გუდაურში დაღუპულ მფრინავებს, მაშველებს და ექიმებს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.
 
სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება.
 
პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში, რომელიც 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა და აფეთქდა, 8 ადამიანი იმყოფებოდა:

ეკიპაჟის მეთაური ზაზა ლორია;
ეკიპაჟის წევრები - დიმიტრი ქააძე,
ლევან ჩოხელი და ანდრო ქუჯოშვილი;
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი;
მაშველები გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა.

ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. რვავე ადამიანი დაიღუპა. 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 video: ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა. პიანისტი მარინა გაბუნია საკუთარი შვილის პიტბულმა დაგლიჯა და გარდაიცვალა - თამარ ივერი

🔵 ვიდეო: ნატახტართან ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 4, მათ შორისაა მომღერალი მამუკა ონაშვილი

🔵 ვიდეო - კოსოვოს საზღვართან შეტაკებები დაიწყო - სერბეთის არმიას რამდენიმე დაჭრილი სამხედრო უკვე ჰყავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793360996

საზოგადოება

საქართველოს ეკონომიკა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6%-ით, 2026 წლის პირველ ცხრა თვეში კი 7,4%-ით გაიზარდა

საქართველოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 6%-ით გაიზარდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის საშუალო რეალური ზრდა კი 7.4%-ია. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გა...

საქართველოს ეკონომიკა

1793356457

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება

„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად და მდგრადად ვითარდება“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 2026 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრ...

მარიამ ქვრივიშვილი:

1793354255

საზოგადოება

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომის ფარგლებში ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის შეთანხმებები გაფორმდა. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მო...

საქართველო-აზერბაიჯანი

1793353351

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი, ჩვენ კონსულტაციები გვაქვს სემეკთან, თუმცა უნდა დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას

„გაზის ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სემეკი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ საკითხზე სემეკთან კ...

ირაკლი კობახიძე

1793352618

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძეზე: თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, პრინციპულად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს

„თუ იქნება მისი მხრიდან სინანულის გამოხატულება, მონანიება, აღიარება, ამ შემთხვევაში ის ძალიან მარტივად დატოვებს საპატიმროს, ყოველგვარი მოთხოვნა უპირობო გათავისუფლების შესახებ, პრინციპულად ეწინააღმდეგე...

ირაკლი კობახიძე