რატომ გაუჩერდა გული ქუთაისში 25 წლის ორსულს საკეისრო კვეთისას - ოჯახი კლინიკას და ექიმებს ადანაშაულებს
დაგეგმილ საკეისრო კვეთამდე 2 დღით ადრე, 25 წლის ფეხმძიმე ქალი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
39 კვირის ორსული თამარ გოგიბერიძე ჰოსპიტალში მუცლის ძლიერი ტკივილით გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალი მშობიარობის დროს დაიღუპა, ჩვილი კი გადარჩა. ოჯახი ვარაუდობს, რომ გარდაცვალება ექიმების დაუდევრობამ გამოიწვია.
ოჯახი აცხადებს, რომ ორსულს ყველა ანალიზი წესრიგში ჰქონდა და დროულ მშობიარობას ელოდა. თამარ გოგიბერიძე 29 ნოემბერს, ძლიერი ტკივილის დაწყების შემდეგ, პირადი ექიმის რეკომენდაციით, სამშობიაროდ ტყიბულიდან ქუთაისში წაიყვანეს. მკურნალი ექიმი, რომელიც ორსულობის პერიოდში, თამარ გოგიბერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდა, "კურიერთან" ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია. მაია ქარქაშაძე ყველა კითხვას არ პასუხობს და გამოძიების დასრულებას ელოდება.
დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ადასტურებენ, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანის დროს კონტაქტური იყო, ოპერაციის დროს კი გული გაუჩერდა. კლინიკაში უჭირთ მიზეზებზე საუბარი და ამბობენ, რომ გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ფეხმძიმე ქალის ოჯახმა კლინიკაში პოლიცია მისი გარდაცვალებისთანავე გამოიძახა. დაიწყო გამოძიება. საქმეში ჩაერთო სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო, რომელიც დაწესებულებაში შესვლის და სამედიცინო ისტორიის დეტალურად გამოკვლევის შემდეგ მიიღებს შესაბამის ზომებს.
25 წლის თამარ გოგიბერიძე ტყიბულში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. გარდაცვლილს კიდევ ერთი შვილი - 2 წლის ბიჭი დარჩა. ოჯახის წევრები სამართლიან გამოძიებას და დამნაშავეთა დროულ გამოვლენას ითხოვენ.
წყარო „რუსთავი 2“.
ასევე საინტერესოა:
1792357204
სპორტიძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209...
1792356776
სპორტიძალოსანი გივი დარსაველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გივი დარსაველიძემ (U20, +110 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ძალოსანმა ა...
1792356055
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევროკავშირის გაფართოების კონფერენციაზე მხოლოდ ნინო ლომჯარიას მიწვევაზე: ეს არ მიკვირს, როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო
როდესაც შავი ზღვის ქვეყნები ჰყავდათ მიწვეული ცოტა ხნის წინ მინისტერიალზე, იქაც არ მიიწვიეს საქართველო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „იმედის...
1792353685
მსოფლიოემანუელ მაკრონი: ძარცვაში ვინც მიიღო მონაწილეობა, მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოუწევთ, ხოლო ისინი, ვინც რესპუბლიკის დამხობას ცდილობდნენ, პასუხს აგებენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ პირები, რომლებმაც სამთავრობო შენობები დააზიანეს, საკუთარი დანაშაულებისთვის პასუხს აგებენ. „თავდასხმა განხორციელდა საჯარო დაწ...
1792351970
საზოგადოებაშალვა ნიქაბაძე: 2006 წელს ე.წ. ციხის ბუნტის შემთხვევაზე და ასევე 2011 წლის 26 მაისის აქციის დაშლის გამო, ევროპის მხრიდან არანაირი სანქციები ქვეყანას არ ჰქონია, არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და არც შეშფოთება ყოფილა
აკადემიკოსმა, საერთაშორისო იურიდიული ჰაბის მმართველმა, შალვა ნიქაბაძემ გადაცემაში „EURO ანატომია“ ევროპის ქვეყნებში პოლიციის მიერ უხეში ძალის გამოყენების შემთხვევებზე ისაუბრა, როდესაც საქმე სახელმწიფო...





























