ხალხური მედიცინა კორონავირუსის წინააღმდეგ

მას შემდეგ, რაც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიამ მოიცვა, დაავადებული ადამიანების მკურნალობის პარალელურად მედიკოსები ინტენსიურად ფიქრობენ, ‘’კოვიდ 19’’-ის საწინააღმდეგო  ვაქცინის შექმნაზე. მრავალი მცდელობის, ექსპერიმენტული მედიკამენტების და ცდების მიუხედავად, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს კორონავირუსისგან თავის დაცვის გარანტირებული საშუალება. თუმცა არის ერთი რამ, რასთან დაკავშირებითაც მეცნიერები იმთავითვე ერთუსულოვანნი არიან და ეს ‘’კოვიდ 19’’-თან მიმართებაში ძლიერი იმუნიტეტის გადამწყვეტი როლია. ზოგადად, იმუნიტეტი უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ დაავადებასთან საბრძოლველად, განსაკუთრებით, როცა საქმე ვირუსებს ეხება, თუმცა იმუნიტეტის გაძლიერებამ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი ‘’კოვიდ 19’’-თან მიმართებაში იმიტომაც შეიძინა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ამ ვირუსთან ბრძოლისთვის საჭირო ხერხები, არ გვაქვს კონკრეტული მედიკამენტები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ დღეს ძლიერი იმუნური სისტემის იმედად ვართ.

საოჯახო მედიცინაში იმუნიტეტის  გაძლიერებას ყოველთვის დიდ როლს ანიჭებდნენ. კორონავირუსის გამოჩენამდე და საუკუნეების წინაც ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა არის ყველაზე მთავარი იარაღი ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ და მთელ ამ სისტემაში იმუნიტეტი გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ვარდო ხოხლენკო იმ ოჯახიდან არის, სადაც საოჯახო მედიცინის ცოდნა თაობიდან თაობას გადაეცემოდა. იმუნიტეტის გამაძლიერებელი წამლის დამზადების ტექნოლოგია ბებიასგან და სალუქვაძეების ოჯახისგან ერგო. თავად პროფესიით ქიმიკოსმა კი უკვე მიღებული ცოდნა თეორიულად გაიაზრა, წამალში გამოყენებული მცენარეები პრაქტიკულად შეისწავლა და მემკვიდრეობით მიღებული რეცეპტი კიდევ უფრო გაამდიდრა.

– ჩვენი წინაპრები საუკუნეთა განმავლობაში ეძებდნენ და პოულობდნენ დაავადებათა მკურნალობის და იმუნიტეტის ამაღლების ბუნებრივ საშუალებებს. დროთა განმავლობაში ზოგი დავიწყებას მიეცა, ზოგი კი შემორჩა და დღესაც წარმატებით გამოიყენება. ერთ-ერთი ასეთი საშუალება გახლავთ ხალხში კარგად ცნობილი ე.წ. ‘’საყმაწვილო’’,  რომელიც თერთმეტი მცენარეული კომპონენტისგან შედგება გამოიყენება რიგი ანთებითი და ალერგიული დაავადებების წინააღმდეგ.იგი აწესრიგებს ლინფური კვანძების მუშაობას , რომელიც ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიურ ფილტრს წარმოადგენს.

რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის იმუნიტეტი? როგორც აღმოჩნდა, ეს წამალი, პირველ რიგში, იმუნურ სისტემას ამდიდრებს და აძლიერებს.

სიცოცხლის საწყის ეტაპზე, პირველი ექვსი თვის განმავლობაში ადამიანს თანდაყოლილი იმუნიტეტი იცავს, შემდეგ კი იგი თავად ქმნის დაცვის საკუთარ სისტემას. ამ სისტემის ჩამოყალიბებას, ცხადია, დრო სჭირდება და ამასობაში ადამიანი სხვადასხვა დაავადების მხრიდან მოწყვლადი ხდება. ამიტომ ამ პერიოდში მას გარედან სჭირდება დახმარება. იგივე შეიძლება ითქვას ხანდაზმულებზეც, როცა სიცოცხლისთვის გამუდმებულ ბრძოლაში იმუნური სისტემა ცვდება და სუსტდება.

