169 700 ადამიანს საქართველოს სესხი გაუძვირდა - რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით გაიზარდა

რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით გაიზარდა. გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო. ეროვნული ბანკის ცნობით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს.

რეფინანსირების განაკვეთი 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა.

„საქართველოსთვისაც გაზრდილი ინფლაცია ბოლო პერიოდის ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5 პროცენტამდე შემცირდა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული, ძირითადად, მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი დროებითი ფაქტორებითაა განპირობებული, ის კვლავ მაღალი რჩება.

საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი შეფასებით, ეგზოგენური ფაქტორების წვლილი ნოემბრის წლიურ ინფლაციაში, დაახლოებით, 9 პპ-ს უტოლდება. ამ ფაქტორთაგან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფართო მოხმარების პროდუქტებზე ფასების ზრდა, რომელიც ადგილობრივ ბაზარს იმპორტირებული ნედლეულისა და პროდუქციის გავლენით გადმოეცემა.

მიუხედავად იმისა, რომ გაცვლითი კურსი წლიურ დონეზე შედარებით გამყარებულია, ნოემბრის მონაცემებით იმპორტირებული ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 18 პროცენტს გაუტოლდა. ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენაც, რომელიც, როგორც კომიტეტის წინა გადაწყვეტილებებში იყო აღნიშნული, მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელში დროებით, დამატებით წვლილს შეიტანს.

რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, 2021 წლის მეორე კვარტალის მერე ის მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის აღსანიშნავია ფისკალური სტიმული: მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლიურად შემცირებულია, მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია, რაც შიდა მოთხოვნას გაზრდილ ნიშნულზე ტოვებს. ასევე, ლოქდაუნების გამო დაგროვილი მოთხოვნის 2021 წლის მეორე კვარტალიდან მოსალოდნელზე სწრაფად რეალიზებამ, ეკონომიკური აქტივობის აღდგენა დააჩქარა.

გარდა ამისა, შიდა მოთხოვნის მატება ბოლო პერიოდში დაკრედიტების ზრდის დაჩქარებულმა ტემპმაც განაპირობა. ძლიერი შიდა მოთხოვნა მიმდინარე ეკონომიკური აქტივობისთვის დადებითი ბიძგია, თუმცა, ამავდროულად, ის ინფლაციის შემცირებას უშლის ხელს.

ამასთან, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო ლარისა და უცხოური ვალუტის სესხებზე საპროცენტო განაკვეთებს შორის გაზრდილი სხვაობა უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდას უწყობს ხელს, რაც ეკონომიკაში სავალუტო რისკების წყაროა.

აღნიშნული რისკების დაგროვების ასაცილებლად, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დამატებითი ზომები მიიღო, რაც საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ, მიწოდების მძლავრი შოკების პირობებში, ინფლაციის ხანგრძლივად მაღალმა დონემ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები არ გაზარდოს.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის დამატებით გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტამდე გაზარდა.

მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების ზემოხსენებული საბაზო ეფექტის გამო, დროებით გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს.

ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას, ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად, დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს.

მომავალში პოლიტიკის განაკვეთის შემცირების წინაპირობა მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იქნება.

გლობალური ეკონომიკური აღდგენის კვალდაკვალ, საგარეო მოთხოვნა ზრდას განაგრძობს. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი წლიურად დაახლოებით 25 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 11 პროცენტია.

ათი თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები წლიურად დაახლოებით 2-ჯერაა გაზრდილი, თუმცა 2019 წლის დონესთან შედარებით შემცირება კვლავ მნიშვნელოვანია (65 პროცენტი).

გააქტიურებული შიდა მოთხოვნის ფონზე გაზრდილია იმპორტიც. იანვარ-ოქტომბერში ამ მაჩვენებლის 22 პროცენტიანი წლიური მატება დაფიქსირდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა დაახლოებით 3 პროცენტია.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება“,- აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 მალე ქართული მართვის მოწმობის გამოყენებას, ევროპაშიც შეძლებთ

🔵 მიხეილ სააკაშვილი - ვწყვეტ ყველანაირ სამედიცინო მკურნალობას

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792350256

საზოგადოება

რომის პაპი ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა

რომის პაპმა ლეო XIV-მ ფილტვზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ პირველი ღონისძიება გამართა. ამის შესახებ Vatican News-ი იუწყება. 18 ოქტომბერს, ოპერაციის შემდეგ პირველ საჯარო გამოჩენისას პაპმა ლეო XIV-მ მონა...

რომის პაპი ლეო XIV

1792348393

ახალი ამბები

კახეთის პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებ...

დაკავება

1792346955

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ქალბატონი კალასი ორი წელია ეხვეწება მარკო რუბიოს შეხვედრის ჩანიშვნაზე, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის და საჯარო ინფორმაციაა?! ერთწუთიან შეხვედრას ვერ ნიშნავს

ევროპელ ხალხს რა პასუხს სცემენ, როდესაც ყველამ იცის, რომ ნატოში ამინდს ქმნის ამერიკის შეერთებული შტატები?! მმართველი ელიტა რეალობას ხომ აცდენილია ამ შემთხვევაში?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“...

ლევან მაჭავარიანი

1792346436

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, დასხდებიან და ჩვენთან დაიწყებენ საუბარს

ბრიუსელს მოუწევს ადრე, თუ გვიან შეგუება იმ ფაქტთან, რომ „ქართულ ოცნებას“ ვერანაირად ჩაანაცვლებენ აგენტურით, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმ...

ლევან მაჭავარიანი

1792345297

საზოგადოება

ვარლამ ლიპარტელიანი: მხოლოდ თავიანთ სახეს წარმოაჩენენ ის ადამიანები, რომლებიც ესხმიან თავს განსაკუთრებით წარმატებულ სპორტსმენებს, ასევე იმ ძლიერ, საყრდენ ინსტიტუტებს, რაზედაც ჩვენი ქვეყანა დგას

ვფიქრობ, დრომ კარგად გამოაჩინა, რომ ეს ყველაფერი საპირისპიროდ მუშაობს. ვერანაირ ზიანს ვერ მოუტანენ ვერცერთ ადამიანს და ვერც ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „იმედის კვირასთან“ „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ...

ვარლამ ლიპარტელიანი