ყუთში პატარა ადამიანის უსულო სხეული იდო, მუქი შავი თმით, პატარა მაჯებზე ნაოჭებით - ახალგაზრდა დედის მძიმე ისტორია
პროფესიით დრამის რეჟისორი და ფლორისტი, თამო არაბული, რომელიც ამ დროისთვის სიმსივნეს ებრძვის, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, მძიმე და ემოციურ ისტორიას აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით,მას 2000 წელს გახდა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა 17 წლის იყო.
"ეს დღეც თენდება, საათის ისარს ვუყურებ, რომელსაც დრო ნელ-ნელა მიაქვს უსასრულობაში, მძიმედ, მაგრამ მაინც მიაქვს, დრო ჩართულია, დროს ვერაფერი შეაჩერებს. აუყვა გზას და გზაზე ბედისწერა დახვდა, ჩამოსხდნენ, გაისაუბრეს.
სულ რაღაც 17 წლის იქნებოდა, იწვა საავადმყოფოს საწოლზე, ყოველ დილას ექთნის ხმა აღვიძებდა „მოვიდა მაგნეზია“. მწარე წამალი ფეხს უშეშებდა გარკვეული დროით, უჭირდა, ითმენდა....
მნახველები კარში ამოჭრილი პატარა სარკმელიდან ესაუბრებოდნენ, მხოლოდ დედა შედიოდა მასთან, ანუგეშებდა, მომავლის იმედს უსახავდა.
კვირა დღეს გადაწყდა ყველაფერი, რამდენიმე ნემსი გაუკეთეს, დაიწყო გაუსაძლისი ტკივილი, თითქოს ყველა ძვალი ბუდიდან ამოდიოდა და გადაადგილდებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილში. საათის სამაჯურს უჭერდა კბილებს, რომ მის განცდას პალატის გარეთ მდგარი დედისთვის გული არ გაეხეთქა, დაუსრულებელი ტკივილი იმწამსვე შეწყდა, როდესაც ექთნის ხელში ბუხუნჩალა ბავშვი დაინახა, ბავშვი სწრაფად გაიყვანეს. სასოწარკვეთილი მზერა გაჰყვა დედისა შვილს.
მეორე დილას ექთანს აღარ გაუღვიძებია, მეორე დღეს ექთანს თვითონ დაეძებდა პალატიდან პალატაში.
2 ლარი გადამიხადე და ბავშვს გაჩვენებ, ოღონდ არავის უთხრა, თუ კიდევ 2 ლარს დამიმატებ გაგატან, მე ვარღვევ კანონს და ეს არავინ უნდა გაიგოს,-ექთანმა პირობა და ფული მიიღო. დაღამდა, გაუსაძლისი ლოდინის დრო დასრულდა, ექთანმა ჩუმად, ქურდულად დაუძახა და ანიშნა გაჰყოლოდა. გოგო სწრაფი ნაბიჯით მიჰყვებოდა ჩაძონძროხებულ ექთანს.
კარს მიადგნენ, იატაკზე საშუალო ზომის ყუთი იდო. აი ეგააო, მიანიშნა ექთანმა, შეგიძლია ნახო! გოგოს პასუხს არც დალოდებია, დაიხარა და ყუთს თავი ახადა......
ყუთში პატარა ადამიანის უსულო სხეული იდო, მუქი შავი თმით, პატარა მაჯებზე ნაოჭებით, ფეხები გვერდულად მოკეცილი ჰქონდა, სახე ისეთი მშვიდი, თითქოს ეძინა.
გოგო გრძნობდა როგორ ტორტმანებდა დედამიწა, საიდანღაც ძლიერმა ქარმა დაუბერა და ხეები ძირიანად დააძრო მიწიდან. ის მიდიოდა მარტო მიტოვებულ გზაზე, ხიდი გადაიარა, აღმართს აუყვა და ქვეყანას ყველაზე მაღალი მწვერვალიდან გადმოხედა, ხელში პატარა ქაღალდის ყუთი ეჭირა 2 ლარად ნაყიდი, მწვერვალიდან სახლი ჩანდა, ძველი, კრამიტდახურული. აივანს ვაზი ახვევია, ფოთოლგაცვენილი.
პატარა ხის ჯვარი დადგა მიწაყრილზე, მინდვრის ყვავილები დაალაგა ირგვლივ.
მიუყვებოდა აღმართს ყოველდღე, ბედისწერასთან სასაუბროდ, ხან თოვა, ხან ქარი იყო. მას ყოველთვის ერთი შინდისფერი თხელი კაბა ეცვა, საფლავზე ნინომარწყვები ყვავილობდნენ ყოველ წელს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵„ომიკრონის“ ცირკულაცია იწყება - თამარ გაბუნია
🔵მახინჯაურთან გამორიყული გემი უსაფრთხოდაა - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
1793533138
მსოფლიოლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...
1793528397
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...
1793526713
ახალი ამბებისოფელ ბერშუეთის მიმდებარედ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
2026 წლის 31 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირ...
1793523531
მსოფლიობულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება. როგორც Report-ი იტყობინება, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე ქვეყნის მასშტაბით 12 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა, სადაც 6.6 მილიონ ამომრჩეველ...
1793520579
ახალი ამბებიპოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შ...