იქნებ გვიამბოთ რისთვის არის სასარგებლო ‘’საყმაწვილო’’ და რა პრობლემების მქონე ადამიანებმა უნდა დალიონ ის?

“საყმაწვილო” წარმატებით გამოიყენება ორგანიზმის ლიმფური სისტემის მოწესრიგების(ჯირკვლები) სისხლის შემადგენლობის გაუმჯობესებისა და იმუნიტეტის ასამაღლებლად. ოფლიანობის მოსაწესრიგებლად, ძილის და კვების დარღვევების დროს, თუმცა მთელ ამ ჩვენებებში ყველაზე მნიშვნელოვანია იმუნიტეტის გაძლიერება, რაც დღეს, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, როცა დაცულები არცერთი მხრიდან არ ვართ, ძალიან გვჭირდება.

რა დროს უნდა ჩაიტაროს ადამიანმა ‘’საყმაწვილოს’’ კურსი და არის თუ არა ასაკი და ამ წამლის მიღების სეზონი მკაცრად განსაზღვრული?

ხანდახან გაისმის მცდარი მოსაზრება, რომ ის მხოლოდ ბავშვებისთვის ან გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდებისთვის არის ეფექტური და მიზანშეწონილი. ეს არასწორია, რადგან ‘’საყმაწვილო’’ ყველა ასაკის ადამიანისთვის შეუცვლელი წამალია.

არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ‘’საყმაწვილო’’ მხოლოდ გაზაფხულზე და შემოდგომაზე არის ეფექტური, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეეფერება. ეს შეხედულება მომდინარეობს იმ დროიდან, როცა მაცივარი და წამლის ცივად შენახვის შესაძლებლობები ნაკლებად იყო, ეს წამალი კი მალფუჭებადია. ამიტომ ადამიანები თავს არიდებდნენ ‘’საყმაწვილოს’’  კურსის დაწყებას ზაფხულში, თუმცა ახლა ცხელ თვეებშიც მიაქვთ და ჩვეულებრივად იღებენ ხოლმე. შესაძლებელია, პროფილაქტიკისთვის მივიღოთ წელიწადში ორჯერაც.

რამდენად შრომატევადია მისი დამზადების პროცესი და მოითხოვს თუ არა განსაკუთრებულ ცოდნას?

პროცესი საკმაოდ შრომატევადია და ის საველე პირობებში იწყება. გამომდინარე იქიდან რომ ‘’საყმაწვილო’’ 10 ნედლი და 1 ხმელი მცენარისგან შედგება, ჯერ უნდა მოხდეს ამ მცენარეების შეგროვება, გახმობა, დაფქვა. ყველაფერი გრამებშია გაწერილი და ამ პროცესში დაშვებული მცირედი შეცდომაც კი ‘’საყმაწვილოს’’ უნიკალურ ეფექტს დაუკარგავს.

ქალბატონო ვარდო, ეს ცოდნა, როგორც ვიცით, ოჯახიდან გერგოთ.

კი, ეს რეცეპტი საუკუნეზე მეტის არის. ბებიაჩემი ვარდო სალუქვაძე. გახლდათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურიდან.სალუქვაძეების ოჯახში თაობიდან თაობას გადაეცემოდა ეს ცოდნა და სწორედ ბებიაჩემისგან მერგო მეც. აქამდე ჩემი წინაპრები ამ წამალს მხოლოდ ახლობლებისთვის ამზადებდნენ. ხოლო როცა ეს ცოდნა ჩემზე გადმოვიდა, ოჯახური ტრადიციით შეძენილს  დაემატა ჩემი აკადემიური განათლებაც ქიმიურ მეცნიერებებში, შესაბამისად, ჩემი ინტერესი ამ წამლისადმი კიდევ უფრო გაღრმავდა და შემიძლია ვთქვა, რომ გარკვეულწილად ეს ცოდნა ჩემი მხრიდანაც გავამდიდრე.

