-visa-ka/
 

  • რა არის მწვანე ბარათი?
    მწვანე ბარათი, ანუ Green Card, აშშ-ს საემიგრაციო სტატუსის დამადასტურებელი ბარათის არაფორმალური სახელია. ამ სტატუსს აშშ-ს მუდმივი რეზიდენტი ეწოდება და მფლობელს უფლებას აძლევს, ლეგალურად იცხოვროს და იმუშაოს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისარგებლოს სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევით, მიიღოს კრედიტი შეღავათიანი პირობებით და ჰქონდეს აშშ-ს სოციალური დაზღვევის ნომერი (Social Security Number).
  • რა არ არის მწვანე ბარათი?
    მწვანე ბარათის ფლობა არ ნიშნავს აშშ-ს მოქალაქეობის მიღებას. მოქალაქეობა ცალკე მდგომი, უმაღლესი სტატუსია. მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც შეუძლია, მაშინ, როცა მწვანე ბარათის მფლობელს ამის უფლება არ აქვს. მოქალაქეობის მოპოვება უფრო რთული პროცესია, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.
  • რატომ ტარდება მწვანე ბარათის გათამაშება და ვინ ატარებს მას?
    ე.წ. მწვანე ბარათის ლატარია, ოფიციალურად კი “მრავალფეროვანი იმიგრაციის სავიზო პროგრამა” აშშ-ს კონგრესის დამტკიცებული გათამაშებაა, რომელსაც წელიწადში ერთხელ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ატარებს.

    ყოველწლიურად ამ ლატარიით 50 ათასი მწვანე ბარათი თამაშდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. პროგრამის მიზანი აშშ-ს მოსახლეობის მრავალფეროვნების შენარჩუნება და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, აშშ-ში ლეგალურად ცხოვრების და მუშაობის უფლების მინიჭებაა.

  • როგორ უნდა მივიღო მონაწილეობა?
    გრინ ქარდის გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია. საკმარისია, იცოდეთ ელემენტარული ინგლისური, რათა შეავსოთ გათამაშების ოფიციალური ფორმა.

    ფორმა ივსება მხოლოდ და მხოლოდ (!) ერთ საიტზე და მისი მისამართია https://www.dvlottery.state.gov. ეს არის ერთადერთი ოფიციალური საიტი და მხოლოდ აქ შევსებულ ფორმაზე გაქვთ სრული გარანტია, რომ თქვენი მონაცემები გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

  • რა ღირს ლატარიაში მონაწილეობა?
    მწვანე ბარათის გათამაშებაში მონაწილეობა აბსოლუტურად უფასოა. სხვადასხვა თანხის გადახდა მოგიწევთ მხოლოდ მაშინ, თუ გაიმარჯვებთ. მოგებულ აპლიკანტებს ბევრი საბუთის შეგროვება და მოსაკრებლის გადახდა უწევთ, თუმცა ფორმის შევსება ოფიციალურ საიტზე და მონაწილეობის მიღება სრულიად უფასოა.
  • წვანე ბარათის ლატარია ფასიანია?
    არა, მასში მონაწილეობა სრულიად უფასოა. თუმცა, არსებობს ძალიან (ძალიან) ბევრი კომპანია, რომელიც ამ მომსახურებას ყიდის. რეალურად, ისინი უმარტივესი ფორმის თქვენ მაგივრად შევსებაში იღებენ ფულს. შესაძლოა ეს ვინმესთვის მიმზიდველი სერვისი იყოს, თუმცა გვერწმუნეთ, არ ღირს ეს პროცესი სხვას ანდოთ.

    ასეთი კომპანიების სერვისის გამოყენებისას არასოდეს ხართ დარწმუნებული, ნამდვილად შეავსებენ თქვენს ფორმას თუ უბრალოდ თაღლითებთან გაქვთ საქმე. ცხადია, არსებობს კეთილსინდისიერი კომპანიებიც, მაგრამ ზედმეტ რისკს, სჯობს თავად შეავსოთ გათამაშების ფორმა, როგორც აღვნიშნეთ, ამ ერთადერთ ოფიციალურ საიტზე: https://www.dvlottery.state.gov

  • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
    გათამაშებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს. სავალდებულოა აკმაყოფილებდეთ მხოლოდ ერთ პირობას ამ ორიდან:

    1. გქონდეთ დამთავრებული საშუალო სკოლა, მინიმუმ 11 კლასი;
    ან
    2. გქონდეთ მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი სტაჟი უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, აშშ-სთვის საინტერესო სფეროებში (პროფესიების და სფეროების ჩამონათვალი იხილეთ აქ).
    გაითვალისწინეთ, რომ სკოლის დამთავრების ან სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტები მონაწილეობის ფორმის შესავსებად საჭირო არ არის. ფორმის შევსებით თქვენ უბრალოდ ეთანხმებით, რომ ამ ორი მოთხოვნიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებთ. საბუთების წარდგენა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გახდება საჭირო.

  • რა მონაცემებია საჭირო ფორმის შესავსებად?
    ფორმაში უთითებთ ძირითად მონაცემებს თქვენ შესახებ: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ხართ თუ არა ქორწინებაში და რა ტიპის განათლება გაქვთ მიღებული. ასევე, საჭიროა ფოტოსურათი.

    დამატებით, თუ დაქორწინებული ხართ, იგივე მონაცემები და ფოტოები იქნება შესავსები თქვენი მეუღლისთვის და თქვენი ყველა შვილისთვის. ქორწინებაში იგულისხმება მხოლოდ ოფიციალური ხელმოწერა, ქორწინების მოწმობით.

