როგორ აღნიშნავდნენ ახალ წელს საბჭოთა კავშირში?
ახალი წელი საბჭოთა კავშირის დროსაც ერთ-ერთი მთავარი დღესასწაული იყო და, პროდუქტების ტოტალური დეფიციტის პირობებში, ადამიანები ახერხებდნენ, ეს დღე ლამაზად გაეტარებინათ...
ახალი წლის მოახლოება ემოციებითა და მოლოდინით სავსე პერიოდი იყო. ხალხი ახალი წლის დადგომამდე ორი-სამი კვირით ადრე იწყებდა დღესასწაულისთვის მზადებას. ქვეყანაში პროდუქტების ტოტალური დეფიციტი იყო, ამიტომ სურსათი და საჩუქრები წინასწარ უნდა მოემარაგებინათ.
მოგებიან მდგომარეობაში იყვნენ ისინი, ვისაც მაღაზიაში ნაცნობი ჰყავდათ - მათ „საბჭოთა შამპანურის“, მწვანე ბარდისა და შებოლილი ძეხვის შოვნა გარანტირებული ჰქონდათ.

საბჭოური ნაძვის ხე და ნაძვის ხის სათამაშოები საბჭოთა კავშირის დაარსების პირველ წლებში ნაძვის ხე, როგორც ბურჟუაზიული წყობის გადმონაშთი, აკრძალული იყო. საბჭოთა ხელისუფლებამ ნაძვის ხის რეაბილიტაცია 1935 წელს მოახდინა.
60-იან წლებამდე ყველა ოჯახში ცოცხალი ნაძვის ხე იდგა, ხელოვნური ნაძვის ხეები მხოლოდ მოგვიანებით გამოჩნდა.

რაც შეეხება ნაძვის ხის მოსართავებს: იყიდებოდა(თუმცა ესეც დეფიციტში) ძალიან ლამაზი მინის ფერად-ფერადი სათამაშოები. მათ სხვადასხვა ფიგურები ჰქონდათ. თვალს გვტაცებდა ულამაზესი ფიფქები, საათები, სასაცილო თოჯინები, კიტრები, ვაშლები, ბურთები, ყინულის ლოლუები და კიდევ უამრავი სხვა ფორმის ბრჭყვიალა სათამაშოები.
ნაძვის ხის კენწეროს აუცილებლად ამშვენებდა წითელი ვარსკვლავი: ის საახალწლო ნაძვის ხის აუცილებელი ატრიბუტი იყო.

რაც შეეხება საახალწლო საჩუქარს-ახლა პრობლემაა, რა ამოვირჩიოთ უამრავიდან, ხოლო მაშინ უნდა აგვერჩია ფაქტიურად არაფრიდან.
ყველაზე ძვირფას საჩუქრად ითვლებოდა ფრანგული სუნამო ან ოდეკოლონი, თუ რა თქმა უნდა, რაღაც სასწაულით შეძლებდით მის შოვნას.
უფრო ხშირად ქალებს ჩუქნიდნენ საბჭოთა სუნამოს, მამაკაცებს - ოდეკოლონს, თუმცა არც მათი მოხელთება იყო იოლი.

პატარებს ძირითადად ჩუქნიდნენ შოკოლადის ან კარამელის კანფეტებს და ეს ხდებოდა სკოლაში ან ბაღში საახალწლო ზეიმებზე.
ადამიანების ძირითადი ყურადღება გადატანილი იყო ტელევიზორისაკენ. ტელევიზია ცდილობდა შეძლებისდაგვარად ეზრუნა ხალხის მხიარულ განწყობაზე, თუმცა მაშინ სულ ორად-ორი არხი არსებობდა. ახალი წლის დღეებში აჩვენებდნენ კომედიებს, მულტფილმებს, კონცერტებს. განა ჩაივლიდა ახალი წელი "ბედის ირონიის" ან "თოვლის დედოფლის" გარეშე?

ღამის 12 საათს ყველა ფეხზე ადგომით ხვდებოდა, იხსნებოდა შამპანური და მერე ოჯახები ტელევიზორის წინ მოკალათებული ატარებდნენ საახალწლო ღამეს.
ლამაზად გაწყობილი სუფრა, ციმციმა გირლანდები ნაძვის ხეზე, ასე იშვიათი და ნანატრი საზღვარგარეთის ესტრადა ღამის ორი საათის შემდეგ - თითქმის ყველაფერი ისე იყო, როგორც დღეს. უბრალოდ, იმ დროისგან განსხვავებით, არჩევანი გვაქვს.

შეიძლება დაგაინტერესოთ:
🔵შეცვლის თუ არა თალაკვაძე ტიკარაძეს?
🔵რა ქონებით ტოვებს თანამდებობას ეკატერინე ტიკარაძე?
🔵ვაქცინაცია ჯანდაცვის მუშაკებისთვის სავალდებულო გახდა გერმანიაში
1794199809
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
9 ნოემბერს ქუთაისში წვიმა იქნება, დღისით +9 და ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ნალექია მოსალოდნელი,...
1794199519
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის...
1794169243
საზოგადოებაზაზა შათირიშვილი: კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს, ევროპა მათ მეტყველებაში ნიშნავს დაახლოებით აღთქმული მიწა ან ზეციური იერუსალიმი
კარგა ხანია, რაც რადიკალების რიტორიკაში ევროპა იქცა ისეთ რიტორიკულ ფიგურად, რომელსაც რეალურ პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ აქვს. ეს არის არა იმდენად პოლიტიკური, რამდენადაც რელიგიური ტერმინი, ევროპა მ...
1794166688
მსოფლიოპოლონეთის პროკურატურამ კრაკოვში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო
პოლონეთის პროკურატურამ, 7 ნოემბერს კრაკოვის ისტორიულ ცენტრში მომხდარი თავდასხმის ფაქტზე გამოძიება „ტერორისტული ხასიათის დანაშაულის“ მუხლით დაიწყო. თავდამსხმელი 2002 წელს დაბადებული კაცია, რომელიც, გამ...
1794164908
საზოგადოებაუკრაინელი ჟურნალისტი: ადამიანები შეძრწუნებულები არიან როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა, საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ სამწუხარო და უარყოფით რეალობას, რომელიც უკრაინაშია
„ადამიანები შეძრწუნებულები არიან, როდესაც ხედავენ, რომ ქაოსს ეწირება კანონი, კორუფცია კი ცხოვრების ჩვეულ წესად იქცა. ცენზურა სიტყვის თავისუფლებას ახშობს. საწამებელი კამერის აღმოჩენამ ნათელი მოჰფინა იმ...





