რას იტყვით ‘’საყმაწვილოზე’’ კორონავირუსთან მიმართებაში?

მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი დაავადებისას, განსაკუთრებით კი ვირუსების შემთხვევაში, ადამიანის იმუნურ სისტემას გადამწყვეტი როლი ენიჭება და სწორედ მასზეა დამოკიდებული რამდენად უმტკივნეულოდ და ნაკლები დანაკარგების გარეშე გადაიტანს ადამიანი ამა თუ იმ ინფექციას. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ‘’საყმაწვილოთი’’ ჩვენი იმუნიტეტის გაძლიერება კორონავირუსისგან თავის დაცვის და პრევენციის ეტაპზე, საკმაოდ სწორი გადაწყვეტილებაა. ვარდო ხოხლენკოსთან დაკავშირება შეგიძლიათ შემდეგ ნომერზე: 591 30 70 02

წყარო: guria.tv

ასევე დაგაიანტერესებთ:

⭕ მათთვის, ვისაც თავის ტკივილი და თავბრუდახვევა ახასიათებთ

იტალიაში მოღვაწე თბილისელი ფიტნეს-ინსტრუქტორი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749315749

ახალი ამბები

პიმენ ყურაშვილი ტრამპის და მასკის დაპირისპირებაზე: ხუმრობით რომ ვთქვა, მგონი რაღაც მექსიკურ სერიალში აღმოვჩნდით

ხუმრობით რომ ვთქვა, მგონი რაღაც მექსიკურ სერიალში აღმოვჩნდით, - ასე გამოეხმაურა საზოგადოება „ქართულის“ წევრი პიმენ ყურაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის და მისი მთავრობის ყოფილი წევრის, მილიარდე...

პიმენ ყურაშვილი

1749312328

სპორტი

დავით ქაჯაია „ევრონასკარის“ ბრიტანეთის ეტაპზე „ჩელენჯერის თასის“ გამარჯვებულია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ისტორიაში პირველად ქართველი მრბოლელები დავით ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე „EuroNASCAR“-ზე ასპარეზობენ. „NASCAR“-ის ევროპის სერიების ბრიტანეთის ეტაპზე, დავი...

დავით ქაჯაია

1749308969

ახალი ამბები

ტაძარში ფრესკის ხატვისას კაცი ხარაჩოდან გადავარდა და დაიღუპა - ტრაგიკული შემთხვევა ხონში

ხონის მუნიციპალიტეტში მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა ხარაჩოდან გადმოვარდა. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შუახნის კაცი ტაძარში გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა. არსებული ინფორმაციით,...

დაკავება, პოლიცია

1749307723

ახალი ამბები

თბილისის მერიის ცნობით, გლდანში, სანდრო ახმეტელის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილების სქემა იცვლება

გლდანის რაიონში, სანდრო ახმეტელის (ყოფილი აკაკი ვასაძის) ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისის 09:00 საათიდან – აგვისტოს ბოლომდე, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად აიკრძალებ...

ავტობუსი

1749307458

ახალი ამბები

ჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს: მე როცა სამშობლოს იარაღით ხელში ვიცავდი, თქვენ საცხოვრებელი სახლისა და ლუკმაპურის გარეშე ტოვებდით ჩვენს მოქალაქეებს, თქვენი განცხადება ჩხოროწყუელებისთვის არის დამამცირებელი

„ჩემთვის არ არის სიახლე ის, რომ თქვენ ჩხოროწყუ და ჩხოროწყუელების ინტერესები არ გაღელვებთ, მე კი ბედნიერი ვარ, რომ მთელი ცხოვრება ჩხოროწყუს სიყვარულს და ჩხოროწყუელებს მივუძღვენი. ვიყავი მე-9 მოწვევის პ...

ჯუმბერ იზორია მამუკა ხაზარაძეს