     

  • ფოტო უნდა იყოს ე.წ. “საბუთის ფოტო”, კონკრეტულ ზომაში და პარამეტრებში. ყველგან, სადაც საბუთის ფოტოებს იღებენ, ეს მოთხოვნები უკვე ზეპირად იციან. უბრალოდ ეტყვით, რომ მწვანე ბარათისთვის გჭირდებათ ფოტო და ყველაფერს თავად მიხედავენ. ასევე, ეს მოთხოვნები თქვენც გაითვალისწინეთ და გადაამოწმეთ, ხომ არ არღვევს რომელიმე პირობას თქვენი ფოტო:

    ფოტო უნდა იყოს ფერადი, კვადრატული, ზომით 600 პიქსელი 600 პიქსელზე.

    ფაილი უნდა იყოს მაქსიმუმ 240 კილობაიტის (kb) ზომის, JPG ფორმატში.

    თქვენი სახე (ნიკაპიდან შუბლამდე) უნდა იკავებდეს მთელი ფოტოს სიმაღლის 50%-დან 69%-მდე ნაწილს.

    (უფრო ზუსტად წარმოსადგენად, იხილეთ ფოტოს შაბლონი).

    უნდა იყოს გადაღებული ფორმის შევსებამდე მაქსიმუმ 6 თვით ადრე.

    ფონზე უნდა იყოს ნეიტრალური, თეთრი ფერი, კედელზე არ უნდა ეცემოდეს თქვენი ჩრდილი.

    უნდა იყურებოდეთ პირდაპირ კამერაში, არ უნდა იღიმოდეთ ან იბღვირებოდეთ, მიიღეთ ნეიტრალური სახე.

    ფოტოს გადაღებისას, ჩაიცვით ჩვეულებრივი ტანსაცმელი, განსაკუთრებულად გამოწყობა საჭირო არ არის. არ შეიძლება გეცვათ სამხედრო, პოლიციის ან სხვა სპეციალური უნიფორმა. არ შეიძლება გეხუროთ ქუდი ან ნებისმიერი სხვა თავსაფარი.

    ნებისმიერი ასაკის ბავშვის ფოტოში უნდა ჩანდეს მხოლოდ ბავშვი. არ შეიძლება ფოტოში ბავშვთან ერთად ჩანდეთ თქვენ ან ვინმე სხვა.

    ფოტოს გადაღება სათვალეებით აღარ შეიძლება.

    ფოტოს გადაღების სრული ინსტრუქცია და მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე. როდესაც

    ფოტო მზად გექნებათ, უკვე შეგეძლებათ ფორმის შევსება.

     

  • კიდევ რა უნდა გავითვალისწინო ფორმის შევსებისას?
    მიაქციეთ ყურადღება ინფორმაციის სიზუსტეს. არაფერი შეგეშალოთ, თორემ გამოსწორების შანსი აღარ გექნებათ.

    აუცილებლად დაუკვირდით, როგორ წერთ სახელსა და გვარს — ფორმაში ეს ველი უნდა შეავსოთ ზუსტად ისე, ლათინური ასოებით, როგორც ეს პასპორტში წერია.

    გაითვალისწინეთ, რომ მეუღლის და შვილების შესახებ ინფორმაციის შევსება სავალდებულოა. გამარჯვების შემთხვევაში, თქვენთან ერთად მწვანე ბარათს მიიღებენ მეუღლეც და შვილებიც 21 წლამდე. თუ ფორმის შევსებისას მათ მონაცემებს არ, ან არასწორად მიუთითებთ, ისინი ამ შანსს დაკარგავენ.

    ასევე გირჩევთ, შეავსოთ ფორმა თქვენი მეუღლის სახელზეც. ამით, თქვენს ოჯახს გამარჯვების ორმაგი შანსი აქვს — თუ მოიგებს თქვენი მეუღლე, მწვანე ბარათი ავტომატურად გერგებათ თქვენც და თქვენს შვილებსაც.

     

     

    ასევე დაგაინტერესებთ:

    🔵ნახე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის მატარებელი კაცია ჭკვიანი და შეგეფერება შენ

    🔵7 ვაჟკაცი, 5 გოგონა - ოზურგეთის კლინიკა "მედალფაში", 24 საათში 12 ახალშობილი დაიბადა (ფოტორეპორტაჟი)

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773995193

ახალი ამბები

მსოფლიო პატრიარქს თბილისში 22 მარტს ელოდებიან - „წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას, ეს მისი გადაწყვეტილებაა“

„მსოფლიო პატრიარქის თვითმფრინავი, დაახლოებით, 11:00 საათზე დაფრინდება თბილისის აეროპორტში და 12:00 საათისთვის ველოდებით აქ“, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვან...

მსოფლიო პატრიარქი

1773994155

ახალი ამბები

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ირაკლი ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-ლეიტენანტ გიორგი მათიაშვილთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად...

 თავდაცვის სამინისტრო

1773993847

ახალი ამბები

გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ მთელ ქვეყანას ამ დიდ დანაკლისს

ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს. „საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით ვუსამძიმრებ მთელს...

გიორგი კალანდარიშვილი

1773992193

ახალი ამბები

The New York Times: ილია II-მ ეკლესია ქვეყნის ყველაზე მდგრად და პატივსაცემ ინსტიტუციად აქცია, მისი ლიდერობა დაძაბულ და რთულ პერიოდებში ქვეყნისთვის მყარ სულიერ საყრდენს წარმოადგენდა

გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ „როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ინსტიტუტის - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლე...

ილია II

1773991423

მსოფლიო

„სამძიმარს ვუცხადებთ ყველას, ვინც პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას გლოვობს“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი გლობალური რელიგიური თავისუფლების საკითხებში, მარკ უოლკერი სამძიმარს გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის ილია II-ის გ...

 მარკ უოლკერი