ეს ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მისდამი ნდობისთვის ძირის გამოთხრის საფრთხეს - ევროკავშირი მოსამართლეთა დანიშვნაზე
ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააძლიეროს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, ფართო, ინკლუზიური და პარტიებს შორისი რეფორმის პროცესით.
„ოთხშაბათს საქართველოს პარლამენტმა უვადოდ დანიშნა უზენაესი სასამართლოს ოთხი მოსამართლე. ამგვარი დანიშვნები, რომლებიც ხორციელდება მანამ, სანამ ყურადღება მიექცევა ნომინაციის პროცესში არსებულ ხარვეზებს, არ პასუხობს ეუთო/ოდირის და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
ეს ბოლო დანიშვნები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ლიდერების მიერ წელს, 19 აპრილის შეთანხმებით დადებულ და 28 ივლისს გამეორებულ პირობასთან ამბიციური სასამართლოს რეფორმის გატარების შესახებ. ეს მოიცავდა უზენაეს სასამართლოში ნომინირების პროცესზე მუშაობას, მანამ, სანამ მოსამართლეები დაინიშნებოდნენ.
ეს ნაბიჯები ქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის და საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობისთვის ძირის კიდევ უფრო მეტად გამოთხრის საფრთხეს“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო სამსახურის საგანგებო განცხადებაში.
მანამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გააკრიტიკა შეერთებული შტატების საელჩომ. მათი განცხადებით, ეს პროცესი არ შეესაბამებოდა 19 აპრილის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
1 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრებად აირჩია მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თამარ ოქროპირიძე, თეა ზიმისტარაშვილი.
ასევე საინტერესოა:
🔵 ემიგრანტის წერილი: “ჩამოვჯდები ცივ ქვაზე და ახლოდან მოგიყვები დე, დამელოდე“
1793620541
ახალი ამბები🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია
სადგურის მოედანზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება...
1793620384
საზოგადოება„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...
1793619738
საზოგადოებაგეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე მის გა...
1793619193
საზოგადოებაპრეზიდენტი: თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს
„თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პი...
1793618667
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენი მიზანი და თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულება
„ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. პრემ...


























