ფსიქოლოგი გირჩევთ - ისწავლეთ "არა"-ს თქმა!

"კი და არა" - ცხოვრების ნავიგაციის სისტემის ორი ერთმნიშვნელოვანი მიმართულებაა, დიქოტომიური და შესაბამისად მარტივი.

მარტივი?

კი, არ არის პრობლემა - ტენდენციურად რაღაცაზე დათანხმება, რაღაცის საკუთარ თავზე აღება, კარგ ტონად ითვლება, ასეც გვზრდიან. თან კეთილი, საყვარელი, მიამიტი,  ხანდახან კონფორმისტული, ფარხმალდაყრილი "კი", ხშირად ბევრად მარტივი სათქმელია, ვიდრე ბობოქარი, გულისცემის ამაჩქარებელი, შიშის მომგვრელი, მაგრამ გულწრფელი და ღირსეული, ჯანსაღი "არა".

არადა დაფიქრდით, რამდენჯერ გინდოდათ "არას" თქმა, მაგრამ...

ვერ გაბედეთ? 
არ იკადრეთ? 
არ/ვერ აკადრეთ? 
შეწინააღმდეგების თავი არ გქონდათ?
ჩვევას არ/ვერ უღალატეთ?

არ იცით, როგორ თქვათ "არა"?

ცხოვრებაში ისე ვმოგზაურობთ, რომ მხედველობის ფოკუსი ექსკლუზიურად გარე სამყაროზე, სხვებზე გვაქვს ცენტრირებული, პარალელურ რეჟიმში კი, ვშორდებით საკუთარ თავს, ვუცხოვდებით ჩვენს სურვილებთან, მოთხოვნილებებთან. ფსიქიკა კი, ასეთ ექსცენტრულ არსებობას, დიდხანს არ მოგვითმენს "დაუსჯელად".

მხოლოდ ნელ-ნელა შემოტმასნილი, ურჩი სიმპტომები გვაიძულებენ წვალების, შიშების, შფოთვის, დეპრესიის, ტკივილების გზით თვალი გავუსწოროთ მტვერდადებულ მეს, ფსევდოალტრუიზმის სასაფლაოზე  დამარხულ ეგოს. 
ეს კი, როგორც წესი, იმ პერიოდს ემთხვევა, ანდიდეპრესანტი რომ შემოდის საუზმის მენიუში და მალევე თვითონ ხდება საუზმე, ერთადერთი საუზმე.

არას არ თქმა, არ არის კარგი! 
ეს ტავტოლოგიური სექსტოლი ბანალური, მაგრამ ჭეშმარიტია.

"არა", არის სამყაროსგან (აუცილებელი) გამიჯვნის ყველაზე ადვილი, მაგრამ არა მარტივი მეთოდი! "არა", არის საკუთარი არსებობის ვერბალური დნმ-ი! "არა", არის მე-ს კონსტიტუციური უფლება! ბევრი, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური (და არა მარტო) აშლილობა უკავშირდება არას თქმის დეფიციტს, რაც შეიძლება მარტივად პარაფრაზირდეს როგორც საკუთარი თავის ღალატი.

გამოსავალი ერთია - მარტივი, მაგრამ რთული "არა"!

დაიწყეთ "არა"-სთან დაახლოება, არას თქმა, როცა არა გეთქმევინებათ, როცა "კი", უბრალოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. არ შეყოვნდეთ და არ წაბორძიკდეთ ფსევდოალტრუისტულ ეჭვებზე. ალტრუიზმი უტოპიაა, ეგოიზმი კი - რეალობა, ყველაზე რეალური, რეალობათა შორის! ჯანმრთელობა მოითხოვს ეგოიზმს. ანუ, საკუთარ თავზე ზრუნვას, მის ერთგულებას. ის, რაც ცუდი გვგონია, ეგოცენტრიზმია, ანტისოციალური საქციელი. ეგოიზმი კარგია, საჭიროა, აუცილებელია! თუნდაც სოციალურ, ფილანტროფულ ჭრილში - რაც უფრო ძლიერია, ჯანსაღია შენი მე, მით უფრო გააძლიერებ იმ ოჯახს, სამეგობროს, საზოგადოებას, სამყაროს, რომლის წევრიც და ნაწილიც ხარ.

"კი"-ს რაც შეეხება - ყველაფერი ზემოხსენებული "კი"-ზეც ვრცელდება, უბრალოდ მეტწილად სარკისებურად.

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

"თქვენი ჰაუსი - მედიცინა და ფსიქოლოგია"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755100973

ახალი ამბები

ზუგდიდში ქალმა 45 წლამდე ქალი მოკლა - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულიღონისძიებ...

პოლიცია, ლენტი, პატრული

1755098160

საზოგადოება

მაკრონი: ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მიერ იქნება განხილული

 საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები მხოლოდ ზელენსკის მიერ იქნება განხილული. „ტერიტორიული საკითხები მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის მიერ იქნება გ...

მაკრონი და ზელენსკი

1755094819

საზოგადოება

ვოლსკი: ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს, ყველა სტანდარტი, ოფიციალური ინფორმაცია, შეჯამება არის იმ ლოგიკისა და რეალობის მხარეს, რომელიც საქართველოში არსებობს

დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმ...

გიორგი ვოლსკი

1755094506

საზოგადოება

პაატა სალია: მიმდინარე წლის განმავლობაში სამი ახალი იუსტიციის სახლის გახსნა იგეგმება. პირველ რიგში ეს არის გლდანში არსებული იუსტიციის სახლი, რომლის მშენებლობა მალე დასრულდება

უახლოეს მომავალში იუსტიციის სახლის ფილიალები გაიხსნება გლდანში, მცხეთაში, ხელვაჩაურში, ზოტში, ჭალაში, ტოლებსა და ახმეტაში. როგორც იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ განაცხადა, სერვისების ხელმისაწვდომობ...

პაატა სალია

1755093299

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი: ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს

„ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენს რეგიონს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობები, პოლიტიკურ სიმყარეს მოსდევს ეკონომიკური სიმყარე და ხალხის კეთილდღეობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილ...

მიხეილ ყაველაშვილი