საფრთხის ფონზე NATO საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდას განიხილავს - იენს სტოლტენბერგი

საფრთხის ფონზე NATO საქართველოსთვის მხარდაჭერის გაზრდას განიხილავს, - ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს.
„კრემლის ამბიციაა გავლენის სფეროების შექმნა და სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი გზის არჩევის შესაძლებლობაზე უარის თქმა. ამიტომ მინისტრებმა განიხილეს იმ პარტნიორების მხარდაჭერაც, ვინც შესაძლოა რისკის ქვეშ იყოს: მათ შორისაა საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა“, - განაცხადა გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგის თქმით, NATO დიდი ხანია ამ ქვეყნებს ეხმარება, მათ შორის თავდაცვის რესურსების გაძლიერებით, რეფორმების გატარებითა და საერთო წვრთნებით ახლა კი ძალისხმევის გაძლიერება განიხილება.
ის აცხადებს, რომ ამ ქვეყნებისთვის საერთოა რუსეთის აგრესია, რასაც სხვადასხვა გზებით: დივერსიით, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევით ან პირდაპირ შეჭრით ახორციელებს.
სტოლტენბერგის თქმით, საფრთხე არ გამქრალა, ვინაიდან რუსული ჯარები კვლავ იმყოფებიან საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე. ახლა კი უკრაინის ფონზე რისკები გაზრდილია და საჭიროა NATO-მ ამ ქვეყნებისთვის დახმარების გაზრდის გზებზე მოკავშირეებთან ერთად იმსჯელოს.
„ეს ქვეყნები სხვადასხვანაირი გამოწვევების წინაშე დგანან. რაც მათ საერთო აქვთ ისაა, რომ ჩვენ გვინახავს როგორ ცდილობს რუსეთი თავისი ძალის გამოყენებით მათ გამოწვევას. ნაწილობრივ ეს ხდება დივერსიებით, მათ ხელისუფლებაში ჩარევით ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში, ან სამხედრო შეჭრით. საქართველოში რუსეთი შეიჭრა. და რუსი სამხედროები ისევ აკონტროლებენ საქართველოს ნაწილებს: აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრამდეც ეს ქვეყნები იდგნენ გამოწვევების წინაშე, რაც რუსეთისგან ნაწილობრივ მაინც იყო გამოწვეული, მაგრამ რისკი ახლა გაიზარდა და საჭიროა დახმარებების და მხარდაჭერის გაზრდა და სერიოზული დისკუსიები მთელმა ნატომ, რათა გავარკვიოთ რისი გაკეთება შეგვიძლია რუსეთის საფრთხის წინაშე მათ დასახმარებლად", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ასევე საინტერესოა;
🔵 თამარ გვერდწითელი, სოსო პავლიაშვილი და ქეთა თოფურია ხვალ კრემლში იმღერებენ - ნეტგაზეთი
1751734076
საზოგადოებასაქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო
საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საჭიროებებს გაეცნო. თინათინ რუხაძემ მესტიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ...
1751728950
ახალი ამბებისხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ ქართველი ემიგრანტების სახელით გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გავრ...
1751728855
საზოგადოებამერიკო კარტოზია: ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტები ემიჯნებიან განცხადებას, რომელიც გაკეთდა გარკვეული ჯგუფის მიერ, თითქოს ემიგრაცია ემიჯნება სახელმწიფოს და ევროკავშირს სთხოვს დაუწესოს სანქციები - ჩვენ არ ვიზიარებთ ამ განცხადებას
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. ქართველი ემიგრანტები გა...
1751726195
საზოგადოებაქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან
სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები, ქართველი ემიგრანტების სახელით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მიმართ გავრცელებულ განცხადებას ემიჯნებიან. საქმე ეხება მედიაში გაჟ...
1751724557
საზოგადოებამაია ბითაძე: რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება და ყველაზე დიდი გეგმა, რაც საქართველოს მთავრობას აქვს, ეყრდნობა ქართველი ხალხის გონიერებას
რევოლუცია დაივიწყოს ყველამ, ამ ქვეყანაში რევოლუცია აღარ მოხდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ. მისი გა...