თინეიჯერმა ჩამოვარდნილი შვეულმფრენის პილოტი სიკვდილს გადაარჩინა

19 წლის ბიჭმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა. ის ვაშინგტონში თავისი ოჯახის ალუბლის ბაღში გადაადგილდებოდა. ტრაქტორს, რომელსაც მართავდა შვეულმფრენი დაეცა. მან არა მხოლოდ თავი გაითავისუფლა ნამსხვრევებისგან, არამედ პილოტიც გადაარჩინა.
The New York Times-ის თანახმად, ლოგან შნაიდერი ბაღში მუშაობდა. მას ყურსასმენები ეკეთა და ხმა არ ესმოდა.
„მაღლა ავიხედე და შემდეგ დავინახე. დავინახე, რომ ჩემკენ მოდიოდა და მივხვდი, რომ აუცილებლად დამეცემოდა“, - იხსენებს ლოგანი.
სწორედ ამ დროს დაეცა მის ტრაქტორს შვეულმფრენი. შნაიდერმა ზურგში ტკივილი იგრძნო. ტრაქტორის საჭე მოიშორა და გამოძვრა.
„სწორედ ამ დროს გავიგონე, როგორ ითხოვდა პილოტი დახმარებას“, - ამბობს ის.
პილოტი კორი ჯონსონი Hiller UH-12E-ში თავდაყირა იყო. უსაფრთხოების ღვედს ვერ იხსნიდა. შვეულმფრენი კი ნელ-ნელა ცეცხლის ალში ეხვეოდა. პილოტი მარტო იყო.
„ცეცხლში ხელი შევყავი და ღვედი გავუხსენი“, - ამბობს შნაიდერი.
ორონდოს სახანძროს თქმით, როცა ადგილზე მივიდნენ, ტრაქტორსაც და შვეულმფრენსაც ცეცხლი ეკიდა. სახანძროს თქმით, ვარდნისას შვეულმფრენი ელექტრო ენერგიის სადენებს გამოედო. ხანძრის ჩასაქრობად სახანძროს ენერგიის შეწყვეტა მოუხდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ავიაკატასტროფა საბერძნეთში - მაშველები დაღუპულებს ეძებენ
🔵უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი კახა გოგოლი მშობლიურ ქალაქში, ფოთში გადაასვენეს
🔵17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ჯონსონიც და შნაიდერიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აქვთ. შნაიდერს მხრებზე მეორე ხარისხის დამწვრობა და ზურგის კუნთის დაზიანება აქვს.
პილოტის დაზიანებებზე ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს.
ავარიის მიზეზზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ამ შემთხვევის მიუხედავად, შნაიდერს თავისი ოცნების განხორციელებაზე აზრი არ შეუცვლია. მას პილოტობა სურს.
1752782862
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წერილზე: ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი და დაარღვია საქართველოსთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, რაც სირცხვილია
ამ წერილიდან გავიგეთ ორი რამ: გავიგეთ რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტისთვის ვიზის აუცილებლობის შემოღება იყო 2010 წლის ხელშეკრულების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ფაქტია, რომ ევროკავშირმა...
1752782134
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეულებრივი მომენტია
წარმოგიდგენიათ მაკა ბოჭორიშვილი რომ ჩავიდეს ესტონეთში და იქაური ოპოზიციის აქციაში მიიღოს მონაწილეობა?! იტყვიან, რომ ევროპული ღირებულებები ამას ეწინააღმდეგება. თვითონ რომ ამას აკეთებენ, ეს რატომაც ჩვეუ...
1752782104
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება დეკემბერში. აგვისტო წერილში არ არის ნახსენები, ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ აწყობილია საარჩევნო კალენდარზე
ბრიუსელის წერილი შეეხება უვიზო მიმოსვლის ანგარიშებს, რომელიც ყოველ წელს დგება და ეს ხდება წესით დეკემბერში. ეს აგვისტო წერილში არ არის ნახსენები და ზეპირად არის ნათქვამი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს აწყობილ...
1752782050
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: რობერ შუმანი ალბათ საფლავში ტრიალებს, როდესაც ხედავს რა ემართება ევროკავშირს ბრიუსელის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის ხელში. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის სვლას საბჭოთა კავშირისკენ
სრულად ეწერება იმ პოლიტიკაში, რომელსაც ახალი ადმინისტრაცია აწარმოებს. ჩვენ სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინეთ კიდევაც განმარტება, რომ განსხვავებით წინა ადმინისტრაციისგან, ისინი აღიარებენ, რომ ყველა ქვეყ...
1752779680
მსოფლიოThe Wall Street Journal: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეზღუდვებს აწესებს სხვა ქვეყნების არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს შეზღუდვებს უცხოურ არჩევნებთან დაკავშირებით საჯარო შეფასებებზე, რითიც ის უარს ამბობს წლების განმავლობაში გამოყენებულ პრაქტიკაზე, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების...