"როგორ შევუწყოთ ხელი ემოციური ინტელექტის განვითარებას ბავშვებში?"

"როგორ შევუწყოთ ხელი ემოციური ინტელექტის განვითარებას ბავშვებში ?" - ამ საკითხზე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე, მშობლებს საინტერესო რჩევებს უზიარებს, რომელსაც "ექსკლუზივ ტვ" უცვლელად გთავაზობთ:

"პოსტში, გადავწყვიტე გამეზიარებინა ის საკვანძო საკითხები,რაც საყურადღებოა ემოციური ინტელექტის განვითარებაში.

როგორც ადრე აღვნიშნე, განვითარება ადრეული ასაკიდან იწყება და მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს.
გიზიარებთ ძირითად ნაბიჯებს:

▫️ მივიღოთ და ვაღიაროთ ბავშვის ემოციები.

მნიშვნელოვანია კონკრეტულ სიტუაციებს ბავშვის პერსპექტივიდან შევხედოთ, რათა შევძლოთ მისი ემოციების მიღება, გაგება და აღიარება.

ადრეული ასაკიდან ამ მიდგომის გათვალისწინებით, ბავშვი დაისწავლის საკუთარი/სხვისი ემოციების მიღებას, აღიარებას, გათვალისწინებას და ემპათიას.

არის შემთხვევები, როდესაც ემპათია არ ნიშნავს, რომ ვეთანხმებით ბავშვის პოზიციას ან მოთხოვნას, თუმცა გულისხმობს რომ ჩვენ მისი მხრიდან შეგვიძლია ხედვა. 

მაგალითად,

ვიცი, მესმის როგორი რთულია შეწყვიტო საინტერესო თამაში, თუმცა ახლა სადილის დროა.

შეგიძლია სადილის შემდეგ გააგრძელო თამაში.

▫️ წავახალისოთ გამოხატვა

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს სივრცე, დრო და შესაძლებლობა საკუთარი ემოციების გამოხატვისთვის.

შეკავებული და გაუზიარებელი ემოციები არ ქრებიან, არსად მიდიან, შესაბამისად შემდეგ უკვე ქცევაში და სხვადასხვა სირთულეებში ვლინდებიან.

აუცილებელია, ბავშვს დავასწავლოთ რომ ემოციების არსებობა და გამოხატვის სურვილი ეს სრულიად ბუნებრივია, თუმცა ამავდროულად არსებობს გამოხატვის ის ფორმები, რომლებიც უმჯობესია გამოვიყენოთ.

მაგალითად,

"მესმის, შენ  გაბრაზდი, როდესაც შენმა დამ შენი გაკეთებული წიგნი დახია. სიტყვებით აუხსენი შენს დას, როგორ გრძნობ თავს"

▫️ მოვუსმინოთ აქტიურად

გაბრაზება ან სევდა არ განთავისუფლდება მანამ, სანამ ბავშვი არ იგრძნობს რომ  მას ვუსმენთ.

არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის არის, მას სჭირდება მოვუსმინოთ და იგრძნოს ჩვენი ყოფნა მის გვერდით.

იმისთვის, რომ მან გამოხატვა შეძლოს უნდა იცოდეს, რომ ჩვენ აქ და ამჟამად ვართ, აქტიურად ვუსმენთ და მხარს ვუჭერთ.

"მე ვფიქრობ, დღეს მოწყენილი ხარ. ხანდახან ყველა ადამიანი გრძნობს სევდას. შეგიძლია გამიზიარო, მე მოგისმენ".

▫️ პრობლემის გადაჭრა

ბავშვებს უნდა ვასწავლოთ რომ ემოციების არსებობა პრობლემა არ არის, პირიქით ისინი გვეხმარებიან.

თითოეული ემოცია გვაძლევს ინფორმაციას არსებული პრობლემის შესახებ.

არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია პრობლემის მოგვარება, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავასწავლოთ მსჯელობა, ჩვენთან ერთად იფიქროს მოგვარების გზებზე, შეარჩიოს ერთ ერთი მოგვარების გზა და მიიღოს გამოცდილება.

🔸️შემდეგ პოსტში გაგიზიარებთ დების და ძმების ურთიერთობის შესახებ აქტუალურ საკითხებს და რეკომენდაციებს".

წყარო:  ფეისბუკგვერდი "ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე"

ასევე დაგაინტერესებთ:

* "არ არსებობს ცუდი, პრობლემური ბავშვი - ყოველთვის ამ ფრაზით ვიწყებ საუბარს, როდესაც თემა ქცევით სირთულეებს ეხება" - ეს საინტერესოა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788281842

ახალი ამბები

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში დაკარგული 20 წლის ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულის შესახებ newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. არსებული ცნობით, ცხედარი ჭალათის მყინვარის მიმდებარედ ნახეს....

ლენტი ლენტი

1788279677

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 050-მდე გაიზარდა

ნეპალში, კატასტროფული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, სულ მცირე, 1 050-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ CNN წერს. კატასტროფების რისკის შემცირების მართვის სააგენტოს (NDRRMA) მონაცემებით, ნეპალში, სულ...

ნეპალში წყალდიდობა

1788277123

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საჯარო სტრუქტურებში გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა საჯარო სტრუქტურებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, აღნიშნული მოიცავს 3 000-ზე მეტ ვაკანსიას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროს...

ლევან ჟორჟოლიანი

1788276565

ახალი ამბები

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა გაიმართა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში შეხვდ...

ქართულმა ოცნება

1788275376

ახალი ამბები

ბათუმში ზღვაში გაუჩინარებული ქალის ცხედარი იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ ბათუმის ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ცნობისთვის, 29 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალი წყალში შე...

დაჭრა, შემთხვევა, სამართალი,