ევროსასამართლომ 2008 წლის ომში დაზარალებულთა საქმეებზე განჩინება გამოაქვეყნა
ევროსასამართლომ 2008 წლის რუსეთთან ომში დაზარალებულთა საქმეებზე გამოაქვეყნა განჩინება „ჯიოშვილი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“.
რუსეთის წინააღმდეგ „უფლებები საქართველომ“ (მაშინდელმა „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“) სტარსბურგში 400-ზე მეტი პირის განაცხადი 2009 წელს გააგზავნა.
„ევროსასამართლო 18 ნოემბრის განჩინებაში, რომელიც 59 განმცხადებელთან მიმართებაში იქნა გამოტანილი, მიუთითებს რომ საქმის დასაშვებობაზე განჩინების მისაღებად, სჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა ევროკონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა), მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება), მე-13 მუხლთან (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) ერთობლიობაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მუხლების დარღვევის პირველადი მტკიცებულებები საქმის მასალებში უკვე არსებობს, რის გამოც შემდგომი მსვლელობა მისცა სამართალწარმოებას.
„უფლებები საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ლადო მკერვალიშვილის თქმით „ევროსასამართლოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უშუალოდ განმცხადებელებისათვის, არამედ სახელმწიფოსათვის. აღნიშნული განჩინების საფუძველზე, „უფლებები საქართველოს“ კიდევ ერთხელ მოუწევს დიდი ძალისხმევის გაწევა. კერძოდ, უნდა განახლდეს მონაცემები განმცხადებელების შესახებ, შეგროვდეს დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დარღვეული ევროკონვენციის მუხლები“.
„უფლებები საქართველო“ გამოთქვამს მზადყოფნას, განმცხადებლების საქმეებზე მუშაობის გაგრძელების მიზნით, დაიწყოს შესაბამისი რესურსების მობილიზება და ქმედებების განხორციელება.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵1917 წლიდან 1921 წლამდე უნიკალური საარქივო მასალები კულტურის სამინისტრომ შეიძინა
1792127915
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი რომში გრძელდება - ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე დღეს წესებზე დაფუძნებული საერთაშორის...
1792126388
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ ლიდერთა სამიტზე დღეს სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე სესიის ფარგლებში ბ...
1792097721
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება, გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, ის არის აგენტი, ზის ტელევიზიაში და პოლიტიკური პარტიის სახელით გველაპარაკება
„ჩვენი ვალია ყველას იდენტიფიცირება. გავიგეთ, რომ შეიძლება პულსი არ ეზომება რომელიმეს, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა. ის არის აგენტი, ზის ტელევიზიაში და პოლიტიკური პარტიის სახელით გველაპარაკება. აგენტი მელ...
1792096590
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ჩვენი გუნდისთვის, ჩემთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რას აფასებს ჩემი თანამოქალაქე
„არის ციფრები, რასაც ვერავინ გაექცევა. მათივე ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა შეგვიძლია ვნახოთ დღის 11 საათზე და 4 საათში რასას [იუკნევიჩიენე] ფუჭი რეზოლუცია, სადაც აცხადებენ სააკაშვილს პოლიტპატიმრ...
1792094526
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის
„ცრუ კაიას და ცრუ მარტას დაპირებები და მუქარები ღიმილის მომგვრელია ჩვენი გუნდისთვის და რაც ყველაზე მთავარია ჩვენი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ...



























