პრეზიდენტი: თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს

„თანამედროვე გლობალურ სამყაროში, სადაც საფრთხეები ხშირად უხილავი, ასიმეტრიული და მრავალგანზომილებიანია, სწორედ პროფესიული დიპლომატია და მოქნილი, შორსმჭვრეტელური საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის პირველ თავდაცვით ხაზს“, - საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დიპლომატის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მიხეილ ყაველაშვილმა ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნის დიპლომატიის ისტორიულ მნიშვნელობასა და თანამედროვე საერთაშორისო გარემოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს ისტორია მუდმივი დიპლომატიური ბრძოლისა და სტრატეგიული ლავირების გზაა. ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოს უდიდესი იმპერიებისა და ცივილიზაციების ინტერესთა გადაკვეთაზე იმყოფებოდა. სახელმწიფოებრივი უწყვეტობის, ქრისტიანული სულიერებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად კი ქართველ ხალხს ბრძოლის ველზე გამოვლენილ სიმამაცესთან ერთად დიპლომატიური სიბრძნე, სტრატეგიული მოთმინება და გააზრებული მოქმედება სჭირდებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებასთან დაკავშირებულ პროცესებზე, რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა მიმდინარე ომებზე, მზარდ იდეოლოგიურ პოლარიზაციასა და ტექნოლოგიურ საფრთხეებზე.

„ჩვენ ვდგავართ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის ფორმირების ზღვარზე, სადაც თითოეული სიტყვა, თითოეული პოზიცია და დიპლომატიური ნაბიჯი პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას, კეთილდღეობასა და მშვიდობიან მომავალს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ამ პირობებში ქართველი დიპლომატების მისიაა საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარება და ქვეყნის, როგორც სანდო, მშვიდობისმყოფელი, სტრატეგიული და პასუხისმგებლიანი პარტნიორის ავტორიტეტის განმტკიცება.

საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატებს სახელმწიფოს სახელით პატრიოტიზმისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793612834

ახალი ამბები

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს - მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ნანა სანდერსმა, ზურაბ ჭავჭანიძემ და ანტონ ვარდანიძემ დანაშაული აღიარეს და მოინანიეს. მათ ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების თ...

 ნანა სანდერი

1793610656

ახალი ამბები

პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ყალბი დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე 19 ადამიანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მოტყუებით დიდი ოდენობით ზიანის მიყენების, ჯგუფურად ჩადენილი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადე...

პროკურატურა

1793610173

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ევროკავშირშიც ხდება „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა, ამ შემთხვევაში მას კონკრეტულ დანაშაულს, ადამიანის მკვლელობის მცდელობას უწოდებენ, სავსებით სამართლიანად

მმართველი გუნდის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ევროპაში დემონსტრაციების მორიგ ტალღას გამოეხმაურა. არეულობებია ლონდონში, პარიზში, ფრანკფურტსა და ციურიხში. საფრანგეთში საპროტესტო აქციებზე პოლიციამ კიდევ 80...

დავით მათიკაშვილი

1793609156

საზოგადოება

ნინო წილოსანი: კარმა იქით იყოს, ეს უფრო კანონზომიერებაა - როდესაც სხვის ქვეყანაში უკანონობას, ქაოსსა და ძალადობას, არასწორ პოლიტიკას ახალისებ, არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ერთ დღესაც ეს ყველაფერი შენთვისაც ნორმა გახდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში ევროპაში მიმდინარე აქციებს ეხმაურება. მისი თქმით, საქართველოში რამდენიმე თვის წინ მიმდინარე ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქ...

ნინო წილოსანი

1793605988

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ავტომობილების რეექსპორტის გზით გადასახადებისგან თავის არიდების სქემა გამოავლინა - დაკავებულია 3 პირი, 16 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით, ავტომობილების რეექსპორტის გზით იმპორტის გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტი გამოავლი...

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური