ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი - კახა ქემოკლიძე
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრის კახა ქემოკლიძე სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზუგდიდის საკრებულოს წევრის, მალხაზ თორიას ცემის ფაქტს საგანგებო ბრიფინგზე გამოეხმაურა.
პარტია "საქართველოსთვის" სამართალდამცველებისგან თავდასხმის დაუყოვნებლივ გამოძიებას და თავდამსხმელების დასჯას ითხოვს.
ქემოკლიძის ინფორმაციით,, თავდასხმა 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:30 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში მოხდა.
კახა ქემოკლიძის განცხადებით, მამის საფლავზე მიმავალ თორიას გზა ჩაუხერგა სამმა ავტომობილმა. მათ შორის ერთ-ერთი იყო თეთრი ფერის, BMW-ს მარკის, X3 მოდელის ავტომანქანა, მეორე ავტომანქანა იყო "მერსედესის" მარკის, ლურჯი ფერის, ხოლო მე-3 ავტომანქანა იყო შავი ფერის, თუმცა მისი მარკის გარჩევა დაზარალებულებმა ვერ შეძლეს.
გახარიას პარტიაში ამბობენ, რომ სამივე ავტომანქანიდან გადმოვიდა დაახლოებით 8 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მიუახლოვდნენ მალხაზ თორიას და ფიზიკურად გაუსწორდნენ როგორც მას, ასევე მასთან ერთად მყოფ არასრულწლოვან შვილს. ასევე, დაუზიანეს ავტომანქანა, დაუჭრეს ავტომანქანის ოთხივე საბურავი და წაართვეს მობილური ტელეფონი, რომელიც მოგვიანებით ახლომდებარე ტერიტორიაზე იქნა ნაპოვნი.
მალხაზ თორია თავდამსხმელებს ეუბნებოდა, რომ რაღაც ეშლებოდათ, რაზეც თავდამსხმელები პასუხობდნენ, რომ არაფერი შეშლიათ და ზუსტად იქ იყვნენ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ. ძალადობის მომენტში მალხაზ თორიას პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ "მეტს იმსახურებდა, რადგან არასწორი გზა აირჩია და მათ განუდგა.
როგორც ირკვევა, თავდამსხმელები, დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ სოფელ კოკში, უთვალთვალებდნენ მალხაზ თორიას სახლს და ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს თავდასხმისთვის. მოვითხოვთ ფაქტის დაუყოვნებლივ გამოძიებას, თავდამსხმელების იდენტიფიცირებას და მკაცრად დასჯას" - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵ტრადიციული საახალწლო-საშობაო კერძები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში
🔵ახალი წელი და ტრადიციები საქართველოს კუთხეებში
🔵Lenticchie და Cotechino - იტალიური საახალწლო ტრადიცია, რომლის შესრულებაც იღბალს მოგიტანთ?!
1792139087
საზოგადოებაპრემიერი: საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს, რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, პრიორიტეტია, უზრუნველვყოთ, შედეგები სოფლისა და მთიანი რეგიონების მოსახლეობაზეც აისახოს
საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრე...
1792136823
საზოგადოებასაპატრიარქო: სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება
„სამთავროს მონასტერში საღვთო ლიტურგია რუსულ ენაზე არ ჩატარებულა და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს....
1792135570
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე: იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ
იტალია ევროკავშირში ჩვენი ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერია, მათ შორის იმ ძალიან რთულ პროცესში, რომელსაც ჩვენ დღეს ევროკავშირთან ურთიერთობებში გავდივართ. ამიტომ ამ საკითხზეც გვქონდა საუბარი, - განაცხადა საგა...
1792134893
საზოგადოებაცესკოს თავმჯდომარემ A-WEB-ის გენერალურ ასამბლეასა და საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საარჩევნო ორგანოთა ასოციაციის (Association of World Election Bodies - A-WEB) მე-7 გენერალურ ასამბლეასა და საერთაშ...
1792134377
საზოგადოებაირაკლი კობახიძე COP17-ის ლიდერთა სამიტის გახსნის ცერემონიას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტის გახსნას დაესწრო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაც...


























