ბექა ვარდოსანიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ჰომოფობიური განცხადებებით გამორჩეული აქტივისტი და ბლოგერი ბექა ვარდოსანიძე 2 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
პირად ფეისბუკ გვერდზე ჩართული ლაივიდან ინფორმაცია გაავრცელა ვარდოსანიძის თანამოაზრემ, ანტივაქსერული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორმა და ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს“ თავმჯდომარემ ზვიად ტომარაძემ.
ვარდოსანიძეს ედავებოდნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფა) დარღვევას, რაც იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
ვარდოსანიძის ადვოკატი თემურ ლომიძე აცხადებდა, რომ დაკავების წინ, მათ ეგონათ, პოლიციაში იმყოფებოდნენ ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძის მიერ შეტანილი განცხადების გამო, თუმცა ლომიძის თქმით, პოლიციის უფროსმა განუმარტა, რომ ბექა ვარდოსანიძე დააკავეს პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო
„დაკავების შემდეგ შევიტყვეთ, რომ გუშინ გამომძიებელ ქალბატონს პოლიციაში დასაბარებლად ბექასთვის დაურეკავს, რაზეც ბექას მიუყენებია სიტყვიერი შეურაცხყოფა (ეს შევიტყვეთ პოლიციელებისგან, ამაზე კომენტარს ბექა გააკეთებს, როცა გათავისუფლდება)“, - წერდა „ფეისბუკის“ პირად გვერდზე ზვიად ტომარაძე.
რაც შეეხება ჟურნალისტ ქეთი თუთბერიძესთან დაკავშირებულ საქმეს, კოალიციამ „მედიის ადვოკატირებისთვის“ 27 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ქეთი თუთბერიძის მიმართ მუქარისშემცველი განცხადებების და შევიწროების ფაქტები რეალურ საფრთხეებს შეიცავს.
ბექა ვარდოსანიძის ადვოკატს თემურ ლომიძეს იმედი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დააჯარიმებენ - გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 11 იანვარს გახდება ცნობილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებები და სასწაულები
🔵2022 წლის პირველი „კოვიდ-ამბები“ რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო - გიორგი ფხაკაძე
1750159511
საზოგადოებაისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანის სულიერ ლიდერს აფრთხილებს, რომ მან, შესაძლოა სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მაღალი რანგის სამხედროებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელი „ირანს ყველა დონეზე ძლიერ დარტყმებს აყენებს, რაც ომში დასახულ მიზნებს შეესაბამება“. ინფორმაციას...
1750159290
მსოფლიოისრაელ კაცი: ხამენეის ვაფრთხილებ, მეზობელი ქვეყნის დიქტატორის ბედი კარგად უნდა ახსოვდეს
ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს, რომ შესაძლოა, ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს. „ვაფრთხილებ ირანელ დიქტატორს, რომ არ გააგ...
1750156894
საზოგადოებაზურა გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდების და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს. პროცესს არ ესწრებოდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც 22 მაისს სასამართლოს დარბაზში დაა...
1750155719
საზოგადოებაირანული მხარის მტკიცებით, მათ ისრაელში მოსადის შენობა დაბომბეს
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ ისრაელში სამხედრო დაზვერვის, მოსადის შენობა დაბომბეს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ცნობების დასადასტურებლად მედია ვიდეოკადრებს აქვე...
1750154830
ახალი ამბებილუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა მაისურაძემ (90 კგ) პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი ვაზარითა და ორი იუ...