აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში - აზერბაიჯანელი დეპუტატი ირაკლი კობახიძის ბაქოში ოფიციალურ ვიზიტს ეხმიანება

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის [პარლამენტის] წევრი მაზაჰირ ეფენდიევი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ბაქოში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ორი ქვეყანა ერთად რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას იცავს.
„დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც აზერბაიჯანი, როგორც რეგიონის ლოკომოტივი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, სხვადასხვა სფეროში კავშირებს ამყარებს. კერძოდ, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რეგიონში გაიზარდა სომხეთთან თითქმის 30-წლიანი ომის შემდეგ. აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობენ, მჭიდრო ისტორიული კავშირები, ურთიერთობები უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში ემყარება ურთიერთპატივისცემასა და თანასწორ მეგობრობას“, - წერს დეპუტატი.
ეფენდიევი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობამ დინამიკურად განვითარება საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. განსაკუთრებით, ეს მოხდა მაშინ, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო ჰეიდარ ალიევი, ხოლო საქართველოს ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა.
„როცა 1993 წელს დიდმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გამოაცხადა, მან, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და არსებული შესაძლებლობების ხეირიანად გამოყენებით, კიდევ უფრო გააღრმავა კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან მეგობრობის წყალობით, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო“, - ამბობს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი.
ავტორი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს განვითარების, აყვავებისა და სტაბილურობის მომხრე იყო ყოველთვის. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ, 2025 წლის 17 იანვარს აზერბაიჯანში განხორციელებული პირველი ვიზიტი ცხადყოფს, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები მაღალ დონეზეა.
„მეგობრული ურთიერთობები, ტრადიციული შეხვედრები, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ დღეს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალ ჰორიზონტებს ხსნის და აგრეთვე ხელს უწყობს ხალხების საკეთილდღეოდ დიდი სამუშაოს გაგრძელებას“, - წერს დეპუტატი.
1738956617
ახალი ამბებიგუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური...
1738955180
ახალი ამბებისაგარეჯოში მკვლელობა მოხდა - ნაპოვნია ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი
საგარეჯოში მკვლელობა მოხდა. არსებული ცნობით, ნაპოვნია ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც ,,ექსკლუზივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამ...
1738952574
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ახალი თაობის ევრობიუროკრატიას კი საქართველოს მიმართ ერთი შეხედვით უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა, მათი სახელია ორმაგი სტანდარტები
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის მარტა კოსის მიერ საქართველოში არსებული სიტ...
1738949020
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა
რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის...
1738947079
მსოფლიოხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემდეგ, აშშ-დან მექსიკაში თითქმის 11 000 მიგრანტის დეპორტირება განხორციელდა
20 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპმა დაიკავა, მექსიკამ შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული თითქმის 11 000 ადამიანი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს მექსიკის...