ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს.

„ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხად, საბოლოოდ, მივიღეთ ის, რომ 2025 წლამდე პარტიაში არაფერი შეიცვლება და 2024 წლის - ყველაზე მნიშვნელოვან და გადამწყვეტ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ წარდგება ისე, როგორც არის დღეს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ყველაფერს დავუსვათ წერტილი. ურთულესი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, მაგრამ ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვტოვებთ „ნაციონალურ მოძრაობას“. როცა იდეებიდან იცლება ის საქმე, რისთვისაც ვიბრძვით, მაშინ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი გიორგი კირთაძე.

მათი განცხადებით, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ახალ მენეჯმენტთან მუშაობა ვერ შეძლეს. სამომავლო გეგმებზე კი მოგვიანებით ისაუბრებენ.

„პარტიამ, რომელსაც ამბიცია და პრეტენზია აქვს ხელისუფლება ჩაანაცვლოს, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანები და ერთგული თანამებრძოლები, რომლებიც ბრძოლის წინა ხაზზე იდგნენ ყოველთვის, აღარ დატოვეს პარტიაში, ყველა კარი ჩაკეტეს. ერთის შეხედვით ერთი ხელით თითქოს ერთობისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ მეორეს მხრივ რას აკეთებენ ყველამ ნახეთ,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი მირდატ ქამადაძე.

მოქმედი თავმჯდომარის გადადგომას პარტიის წევრები, უკვე რამდენიმე დღეა, თბილისთან ერთად, რეგიონებშიც ითხოვენ. თავის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ლევან ხაბეიშვილი პარტიის დაპირისპირებული წევრების თანამდებობებიდან გათავისუფლებით პასუხობს.

მოქმედი თავმჯდომარის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა მმართველობის 10 თვის განმავლობაში პარტიას დიდი ზიანი მიაყენა, მან პასუხი უნდა აგოს და პოსტი დატოვოს. შიდა დაპირისპირების თემებს დახურულად მიიჩნევს ხაბეიშვილის ფრთა.

უკვე თანაპარტიელებს დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი წევრები პასუხობენ და ამბობენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება არის სწორი, ვინაიდან უკვე ყოფილი წევრების განცხადებები პარტიისთვის ყოველდღიურად დამაზიანებელი იყო.

„ისინი, ფაქტობრივად, არ მოდიოდნენ და პარტიის იდეებს არ იზიარებდნენ. უფრო მეტიც, ყოველდღიურად მათი განცხადებებით აზიანებდნენ და ცდილობდნენ, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ პარტიისთვის. დღეს ოფიციალურად რაც გააფორმეს, ვფიქრობ, რომ კარგია ერთი მხრივ, თუკი პარტიაში მოსვლას არ აპირებდნენ. იმედია, რომ დღეიდან გაასწორებენ სამიზნე ისრებს,“ - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი.

წყარო: რუსთავი2

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746732706

საზოგადოება

კახა კალაძე: ირაკლი კობახიძე არის ღირსეული ადამიანი და თავისი საქმის პროფესიონალი, ყველა მის წამოწყებაში წარმატებას ვუსურვებ

მინდა ირაკლი კობახიძე წარმატებები ვუსურვო, ის მართლაც ღირსეული ადამიანია. ირაკლი კობახიძე არის თავისი საქმის პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ყველა მის წამოწყებაში წარმატებას ვუსურვებ, - განა...

კახა კალაძე

1746731830

ახალი ამბები

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში ახალგაზრდას ეძებენ. „ინფო იმერეთის” ინფორმაციით, 19 წლის გოგონა მდინარეში ე.წ. ბალახვანის ხიდიდან გადახტა. ადგილზე მობილიზებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშ...

ააა

1746729956

საზოგადოება

საპატრიარქო: შეშფოთებას გამოვხატავთ ერთ-ერთი თეატრის სცენაზე გამართულ ღვთის მგმობელ წარმოდგენასთან დაკავშირებით

„მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცეს და გაიაზროს პასუხისმგებლობა იმ სულიერი ფესვებისადმი, რომლებიც ადამიანის სულის განუყოფელი ნაწილია. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, საზოგადოების მოვალეობაა, მართებულად შეაფასო...

შენობა

1746728531

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან ერთად, „თბილისი არენაზე“ საქართველოსა და საბერძნეთის ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო. თამაში საქართველოს ნაკრ...

პრემიერ-მინისტრ

1746728457

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „გილოცავთ, საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები, ზედიზედ მ...

მიხეილ ყაველაშვილი