მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს - საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ.

ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას“, - ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

ცნობისთვის, ინტერნეტგამოცემა „მსოფლიო საეკლესიო სიახლენის“ ინფორმაციით, ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი, დღეს, 2 იანვრის დილას, ცაგერში, თავის კელიაში იპოვეს გონდაკარგული. მას, სავარაუდოდ თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა.

ასევე წაიკითხეთ:

🔵მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებები და სასწაულები

🔵ბექა ვარდოსანიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

🔵"ომიკრონი" 144 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 105 საქართველოს მოქალაქეა, 39 უცხო ქვეყნის - ამირან გამყრელიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1750159737

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ჩორჩანასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს, როდესაც გახარია საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, გვახსოვს რამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა ამ თემასთან მიმართებით

„ჩორჩანასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა არსებობს. კარგად გახსოვთ ბატონო გახარია როდესაც საგამოძიებო კომისიაზე იმყოფებოდა, რამდენი ურთიერთგამომრიცხავი განცხადება გააკეთა ამ თემასთან მიმართებით“, - ამი...

ლევან მაჭავარიანი

1750159511

საზოგადოება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ირანის სულიერ ლიდერს აფრთხილებს, რომ მან, შესაძლოა სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა მაღალი რანგის სამხედროებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ისრაელი „ირანს ყველა დონეზე ძლიერ დარტყმებს აყენებს, რაც ომში დასახულ მიზნებს შეესაბამება“. ინფორმაციას...

ისრაელის თავდაცვის მინისტრი

1750159290

მსოფლიო

ისრაელ კაცი: ხამენეის ვაფრთხილებ, მეზობელი ქვეყნის დიქტატორის ბედი კარგად უნდა ახსოვდეს

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ირანის უზენაეს ლიდერს აიათოლა ალი ხამენეის აფრთხილებს, რომ შესაძლოა, ერაყის დიქტატორის, სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს. „ვაფრთხილებ ირანელ დიქტატორს, რომ არ გააგ...

ისრაელ კაცი

1750156894

საზოგადოება

ზურა გირჩი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სხდომა გაიმართა, სადაც ბრალდების და დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლეს. პროცესს არ ესწრებოდა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც 22 მაისს სასამართლოს დარბაზში დაა...

პოლიტიკოსი

1750155719

საზოგადოება

ირანული მხარის მტკიცებით, მათ ისრაელში მოსადის შენობა დაბომბეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, მათ ისრაელში სამხედრო დაზვერვის, მოსადის შენობა დაბომბეს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. ცნობების დასადასტურებლად მედია ვიდეოკადრებს აქვე...

ირანი-ისრაელი