„რა ჯანდაბა უნდა ამას მანქანაში-მეთქი და გადავაგდე“ - უცნობი მძღოლის ისტორია
„მაღალმთიან სოფელში ვცხოვრობ და ავტომანქანაც შესაფერისი მყავდა ყოველთვის. ამ რამდენიმე წლის წინ, "ნისანის" ჯიპი ვიყიდე, აი, ისეთი, გაეროს წარმომადგენლები რომ დადიან. ჰოდა, სახლში რომ მოვიყვანე, საბარგულში სამშენებლო ბლოკი დავინახე. ძალიან არ მიყვარს მანქანაში ზედმეტი ნივთები. რა ჯანდაბა უნდა ამას მანქანაში-მეთქი და გადავაგდე.
გავიდა რამდენიმე თვე, სადღაც მივდივარ ჩემი "ნისანით", უცებ საბურავი გასკდა, "ზაპასკა" გადმოვიღე, "დომკრატი" მოვამზადე, მაგრამ რად გინდა, "დომკრატი" გაცილებით პატარა აღმოჩნდა, მაშინ კი მივხვდი, რატომაც იყო საბარგულში ბლოკი.
მალე ეს მანქანა გავყიდე და "ვილისი" ვიყიდე. ვხედავ, საბარგულში დევს აგური. მაშინვე ამოვიღე "დომკრატი", ოთხივე მხარეს დავუარე, მაგრამ ოთხივეს მოერგო. მაშინ რაღად მინდა-მეთქი და ისიც გადავაგდე.
მეორე დღეს მეზობელ სოფელში წავედი ძმაკაცთან ერთად. დიდი მინდორი უნდა გამევლო. აღმართში მანქანამ ერთი დააცემინა და გაჩერდა. მაშინვე ხელის "ტორმუზი"ამოვწიე, ქვემოთ რომ არ დაგორებულიყო, მაგრამ სადაა "რუჩნოი"? მიდი, ძმურად, ქვა ნახე და დაუდე-თქო, ვუთხარი მეგობარს. ჩავიდა, ბევრი ეძება ქვა, მაგრამ ვერ იპოვა. აი, მაშინ მივხვდი, რატომ იყო საჭირო საბარგულში აგური.
აქ თითქოს კურიოზული არაფერია, მაგრამ "ვილისი" რომ გავყიდე და "პაჯერო" ვიყიდე, სწორედ მაშინ მოხდა კურიოზი... საბარგული ავხადე და შიგნით ერთი ცალი მეტლახი ეგდო. ჰოდა, მთელი წელია დავდივარ ამ მეტლახით. მეკითხებიან, რატომ დაგაქვს აქეთ იქითო, მაგრამ შიშით ვერ ვაგდებ, რა ვიცი, რაში დამჭირდება...“
ავტორი უცნობია
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📌 8 საშობაო ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...
1793518136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ, ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ
ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ. ახლა მათი პასუხისმგებლობაა, ეს მძიმე ლაქა ჩამოირეცხონ, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შა...
1793515656
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს...
1793513051
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 1-ელ ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
პირველ ნოემბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმას ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვი...
1793479650
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ
ჩვენ ვიყავით მომსწრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერის, რომელიც დარწმუნებული ვარ, პოლიტოლოგიაში სამაგალითო იქნება, თუ როგორ შეიძლება, მთელი ბიუროკრატიული მანქანა მოქმედებდეს ქვეყნის წინააღმდეგ, - განაცხადა...






























