როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს - რჩევები
როგორ შევხვდეთ 2022 - ვეფხვის წელს.
ახალ წლამდე ძალიან ცოტა დრო დარჩა. მომავალი, 2022 წელი შავი (ლურჯი) ვეფხვის წელია. ვეფხვის წელი რეალურად პირველ თებერვალს იწყება, თუმცა ტრადიციულად, ჩვენ 31 დეკემბერს ვხვდებით ახალ წელს.
შავი წყლის ვეფხვის წელს ჩინურ კულტურაში აღწერენ, როგორც არაპროგნოზირებად, მეამბოხე, ძლიერ და ვნებიან ცხოველს. წყლის ვეფხვი სითამამით და ენერგიულობით გამოირჩევა, მაგრამ ასევე ის შეიძლება იყოს ნაზი, გულუხვი და ჰუმანური. ის შეიძლება იყოს მოუსვენარი, ჯიუტი და ეგოისტი, ზოგჯერ აგრესიული, მაგრამ ყოველთვის გულწრფელი. სწორედ ამიტომ ყველაფერს უნდა ელოდოთ ამ წლისგან.
2022 წლის ბედნიერი ფერი – ნარინჯისფერი, ლურჯი და ნაცრისფერი გახლავთ. თუ წლის სიმბოლოს გულის მოგება გსურთ, ყურადღება ზოლიან დეტალებს მიაქციეთ. აუცილებელი არაა რომ კაბა ვეფხვის პრინტით იყოს განწყობილი. საკმარისია, ანიმალისტური მანიკიური ან თემატური თმის სამაგრი. მამაკაცებმა კი შეგიძლიათ ზოლებიანი წინდა ან ჰალსტუხი მოირგოთ.
საახალწლო სუფრა ნატურალური დეკორით გააფორმეთ: ნაძვის ხის ცოცხალი ტოტებით, ხის ფორმებით და სანთლებით. რაც შეეხება ფერებს აქაც უპირატესობა წითელ, ნაცრისფერ ან მწვანე ფერებს მიანიჭეთ. ასტროლოგთა თქმით, ვეფხვი უპრეტენზიოა, ასე რომ, შეგიძლიათ მოამზადოთ თქვენთვის საყვარელი ნებისმიერი კერძი. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ვეფხვი მტაცებელია, რაც ნიშნავს, რომ თქვენს მაგიდაზე ხორცი აუცილებლად უნდა იყოს. ვეფხვი აფასებს მრავალფეროვნებას. უპირატესობა მიანიჭეთ არა თევზს, არამედ ხორცს.
ვეფხვი მტაცებელი ცხოველია. დიდი ცხოველების გარდა, ისეთები, როგორებიც არიან ღორი, ირემი და ა.შ, ვეფხვი პატარ-პატარა ცხოველებზე, კურდღელზე, მელაზე და ა.შ. ნადირობს. სუფრაზე ხორცეული უნდა იყოს - ღორის, კურდღლის, ქათმის, თუმცა, ასტროლოგები ასევე გვირჩევენ, სუფრას არ მოვაკლოთ ხილეული, ასევე თხილეული და სხვადასხვა ბოსტნეული. ასე რომ, სუფრა შესაძლოა იყოს ძალიან მრავალფეროვანი.
მიუხედავად იმისა, სად აპირებთ ახალი წლის შეხვედრას, სტუმრად თუ სახლში, სახლის მორთვა აუცილებელია. მორთვის დროს უმჯობესია გავიხსენოთ ვეფხვის საყვარელი ფერები. შავი, ვეფხვის ფერი შავია, ასევე ლურჯი, წყლისფერი, თეთრი, ღია ყავისფერი, ნარინჯისფერი, მოოქროსფრო, მოვერცხლისფრო. სწორედ ეს ფერები უნდა გამოიყენოთ დეკორში...
სახლის მორთვის დროს არ უნდა დაივიწყოთ კლასიკური ატრიბუტები, მაგალითად ნაძვის ხე, გირლანდები, განათებები და ა.შ. დანარჩენი აქსესუარები, ტექსტილი, ბალიშები, პლედები და სხვა ატრიბუტები უკვე თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. აირჩიეთ ერთი რომელიმე სტილი, იქნება ეს პროვანსი, კლასიკური, რეტრო თუ სხვა და ამ სტილს მიჰყევით სახლის საახალწლო გაფორმებისა და ნაძვის ხის მორთვის დროს. არ დაგავიწყდეთ ასევე ვეფხვის გამოსახულებიანი თუნდაც პატარა სუვენირი. ეცადეთ, სახლი გარედანაც მორთოთ და ზღურბლიდანვე შეიქმნათ საახალწლო განწყობა.
წყარო: "ყველაფერი ყველაფერზე"
1793544071
მსოფლიოიური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...
1793541081
სპორტიმოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა
მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...
1793538014
ახალი ამბებილევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა
„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...































